Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
რა მოხდა გორში - მკვლელობის ვერსია
გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ცინცაძეა. ის იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც გუშინ სადგურის დასახლებაში მკვლელობის ფაქტი გამოიწვია.

ბრალდებული ხელოსანია, ხოლო დაღუპული – იმ მანქანის მფლობელია, რომელსაც ხელოსანი მანქანას ურემონტებდა.

ადვოკატის განცხადებით, მხარეებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას ორი დღის წინ მიაღწია.

,,ზოგადად, ეს ურთიერთობა პერიოდულად ხდებოდა. მივიდოდნენ, აკეთებინებდნენ მანქანას და თანხას არ უხდიდნენ. ბოლოს კი, როდესაც მანქანა მიიყვანეს და მისი შეღებვა მოსთხოვეს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარი განუცხადა მანქანის შეღებვაზე. ეს მანქანა არ შეიღებებაო. ცუდად ექცევით ჩემ ოჯახსო“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძეს.

ირკვევა, რომ მანქანის მფლობელს ურთიერთობა ჰქონდა  ბრალდებულის ძმასთანაც:

,,წინა დღეებში ხელისნის ძმასთან მისულან და უთქვამთ, რომ თუ არ მოგვემსახურები, პრობლემები შეგექმნებათო; თუ გინდათ, რომ ხანძარი არ გაჩნდეს, ან შუშები არ დაილეწოს, ასე უნდა მოიქცეთო. ოჯახიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. არ იცოდნენ, რა გაკეთებინათ. ამასთანავე ითხოვდნენ კიდეც თანხას. გარდა იმისა, რომ არ უხდიდნენ მომსახურების ანაზღაურებას, იმაზეც იყო საუბარი, რომ აქეთ თანხა მიეცათ. მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო““ - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

რაც შეეხება გუშინდე ფაქტს:

,,ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიდიოდა ატენისკენ, იქ სიმამრთან უნდა წასულიყო და, როგორც ყვებიან, ნადირობას აპირებდნენ. გაფორმებული იარაღიც ამიტომ ჰქონდა მანქანაში. სწორედ ამ დროს შესაღები მანქანით მიადგნენ და მოსთხოვეს შეღებვა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ მანქანა არ შეიღებებოდა და განაგრძო გზა ატენისკენ. გაეკიდნენ მანქანით და წინ გადაუდგნენ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადმოიღო ეს იარაღი იმ მიზნით, რომ არ მიკარებოდნენ. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ეს მოქმედება თავდაცვის მიზანი იყო. ამბობს, რომ გაუვარდა იარაღი, მხოლოდ სურდა,რომ თავი დაენებებინათ და არ მიკარებოდნენ.““ - აღნიშნავს ნოდარ ცინცაძე.

მომხდარ ფაქტზე ბრალდებულის სასამართლო, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება, ხვალ გაიმართება.

შეგახსნენებთ, შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.