Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ალექსი მარიამიძის გათავისუფლების საქმეზე მოზარდის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
გორის ყოფილი მოსამართლის ალექსი მარიამიძის გათავისუფლების საქმეზე
დაზარალებული მოზარდის ინტერესების დამცველი ანა თავხელიძე
ეხმაურება.
ანა თავხელიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება შეიტანა და ბავშვის დამამცირებელი მოპყრობიდან გადააკვალიფიცირა ბავშვის მიმართ ძალადობაზე, ხოლო განუსაზღვრა პირობითი სასჯელი:
,,რადგან აღიარა ბავშვისთვის სახეში დარტყმა და ფეხის ამორტყმა, სასჯელი პირობითად ჩაუთვალა და ამიტომ გაათავისუფლა სასამართლომ'' - აღნიშნავს ადვოკატი.
საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებაც კი გამოაქვეყნა:
,,პირველი ინსტანციის სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დღეს სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა ამ საქმეზე. ნაწილობრივ აღიარა, დაადასტურა რომ ბავშვს ხელი დაარტყა და ფეხიც ამოარტყა. მაგრამ იმიტომ მოვიქეცი ასე, რომ შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ეს ახსნა მიიღო დამაჯერებელ არგუმენტად და ბავშვებს უთხრა, რომ თუ მათ სცემენ, წიხლს ამოარტყამენ, აგინებენ და გაშიშვლებულს ქუჩაში გამოაგდებენ, ამის გამო 1 დღესაც კი არ გაატარებს ციხეში მოძალადე. რადგან დღეს ამის ჩამდენი სხდომის დარბაზიდან გამოუშვა, პირობითით. ამ საქმეში ჩართვის დღიდან ვაპელირებდით, რომ მოძალადე იყენებდა თავის გალვენასა და სტატუსს. მისი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც დღეს გამოაცხადა აპელაციამ.'' - წერს ანა თავხელიძე.
გაგრძელება:
მოზარდის ადვოკატის განცხადებას ალექსი მარიამიძე გამოეხმაურა:
,,ქალბატონი ანა თავხელიძე აპელირებს, თითქოს ჩემი გალვენისა და სტატუსის. გამო , ჩემი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული და მისი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც 21 მარტს გამოაცხადა აპელაციამ.'' - (სტილი დაცულია) საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში, მოწმის სტატუსით, ჩემი მეუღლე ორჯერ ( 24.05.2021 და16.07.2021 ) გამოიკითხა.
ქალბატონი ანა, პირველი გამოკითხვის შემდეგ, ბავშვის ინტერესებს უკვე წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები მორიგი პროვოკაციის გზას დაადგნენ და ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით ბავშვზე განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში მხილებულმა მამამ, მოცემული საქმის გამოძიების პროცესში, იმ მოლოდინით რომ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარს ეტყოდა (რისი კანონიერი უფლებაც მას არ ჰქონდა) და შესაბამისად, კიდევ ახალი საჩივრის საფუძველი გაუჩნდებოდა, ანა თავხელიძის და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის იურისტებისთვის უფლებამოსილების მინიჭების აქტის (რწმუნებულების) დასამოწმებლად მაინცდამაინც ჩემი მეუღლის მომსახურებით ისარგებლა.... (დასკვნების გამოტანა ობიექტური მკითხველისთვის მიმინდია) ქალბატონმა ანამ შესანიშნავად იცის, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის მისიაა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, მათ შორის ბავშვების, წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რაც სამართალწარმოების გზით და სასამართლოში წარმომადგენლობით მიიღწევა. ე. ი. რა გამოდის? წარმომადგენლობითი უფლებამოსილება თავის დაცვის ქვეშ მყოფ ბავშვზე ძალადობაში მხილებულ მამას გაუფორმა?'' - განაცხადა ალექსი მარიამიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 21 მარტს, გორის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალექსი მარიამიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ალექსი მარიამიძის ინტერესების დამცველმა გვაცნობა, უკანონოდ ჩაითვალა გორის სასამართლოს მოსამართლის დავით მაკარიძის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ალექსი მარიამიძეს 2022 წლის ოქტომბერში პატიმრობა შეუფარდეს.
ალექსი მარიამიძის კანონიერ ინტერესებს იცავს ყოფილი პროკურორი და მოსამართლე, ადვოკატი ნაირა გიგიტაშვილი: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, დაასრულა ალექსი მარიამიძის სააპელაციო საჩივრის განხილვა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძის მიერ 2022 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 144 პრიმა მესამე მუხლის მეორე ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტით დადგენილ გამამატყუნებელ განაჩენზე. სააპელაციო ინსტანციის მოსამართლე შოთა კერატაშვილმა უკანონოდ მიიჩნია აპელანტის მიმართ შერაცხული მსჯავრი, გააუქმა გასაჩივრებული განაჩენი და ალექსი მარიამიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა.'' - აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |