Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,ჩვენს შორის არ არის დავა მიწის ფართობთან დაკავშირებით'' - კურორტი ,,მწერლები'' პასუხობს ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებას
კურორტ მწერლებსა და დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს შორის არ არის
დავა მიწის ფართობთან დაკავშირებით,არსებული ინფორმაცია არ
შეესაბამება სიმართლეს.
ამის შესახებ კურორტ ,,მწერლების'' საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა წერილობით გვაცნობა.
მისი განცხადებით, კურორტი მწერლები გახსნის დღიდან (2020 წლიდან ) მჭიდროდ თანამშრომლობს დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმის ადმინისტრაციასთან, უანგაროდ ზრუნავს სახლ–მუზეუმის განვითარებასა და პოპულარიზაციისთვის.
,,კურორტი მწერლები წარმოადგენს პირველ შთამბეჭდავ ინოვაციურ 5 ვარსკვლავიან პროექტს შიდა ქართლში,რომელმაც განაახლა ქვიშხეთის როგორც კურორტის სახელწოდება. სასტუმროს გახსნამ ხელი შეუწყო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში და შიდა ქართლში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.'' - აცხადებს ,,მწერლების'' წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის თამაზ ლაცაბიძის განცხადებით, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის მიწა მიიტაცეს. მიტაცებულია ვრცელი ტერიტორია:
,,მოშლილია საზღვარი ყიფიანის მამულსა და მეზობელს შორის, მუზეუმის მხრიდან კაპიტალურად ჩაუღობავთ რკინის ბადით, სამადლოდ, კარები კი დაუყოლებიათ, მაგრამ ბოქლომის დადება არ დავიწყნიათ და თუ მავანის ნება არ იქნება, გეკრძალება დიმიტრისეულ საკარმიდამოზე ჩასვლა... მიუხედავად ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, არაერთგზის გაფრთხილებისა, ახალი მეზობელი ნაკვეთში კვლავ გამალებულ სამუშაოებს აწარმოებს... ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიას ახალი მეზობელი მალე ,,დაითრევსო"... ნეტავი, ვინც ამას ამბობს, ისიც ხომ არ იცის, ახალ მეზობელს ზურგს ვინ უმაგრებს და აქეზებს, მიდი, ნუ გეშინია, ნაკვეთი რამდენიც გინდა მიიტაცე, და რაც გინდა გააკეთე, შემომდავებელი არავი იქნებაო...'' - აცხადებს თამაზ ლაცაბიძე.
ხაშურის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ მოდავე მხარე კურორტი ,,მწერლებია''
,,როგორი ამბავია, ,,მწერლები" იტაცებენ დიმიტრი ყიფიანის საკარმიდამო ნაკვეთს... დავიჯერო, ვერ აცნობიერებენ, რომ სხვისი ქონების ხელყოფა კანონით დაუშვებელია... მიტაცებულ ნაკვეთს, ალბათ, იურიდიული გაფორმებაღა აკლია, წამქეზებელიცა და მიმტაცებელიც გირსაც მოძებნიან, რომ კიდევ ერთხელ დაჰკრან თავში ქვეყნისათვის თავდადებულ რაინდს... იქნებ, ჰგონიათ, რომ დიმიტრი ყიფიანს პატრონი და გულშემატკივარი არა ჰყავს? თუ ასე ფიქრობენ, უნდა შევახსენო, რომ პატრონიცა და გულშემატკივარიც სრულიად საქართველოა, ქართველი ხალხია, რომელიც არ დაუშვებს წმინდა დიმიტრი ყიფიანის ხელმეორედ მკვლელობას. ხელები შორს სამშობლოსათვის წამებული წმინდა დიმიტრი ყიფიანის კარმიდამოსაგან! ქართველი საზოგადოებისგან ველით გამოხმაურებას, დავუბრუნოთ საკარმიდამო ნაკვეთი კანონიერ მფლობელს - ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს.'' - აღნიშნავს თამაზ ლაცაბიძე.
ლაცაბიძემ ეს განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის. 2019 წლის მონაცემებით, მიწის ფართობის საერთო რაოდენობა 17922.00 კვ.მ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კურორტ ,,მწერლებს'' ოფიციალურად ელექტრონულ ფოსტაზე მივწერთ და პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |