Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ხაშურში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ გაიხსნება
საზოგადოება ბილიკის“, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადრა-საქართველოსა და პოლონეთის დახმარების თანამშრომლობით, მალე ხაშურში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ გაიხსნება

ადვენტისტური განვითარებისა და დახმარების სააგენტომ (ADRA) - საქართველომ, პოლონური ფინანსური დახმარებით დაიწყო პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად.



პროექტი, სახელწოდებით “საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და რთული ქცევის მქონე მოზარდების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა”, დაიწყო 2022 წლის სექტემბერში და დასრულდება 2023 წლის 31 ივნისს. პროექტის განმავლობაში ADRA საქართველო „საზოგადოება ბილიკთან“ თანამშრომლობს.

პროექტი მიზნად ისახავს ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ გახსნას. პროექტის ძირითადი მიზნებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის განათლებისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.



პროექტით გათვალისწინებულ შენობაში შეიცვლება ძირითადი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ჩატარდება იატაკის, კედლების, ჭერის რემონტი და დამონტაჟდება წყლის, ელექტრო და გათბობის სისტემები.

ამავე პროექტის მიხედვით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები. ADRA Georgia ცენტრს უზრუნველყოფს საჭირო ავეჯით, აღჭურვილობითა და მასალებით ლოგოპედიის, ოკუპაციური თერაპიისა და ფიზიოთერაპიისთვის.

პროექტის შედეგად ხაშურში, რომელიც საქართველოს ცენტრალური ნაწილია და მე-9 დასახლებაა საქართველოში 52000 მოსახლეობით, გაიხსნება პირველი „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის (0-დან 7 წლამდე), მაშინ როცა ასეთი სერვისების საჭიროება იყო.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. პუბლიკაცია გამოხატავს ექსკლუზიურად ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება მისი იდენტიფიცირება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.