Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
საქართველოს მარნები რუსული კანონის წინააღმდეგ
ჩვენ, საქართველოს მარნების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უკიდურესად დააზიანებს საქართველოში ღვინის სექტორს - მევენახეებს, ღვინის მწარმოებლებს, არასამეწარმეო ორგანიზაციებს, მათ შორის, ასოციაციებს, მეღვინეთა ასოციაციებსა და გილდიებს, რომლებიც ადვოკატირებენ დარგში მოქმედი სუბიექტების, განსაკუთრებით, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინტერესებს, და/ან უზრუნველყოფენ მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

მოგახსენებთ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა საერთაშორისო მისიები და პროგრამები საქართველოში, ათწლეულების მანძილზე უძღვებოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების არაერთ მასშტაბურ, გარდამტეხ პროექტს და ერთგულად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

სწორედ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით დაარსდა საქართველოში ღვინის საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია, შეიქმნა საქართველოს ვენახების კადასტრი, განხორციელდა მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები (WSET), ჩატარდა ქართული თიხის სრულყოფილი, მეცნიერული კვლევა და დადგინდა ქვევრის შესაბამისობა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებით. რუსეთის მიერ ქართული ღვინის ემბარგოს პერიოდში მათი უდიდესი ძალისხმევით, საერთაშორისო მედიასთან და იმპორტიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გახდა შესაძლებელი დიდი მეღვინეობების ახალ ბაზრებზე წვდომა, მათ შორის, ისეთ დიდ და მიმზიდველ ბაზარზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.

საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, არაკომერციულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, გაძლიერდა, ან დაარსდა არაერთი მიკრო, მცირე და საშუალო მეღვინეობა. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში შესაძლებელი გახდა მათი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ტექნიკური აღჭურვა, მევენახეებისა და მეღვინეების ახალი, სამეურნეო ცოდნით უზრუნველყოფა, მათი პოპულარიზაცია, მათი ღვინის ექსპორტის მხარდაჭერა, წვდომა ღვინის მოხმარების თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, იაპონია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დანია და სხვ.

ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად დღეს ქართული ღვინოები ღვინის სამშობლოს წარადგენს საერთაშორისო გამოფენებზე და წარმოდგენილია მსოფლიოს უმაღლესი რეიტინგის რესტორნების ღვინის ბარათებში. ამ უდიდესი ძალისხმევის შედეგად გაიცნო მსოფლიომ ქართული ვაზის იშვიათი, ენდემური ჯიშები, ღვინის ადგილობრივი ტრადიციები, საქართველოს მევენახეობის საუკეთესო ზონები და ტერუარები. ბოლო წლებში, ამგვარი წარმატებული მაგალითებით შთაგონებული არაერთი მეურნე დაუბრუნდა სოფელს და მამა-პაპათა ტრადიციულ საქმეს სამეწარმეო ღირებულება შესძინა.

საქართველო ღვინის სამშობლოდ მსოფლიომ აღიარა, სწორედ, ჩვენი უცხოელი მეგობრების - ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ადგილობრივ მეცნიერებთან თანამშრომლობით წარმართული საერთაშორისო კვლევების, მეორე მხრივ კი - გავლენიანი მედიების (BBC, NY Times, CNN, Forbes და მრავალი სხვა) მხარდაჭერით. შესაბამისად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი უცხოური ორგანიზაციების დახმარებით, სახელმწიფო და არასამეწარმეო სუბიექტების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ქართული ღვინის ახალი, ავთენტური, საბჭოთა კლიშეებისგან თავისუფალი ხატის დაბადება. მათივე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი რუსეთის არასტაბილური, პოლიტიზებული ბაზრის მიღმა, დამოუკიდებელი გზების გაკვალვა ჩვენი ბუნებრივი, ისტორიული და ცივილიზაციური გარემოსკენ, რომელთანაც ღვინის დიდი ტრადიციები გვაკავშირებს.

მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში:

1) ყურძნისა და ღვინის, აგრეთვე, ვაზის ნერგების მიკრო, მცირე და საშუალო მწარმოებლები დაკარგავენ საერთაშორისო დონორებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისგან ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ, ტექნიკურ, საგანმანათლებლო დახმარებაზე წვდომის შესაძლებლობას;

2) ღვინის სექტორში მოქმედი, დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციები, კომუნები, გილდიები დაკარგავენ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო დაფინანსება და განკარგონ ეს ფინანსები დარგისა და დარგში მოქმედი მეწარმეების საჭიროებების შესაბამისად - კვლევითი თუ საგანმანათლებლო მიზნებით, მეწარმეების ინტერესების ადვოკატირებისთვის, ღვინის ფესტივალებისა თუ გამოფენებისთვის;

ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპების საწინააღმდეგო კანონის მიღება შექმნის რისკებს, რომ ევროპულ ბაზარზე რეპუტაციული ზიანი მიადგეს ქართულ ღვინოს და, ზოგადად, ქართულ პროდუქციას. ეჭვქვეშ დადგეს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა; ღვინის სექტორში დასუსტდეს და გაქრეს სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე, უმეტესად, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერით სულდგმულობენ; შეწყდეს ღვინის მცირე და საშუალო ბიზნესის შეუქცევადი, წარმატებული განვითარება საქართველოში და უამრავი მარანი ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგეს.

პარლამენტის თითოეული წევრი, განსაკუთრებით კი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები და წევრები, კარგად უნდა აცნობიერებდეთ ამ შესაძლო რისკებს და მკვეთრად, ქმედითად, წინ აღუდგეთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კანონის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიურად და სათითაოდ იქნებით პასუხისმგებლები პროცესების შემდგომ, სავალალო განვითარებაზე.

ხელმოსაწერად გადადით ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScBvw-2lXZdZGNv1gGBpJgizGu98ZQqodrD66RKf936Jhpwcg/viewform?usp=sf_link

ხელმომწერები

საოჯახო მარანი ოდა - ქეთო ნინიძე

მშვენიერაძეების მარანი - გიორგი მშვენიერაძე

მარტვილის მარანი - ზაზა გაგუა

მენაბდის მარანი - ვახუშტი მენაბდე

ვაჟა გეთიაშვილის მარანი - რეზო გეთიაშვილი

იაგოს ღვინო - იაგო ბიტარიშვილი

ღვინის ოსტატები - ანდრო ბარნოვი

ფაფრის ველი - ნუკრი ქურდაძე

Latibashvili's Wine - ნოდარ ლატიბაშვილი

ციხელიშვილის მარანი - ალექსი ციხელიშვილი

ართანული ღვინო - კახა ბერიშვილი

ოქროღვინო - ჯონი ოქრუაშვილი

ხოხბის ცრემლები - ჯონ ვურდემანი

ნიკოლაძეების მარანი - რამაზ ნიკოლაძე

Aleko Sardanashvili's Marani - ალეკო სარდანაშვილი

არჩილ გუნიავას მარანი - არჩილ გუნიავა

ანემო - ანა გოდაბრელიძე

მარანი „კალამი“ - მალხაზ ხარბედია

გოგიტა მაკარიძის მარანი - გოგიტა მაკარიძე

საოჯახო მეღვინეობა გებრალე - ვაჟა კასრელიშვილი

ფანცულაიების საოჯახო მარანი - მურმან ფანცულაია

მარანი ენკენი - ლაშა გურული

ვაჩეიშვილის მარანი - ნიკა ვაჩეიშვილი

ღვინტესტი - ვანო შიუკაშვილი

მადამვაინი - მანანა ახვლედიანი

ფრეიას მარანი - ენეკ პეტერსონი

TDWinery - თენგიზ დვალიშვილი

ჭორტაულის ვენახები - ალეკო ცქიტიშვილი

კორტავების მარანი, თამუნას ღვინო - თამარ ბიძინაშვილი

GOGO Wine, ქეთევან ბერიშვილი

სამთავისის მარანი - მამუკა კიკვაძე

ნები - ბექა ასლანიშვილი;

ჭონას მარანი - მიხეილ ჭონიშვილი

მარანი ველინო - ბექა ჯიმშელაძე

ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი, ვანო მოსემღვდლიშვილი

ნიკალას მარანი - ზურაბ მღვდლიაშვილი

მეღვინეობა თილისმა - ქეთი ჰუბერტი

ვარიანის მარანი - ივანე სტეფანაშვილი

ღვინო ხვთისია - ზურაბ ხვთისიაშვილი

ჩიტოს ღვინო - ნინო ჩიტოშვილი

რობის მარანი - რობი ზირაქაშვილი

მეღვინეობა მალატი - თამარ გერლიანი

მარანი ჩუბინი - თორნიკე ჩუბინიძე

პატარიძის რაჭული - შორენა პატარიძე

მარანი კლაკნი - ვლადიმერ ნაჭყებია

თეთრი თუთა - ნათია ჩეკურიშვილი

ლაფაურის ღვინო - დათა ლაფაური

არბოს მარანი - შიო მაისურაძე

თედოს მარანი - თედო გზირიშვილი

მათიაშვილის მარანი - მერაბ მათიაშვილი

ბუას მარანი - სანდრო ბუაძე

ნათენაძის მარანი - გიორგი ნათენაძე

ბიბინეიშვილების ღვინო - გიორგი ბიბინეიშვილი

მავინო - მარინა კურტანიძე

მამისეული მარანი - თამარ მოსიაშვილი

ნადელები - გურამ მაისურაძე

ღვინია - შალვა ალელიშვილი

ქამოს მარანი - ლევან ქამუშაძე

როჭოს ვენახები - თამარ ბოჭორიძე

ბროლაძეების მარანი - ზაზა ბროლაძე

Asatiani's Marani - ზვიად ასათიანი

Mandzulas marani - სალომე მანძულაშვილი

ბოლნური ღვინო - ვახტანგ ჩაგელიშვილი

მირანდას ღვინო - მირანდა ჩხეტიანი

ფერი ვაინს - რევაზ ცეცხლაძე

მარანი სილოვანი - ლაშა სხვიტარიძე

ორთა - თამარ ხვედელიძე

კაპიტოს მარანი - ბესიკ ქარაბაკი

დედას ღვინო - მარიეტა კაკიაშვილი, თეიმურაზ რუაძე

კომლი - ლია მეგრელაძე

ახმეტის ღვინის სახლი - ანა იმედაშვილი

ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობა - ერეკლე ლოლაძე

ავალიშვილის მარანი - შმაგი ავალიშვილი

Batsashvilis Wine Gallery - ილია ბაწაშვილი

მეღვინეობა ჯორჯინო - გიორგი მეშველიანი

ქვევრისეული - გიორგი მხატვრიშვილი

ილიას მარანი - ილია მალაყმაძე

ბუნებური - ალეკო ჯახუა

Tiko Estate

Spring Fields

კარდანახის მამული

გიორგის და ირაკლის მარანი

ღვინის მწარმოებელი - მიხეილ დოლიძე

ღვინის კლუბი - ნათია გაჩეჩილაძე

ღვინის გიდი - ლელა ჯოჯუა
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.