Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ჩემი თავი საშინელ ფილმში მეგონა'' - გორელი ემიგრანტი ქალი მიწისძვრის ეპიცენტრიდან
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა კორპუსი, სადაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან ემიგრანტი ირინა ბზიშვილი ცხოვრობდა.

ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩაკეტილ ბინაში იმყოფებოდა, რადგან მიწისძვრის დროს, კარი ჩაიკეტა. 

იგი ფიქრობს, რომ კარი რომ არ ჩაკეტილიყო, ალბათ, კიბეებზე ჩასვლისას დაიღუპებოდა. მან თავისი ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

,,გუშინ ჩამოვედით სტამბოლში და კარგად ვარ ეხლა. დავბინავდი ოჯახში. აქ არაფერი გამიჭირდება უკვე,  რადგან გამოვაღწიე იმ საშინელებას უვნებელი, მადლობა უფალს ცოცხალი გადავრჩი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ,  ვინც მომიკითხეთ, მირეკავდით და ჯერ კიდევ ზარები არ წყდება, დახმარებას მთავაზობთ, არასდროს გაგჭირვებოდეთ მშვიდობა და მხნეობა მოგცეთ უფალმა.

მე მართლა მჯერა, რომ უფალმა გადამარჩინა.

ეს მოხდა დილის 4:16 წუთზე, როცა ყველაზე მაგრად სძინავს ადამიანს. თითქოს რაღაც ვიგრძენი, უცბად წამოვდექი და კიდევაც დაიწყო ბინამ ზანზარი. მეათე სართულზე ოთხნი ვიყავით, ყველას ცალცალკე ოთახში გვეძინა.

კარებისკენ როგორც კი გამოვიქეცი, ჩემი საწოლის თავზე კედელი ჩამოინგრა. წუთნახევარი გაგრძელდა. აღარაფერი დარჩა ადგილზე.

გარეთ გასასვლელი კარი ჩაიკეტა.

მაგაზეც მადლობელი ვარ, ის კარი რომ ჩაგვეკეტა, თორემ შიშით ალბათ კიბეზე ჩავირბენდით. აი იქ კი ნამდვილად მოვკვდებოდი, მაღლიდან ბეტონები ცვიოდა. ჩემი თავი საშინელ ფილმში მეგონა.

დახმარებას არ ველოდით იმ წუთში, არავისგან, რადგან ქალაქში სინათლე გაითიშა, აღარაფერი ჩანდა წყვდიადში.

ჩვენთან გენერატორი ჩაირთო და კიდევ იმედიანად ვიყავით. გარედან საშინელი წივივილის ხმა ისმოდა. ზღვის პირზე ვიყავით, ცენტრალური ქუჩა გადის, გამიკვირდა მანქანებიც რომ არ ჩანდა. რას დავინახავდით, თურმე ზღვა გადმოსულა და იქით აღარავინ გარბოდა.

საათნახევარი მაინც ალბათ ზუსტად არ მახსოვს, ჩემი პატრონის ძმიშვილი მოვიდა და კარები შემოამტვრია, ისე გამოვედით,  ტანსაცმელიც ვერ ავიღე, სადაც მქონდა დაწყობილი, ის ,,კომოდ''ი უკუღმა ეგდო. ვეცადე აწევა, მაგრამ ვერ დავძალე.

ვიღაცამ მომწერა, ყოჩაღ, რომ უკან შეხვედი და ვიდეო გადაიღეო. უკან კი არ შევედი, ვერ გამოვდიოდი და ვიდეოს კანკალით ვიღებდი.

არავის ვუსურვებ ასეთ სიტუაციაში მოყოლას. გფარავდეთ უფალი, ყველა ყველას ყველას. უღრმესი მადლობა კიდევ და კიდევ. მიყვარხართ ყველა, ვინც კი ამ დროს არ დამტოვეთ უყურადღებოდ.'' - წერს ირინა ბზიშვილი.

-----------

თურქეთში 13 000-ს უახლოვდება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის ქაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 113 200 თურქი და უცხოელი მაშველი. მათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.