Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
არავინ იცის საიდან მოვიდა - ხაშურის ,,ივერიის'' გულშემატკივარი ლედი
"ლედის" ყველა იცნობს ხაშურში. ნუ, თუ ყველა არა, ნახევარი ქალაქი - ნამდვილად. "ლედი" გერმანული შავი ნაგაზის მეტისია, რომელიც ამ 2-3 წლის უკან გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში. არავინ იცის, საიდან მოვიდა, არც მისი "ბიოგრაფიაა" ცნობილი, თუმცა ის კი ყველამ იცის, რომ ესაა მსოფლიოში ალბათ, ერთადერთი ძაღლი, რომლისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია. უფრო დავკონკრეტდები: ფეხბურთი და ხაშურის "ივერია", აი, ასე - არც მეტი, არც ნაკლები!

ყველასთვის ამოუხსნელი ფენომენია, როგორ გებულობს მატჩის დღეს. და რომ გებულობს ფაქტია: თუ დანარჩენ დღეებში "ლედის" კონტურსაც ვერ დაინახავთ "ივერიის" სტადიონის მიმდებარედაც კი, მატჩის დღეს, დილის 9 საათიდან, "ლედი" უკვე სტადიონზეა. თვალებში აუხსნელი სიხარული უბრწყინავს და მოთმინებით უცდის თამაშის დაწყებას. მერე რა, რომ ასე ადრე მივიდა, მერე რა რომ თამაშამდე ამდენი დროა დარჩენილი. მანამდე ათასი საქმეა. ჯერ სტადიონის მომწესრიგებლებს უნდა დაეხმაროს - ან ხაზი იყოს გასავლები, ან ბადე მოსაწესრიგებელი. ყველას გვერდითაა - მიყვება და მოყვება. მერე ივერიელებიც გამოჩნდებიან - გასახდელამდე ხომ უნდა უკავალროს? აბა, რა! იცი, რომ მის გარდა ამ საქმეს არავინ გააკეთებს.

და, აი იწყება თამაში და იწყება "ლედის შოუც". ერთხელ გააფრთხილეს, რომ თამაშის დროს, მინდორზე შევარდნა უზნეობაა და იმის შემდეგ ამას აღარც კადრულობს. მოედანს შემოვლებული რკინის ბადეების მიღმა ტერიოტორიაა მისი არეალი. მთელი მეორე ტაიმი სადაც ბურთია, იმ მხარესაა "ლედიც", რა ენერგია აქვს ასეთი, მაგრამ "ივერიის" და ფეხბურთის სიყვარული აძლევს ამ ენერგიას. გოლის მომენტი კი მისი შოუს მწვერვალია - რამდენიმე მალაყის შემდეგ, ღობეზე შემოდებს თათებს და ხმამაღალი ყეფით ულოცავს გოლის გამტანს. თუ ჩვენს ფეხბურთელს უხეშად ეთამაშნენ, ეს კიდევ ცალკე სანახაობაა: გამწარებული აწყდება ცხაურს და პირდაპირ ყეფით ეუბნება დამნაშავეს, თუ ხელში ჩაგიგდე, ისე დაგკბენ, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებაო.

სიმართლე გითხრათ, სულო ცოდვილო და "ივერიის" მოქმედი გულშემატკივრები ისე შევეჩვიეთ "ლედის შოუებს", მის გარეშე რაღაც ხიბლი დააკლდება კიდეც თამაშს.

და ბოლოს, გულშემატკივრებმა ის რთული თეორემაც გაშიფრეს - როგორ გებულობს მატჩის დღეს და საათს "ლედი"? ეს ერთი ძველი გულშემატკივრისგან მოვისმინე და იუმორთან ერთად, შეიძლება სიმართლის მარცვალი ერიოს მის ნაამბობში: "ლედი" ქალაქში გამოკრულ "ივერიის" თამაშის ანონსის აფიშასთან იყო ჩაცუცქული და მთელი ათი წუთი მისჩერებოდა, მე მგონი, კითხულობდაო...

აი, ასე! თუ იაპონელებს ის ცნობილი "აჩი" ჰყავდათ, რომელიც რკინიგზის სადგურზე ათი თუ თორმეტი წელი ელოდა პატრონს, ჩვენ "ლედი" გვყავს, "ლედი", რომლისთვისაც ფეხბურთი სიცოცხლეზე მეტია.

გაზეთი - "ხაშურის მოამბე". ავტორი: გოგი გოგოლაძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.