Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
Forbes Georgia-ს პროექტზე 30 UNDER 30 განაცხადების მიღება დაიწყო
თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო წელსაც შეარჩევს ფორბსის 30-წლამდელთა სიას. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.

Forbes 30 under 30 2022 პროექტში რეგისტრაცია იანვარში დაიწყო. განაცხადების მიღება 2023 წლის 15 აპრილამდე დასრულდება. ამ დროისთვის, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა პროექტში 100 განაცხადია შესული.

შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს საქმიანობის თავიანთ სფეროში და ამ აღიარებით მეტის გაკეთების სტიმული მიეცათ.

უკვე მეხუთე წელია რაც Forbes Georgia -ს პროექტი 30 UNDER 30ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს.

წელს კონკურსს ფინანსების კატეგორია დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის გამარჯვებულები უკვე 6 კატეგორიაში გამოვლინდებიან. ესენია: ანტრეპრენერი და მეწარმეები, ტექნოლოგიები, ფინანსები, მეცნიერება, მედია და მარკეტინგი , კულტურა და სტილი.

თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

„ჩვენთვის Forbes 30 under 30 გამორჩეულად საყვარელი და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის მოტივაციას აძლევს და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც საქართველოს მომავალს ქმნიან. ასეთი პროექტების მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან თიბისიმ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა თავისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და გვერდით დავუდგეთ, რომ თავიანთი ინოვაციური იდეები რეალობად აქციონ.” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. Forbes Georgia & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.“- გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი“-ა. განაცხადები 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ამ ბმულზე მიიღება - https://under30.ge/ka/#regForm .


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.