Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ქარელში სავალუტო პუნქტის მეპატრონე დააჯარიმეს, რომელსაც ედავებიან, რომ სანქციადადებულ პირების გამოვლენას არ ახდენდა
ქარელში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონე 13 000 ლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ სავაჭრო დაწესებულება ვერ ახდენდა სანქციადასკირებულ პირთა გამოვლენას.

ჯიხურის მეპატრონემ ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით ხაშურის სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება, რადგან მოპასუხე მხარე ეროვნულია ბანკია, რომლის პრეზიდენტის ბრძანებითაც დააჯარიმეს სავალუტო პუნქტის მეპატრონე.

დაჯარიმების აქტის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი, პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებდა; ვერ უზრუნველყოფდა საეჭვო და უჩვეულოდ დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას და პირების გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.

ჯარიმის შესახებ განკარგულება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2022 წლის 31 ოქტომბერს გამოსცა. ინდმეწარმემ ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით, ჯერ ეროვნულ ბანკს 2022 წლის 21 ნოემბერს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად, დავა სასამართლოში მიდის.

ასევე, აქტში აღნიშნულია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემუშავებული არა აქვს შიდა ინსტრუქცია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, ქარელში მოქმედ ვალუტის გადამცვლელი პუნქტში დაჯარიმდა 13 000 ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება ინდმეწარმემ გაასაჩივრა ხაშურის სასამართლოში.

ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, საქმე სასარჩელო წესით განსახილველად გადაუგზავნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.