Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის მერიას მოსწავლეთა ტრანსპორტირების სისტემის გადახედვას ურჩევენ
გორის მერია ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარმილიონ ლარს ხარჯავს იმისათვის, რომ მოსწავლეთა ტრანსპორტირება უზრუნველყოს. ამისათვის, ტენდერში მუდმივად გამარჯვებულია ერთი კომპანია. 

გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ყურადღება მიაქცია იმ გაემოებას, თუ რატომ არ მონაწილეობს სხვა სამგზავრო კომპანიები გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

კომპანია ,,აქტივ გრუპში' აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი მერიის მიერ დაწესებული ნორმაა, კერძოდ, კომპანიამ განაცხადში უნდა შეავსოს მხოლოდ სამარშრუტო კილომეტრის ფასი და გზების რაოდენობა.

გორის მერია 1 კმ-ის გზის გავლაში იხდის 3 ლარს. კომპანია ,,აქტივ გრუპს'' მიაჩნია, რომ ეს უსამართლოა, რადგან ზოგჯერ ამდენი თანხა არაა საჭირო, ზოგჯერ კი სავარაუდოდ უფრო მეტიც.

,,ეს 1 გზის ფასი მთელი მომსახურების პერიოდში არის უცვლელი, რადგან 1 სამარშუტო გზის კილომეტრი არ იცვლება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე 1 სამარშუტო გზის ფასი არასდროს არ მოდის შესაბამისობაში მის ხარჯვით ნაწილთან. რადგან საქმე გვაქვს სატრანსპორტო მომსახურებასთან, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი სად ხორციელდება მომსახურება: მთაში, ბარში, ასველტირებულ გზის საფარზე, გრუნტიან გზაზე და ა.შ'' - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათი აზრით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა სახის სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მომსახურებას ამა თუ იმ მარშუტზე: ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მინივენი, მაღალი გამავლობის თუ მსუბუქი ავტომანქანა.

,,ამის განსაზღვრა შემსყიდველის მხრიდან 1 კმ ფასის დეფინიცირება გზების, მარშუტების და სატრანსპორტო საშულებების მიხედვით, შეუძლებელია და არც არის ვალდებული. მოსწავლეთა ტრანსპორტირების განხორციელების პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა მოსწავლეთა მობილობა, შესაბამისად ხშირად ან ახალი მიმართულების დამატება საჭირო ან არსებულ მიმართულებაში ცვლილების შეტანა, რათა დაკმაყოფილდეს მოსწავლეთა საჭიროება.'' - აღნიშნავენ კომპანიაში.

თუ ახალი მიმართულება არის 3 კმ, შესბამისად ასანაზღაურებელი თანხა შემსყიდველის მხრიდან იქნება 3*4,5*2=27 ლარი.

,,ასეთი მარშუტის ხარჯვითი ნაწილი იქნება ყოველდღიურად დაახლოებით 50 ლარი და ზემოთ. აქედან გამომდინარე მიმწოდებელი თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე არ აფორმებს შეთანხმებას და მოსწავლეები 1 წლის განმავლობაში რჩებიან სატრანსპორტო მომსახურების გარეშე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოცემული პირობების მიხედვით, 1 სამარშუტო გზის ფასს განსაზღვრავს გამომცხადებელი და რადგან სამარშუტო გზის დაფინანსება არაპროპორციულია ხარჯვით ნაწილთან, მიმწოდებელი იძულებულია თავად გადაანაწილოს და დააკომპენსიროს მიმართულებები ერთმანეთში. მაგრამ პრობლემა იწყება მაშინ, თუ რომელიმე მიმართულება მიმწოდებლისგან დამოუკიდებლად ან საერთოდ უქმდება. ან დროებით ჩერდება, გადადიან დისტანციურ სწავლებაზე ან სხვა შენობაში; ან გარკვეული პერიოდი იყო საჭიროება და მომსახურების განხორციელების გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ არის საჭირო; ან სკოლის შენობის რეაბილიტაციის გამო იყვნენ სხვა სკოლის შენობაში და დაუბრუნდნენ საკუთარ სკოლას.'' - აღნიშნავენ კომპანიაში.

,,აქტივ გრუპი'' ითხოვს, რომ გორის მერიამ შეცვალოს პირობები.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.