Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი განცხადება
„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი • Civic Education Teachers Forum ერთობლივი განცხადება:

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ და “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის” წევრები ვეხმიანებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სამოქალაქო განათლების ლექტორები და მასწავლებლები ვთვლით, რომ მსგავსი ინიციატივა შეუთავსებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან, მისი მიღება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და ხელს შეუშლის სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს არა რომელიმე ერთი სახელმწიფოს, არამედ კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს. Საქართველო, რომელიც პროგრესული კაცობრიობის ნაწილია, გვერდს ვერ აუვლის ამ ფუნდამენტური მონაპოვრის მიღებასა და აღიარებას. ამ ღირებულებების დამკვიდრებისთვის ბრძოლის გზა ზოგიერთმა სახელმწიფომ ბევრად უფრო ადრე გაიარა და ფასდაუდებელია მათი ძალისხმევა დაეხმარონ ახალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებს არსებული გამოწვევების დაძლევაში. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ქვეყანას უაღრესად უჭირდა, სწორედ დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა და ინფრასტრუქტურული პროექტი, მოხდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განმტკიცება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ისეთი საქმიანობები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიის გამყარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კორუფციასთან ბრძოლას, არჩევნებზე დაკვირვებას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ა.შ. - ჩაითვლება არა ქართულ, არამედ უცხოური გავლენის საქმიანობად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მსგავსი საქმიანობების დაფინანსება განვითარებული სამყაროს დახმარებით ხდება. ყველა ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ პირს მოუწევს გენერალურ პროკურატურაში რეგისტრაციის გავლა, იმ ორგანოში, რომლის ფუნქციაც კრიმინალთან ბრძოლაა და მიენიჭება უცხოელი ძალის აგენტის სახელი. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ღირსების შემლახველ მოპყრობას, რადგანაც ყველა ზემოთჩამოთვლილი საქმიანობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, შეუძლებელია მას დაერქვას უცხოური გავლენის საქმიანობა და ასოცირდეს კრიმინალთან.

ჩვენი ორგანიზაციების მაგალითზე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლების განმავლობაში სწორედ განვითარებული სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით შევძელით საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში და სკოლაში სამოქალაქო განათლების კურსის დანერგვა, არაერთი სახელმძღვანელოს და პუბლიკაციის შექმნა, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება, ათასობით სტუდენტს და მოსწავლეს მივეცით შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის უფლებების მნიშვნელობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, აქტიური მოქალაქის როლი და სხვადასხვა აქტივობებით საკუთარი წვლილი შეეტანა არაერთი საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დონის საქმეს და არ მივიჩნევთ თავს უცხოური ძალის აგენტებად.

ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, გაეცნოს ჩვენს წინადადებას და უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგანაც მისი მიღებით საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.