Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
გორის ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
დღეს, 21 მარტს, გორის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს მიიღო.

როგორც ალექსი მარიამიძის ინტერესების დამცველმა გვაცნობა, უკანონოდ ჩაითვალა გორის სასამართლოს მოსამართლის დავით მაკარიძის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ალექსი მარიამიძეს 2022 წლის ოქტომბერში პატიმრობა შეუფარდეს.

ალექსი მარიამიძის კანონიერ ინტერესებს  იცავს ყოფილი პროკურორი და მოსამართლე, ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი:

,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, დაასრულა ალექსი მარიამიძის სააპელაციო საჩივრის განხილვა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მესამე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტით დადგენილ გამამატყუნებელ განაჩენზე. სააპელაციო ინსტანციის მოსამართლე შოთა კერატაშვილმა უკანონოდ მიიჩნია აპელანტის მიმართ შერაცხული მსჯავრი, გააუქმა გასაჩივრებული განაჩენი და ალექსი მარიამიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა.'' - აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, ალექსი მარიამიძე დააკავეს ხილის უხილის უნებართვო კრეფისთვის არასრულწლოვნის დასჯის ბრალდებით. არასრულწლოვანს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იცავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დადასტურდა ბავშვების მიმართ ღირსების შემლახავი არაადამიანურ მოპყრობა.

გაგრძელება:

მოზარდის ინტერესებს ადვოკატი ანა თავხელიძე იცავს. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ აპელაციამ პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილება შეიტანა და ბავშვის დამამცირებელი მოპყრობიდან გადააკვალიფიცირა ბავშვის მიმართ ძალადობაზე, ხოლო სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა და რადგან აღიარა ბავშვისთვის სახეში დარტყმა და ფეხის ამორტყმა, სასჯელი პირობითად ჩაუთვალა და ამიტომ გაათავისუფლა.

,,პირველი ინსტანციის სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დღეს სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა ამ საქმეზე. მოძალადემ ნაწილობრივ აღიარა, დაადასტურა რომ ბავშვს ხელი დაარტყა და ფეხიც ამოარტყა. მაგრამ იმიტომ მოვიქეცი ასე რომ შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ეს ახსნა მიიღო დამაჯერებელ არგუმენტად და ბავშვებს უთხრა, რომ თუ მათ სცემენ, წიხლს ამოარტყამენ, აგინებენ და გაშიშვლებულს ქუჩაში გამოაგდებენ, ამის გამო 1 დღესაც კი არ გაატარებს ციხეში მოძალადე. რადგან დღეს ამის ჩამდენი სხდომის დარბაზიდან გამოუშვა, პირობითით. ამ საქმეში ჩართვის დღიდან ვაპელირებდით, რომ მოძალადე იყენებდა თავის გალვენასა და სტატუსს. მისი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც დღეს გამოაცხადა აპელაციამ.'' - წერს ანა თავხელიძე.

ნაირა გიგიტაშვილი: (ალექსი მარიამიძის ადვოკატი)

,,ქალბატონო ანა კმარა. საკმარისია. ნუ შეგყავთ შეცდომაში საქმის არმცოდნე საზოგადოება და ავტორიტეტს ნუ ულახავთ საქვეყნოდ ცნობილ და დაფასებულ ადამიანს. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ალექსი მარიამიძე უკანონო პატიმარი იყო. რომ გამოუძიებელ საქმეზე რომელშიც არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა, დადგა ალ მარიამიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. მადლობა ღმერთს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი აღმოჩნდა თავისი მოწოდების სიმაღლეზე და მიუხედავად ბავშვის თემით გაუგონარი მანიპულირებისა, მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. მე, ყოფილი პროკურორი და მოსამართლე ვინც ათეული წლების განმავლობაში ვახორციელებდი მართლმსაჯულებას, ქედს ვიხრი მოსამართლე გიორგი კერატიშვილის პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის წინაშე. მან აღადგინა სამართლიანობა.

ალექსი მარიამიძეს მთელი საზოგადოება უნდა უმადლოდეს რომ ბავშვი ორსართულიან სახლზე მაღალი ხიდან გადავარდნას და უცილობელ უბედურებას გადაარჩინა და ამით ნამდვილად დაიცვა მისი ყველაზე საუკეთესო ინტერესი, - სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს საქმის ფაქტობრივი გარემოებაა, რასაც ვერ უარყოფთ.

თქვენ კი ქალბატონო ანა, იმის ნაცვლად რომ ბავშვის ინტერესი დაგეცვათ, პირიქით მის საზიანოდ იმოქმედეთ, როდესაც რეაგირება არ მოახდინეთ საქმეში არსებულ უტყუარ, სანოტარო წესით დამოწმებულ ინფორმაციაზე ბავშვზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგსაც კი დაუმალეს ეს ინფორმაცია.

არ დაინტერესდით დღესაც ხომ არ გრძელდება ოჯახური ძალადობა ბავშვის მიმართ და თუ მართლაც აღენიშნება ბავშვს ფსიქიკური პრობლემები, ხომ არ არის გამოწვეული ოჯახური ძალადობით.

მერწმუნეთ ამ ინფორმაციის მიჩქმალვით დაზიანდა როგორც ბავშვის, ისე ალ. მარიამიძის და რაც ყველაზე მთავარია - მართლმსაჯულების ინტერესები. თქვენ იმასაც კი შეუშალეთ ხელი რომ საქმეზე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, დასკვნა უარყოფითი იქნებოდა და ამით საფუძველი გამოეცლებოდა 144 ტერცია მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას. გორის სასამართლო დაეყრდნო თქვენი განცხადების საფუძველზე შედგენილ ფსოქოლოგის ცნობას, რომელშიც უამრავი უზუსტობაა.

მე ძალიან ვწუხვარ რომ ალ. მარიამიძემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა. მე ამის განსჯაში ვერ შევალ. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეგეხებათ თქვენ, თუ ნამდვილად ადამიანის უფლებადამცველი ბრძანდებით, უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება არანაირად არ უნდა შედიოდეს თქვენს ინტერესში რა მოტივიც არ უნდა ედოს მას საფუძვლად. კარგი იქნება ამ შეცდომებს თუ გაითვალისწინებთ მომავალ საქმიანობაში. ადამიანების ბედთან თამაში დაუშვებელია.'

ქალბატონ ანა თავხელიძის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქმეში ალ. მარიამიძის ბრალის დამადასტურებელი ეჭვის გამომრიცხველი ერთი მტკიცებულებაც არ მოიპოვება. საქმე სავსეა დაზარალებული ბავშვის დედის მიერ განხორციელებული სიმულაციური ქმედებებით, როდესაც 12 წლის ჯან-ღონით სავსე ბიჭი, რომელიც თავისუფლად მოძრაობდა და არც არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხელში აყვანილი, რაღაცაში გახვეული მიჰყავს სასწრაფოს ექიმთან; მის მიერ ოპერატორ 112- ზე გაკეთებული ცრუ შეტყობინების გასამყარებლად რომ თითქოს ალ. მარიამიძემ ალუჩის მოპარვის გამო ბავშვი გააშიშვლა, სახლში გამოკეტა და კეტით ცემა. ისე ძლიერ იყო ნაცემი რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა; ამიტომ მივიდა ალ მარიამიძის სახლთან პოლიციის 4 ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ინფორმაცია ტყუილი გამოდგა. ამის შემდეგ შეთხზეს ბავშვზე ძალადობის ვერსია, რაც არანაირად არ დადასტურდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იმ მიდამოში, რაზეც დაზ მხარე აპელირებს (ტუჩზე, ცხვირზე ლოყაზე საჯდომზე ბავშვს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

ალ მარიამიძეს მართლაც რომ დაერტყა 2-3 ჯერ ცხვირპირის და სახის არეში, ან უკანალში ძლიერ ამოერტყა ფეხი, თუ სახე არ დაუშავდებოდა, რაიმე დაზიანების კვალი ხომ მაინც დარჩებოდა. ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ რა აზრი აქვს " ხედავენ, მაგრამ არ უნდათ დანახვა, ესმით, მაგრამ არ უნდათ მოსმენა". დიდი ანალიტიკური აზროვნება და იურისტობა არ ჭირდება. საქმის ობიექტური შემფასებელი ადვილად მიხვდება, რომ ცრუ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. კიდევ მადლობას ვუხდით ღმერთს რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანობა აღადგინა და ალ მარიამიძე გაათავისუფლა უკანონო პატიმრობიდან.' - ციტატის დასასრული.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.