Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის პროკურორმა მოსამართლე დაარწმუნა, რომ კასპში დამნაშავემ სისხლიანი დანა ბალიშის ქვეშ შეინახა
4 წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც, პროკურორის განცხადებით, კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე
თანასოფლელი დანით დაჭრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, დანაშაულის ჩადენის დროს. პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.
დაჭრის ფაქტი ღამით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს და გადარჩა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანა ბრალდებულის საწოლიდან ამოიღო.
ადვოკატის განცხადებით, დასაკეცი დანა ბრალდებულის საწოლში პოლიციელებმა მიიტანეს და ბალიშის ქვეშ დადეს.
მათი განმარტებით, დანა იმიტომ დადეს საწოლზე, რომ ბრალდებულის ნიმუშები დანაზე ადვილად გადასულიყო. ,,შეუძლებელია, დანაშაულის შემდეგ, პირმა დანა საწოლში შეინახოს'' - აღნიშნეს ადვოკატებმა.
დანაზე აღმოჩნდა როგორც ბრალდებულის ნიმუშები, ასევე დაზარალებული მამაკაცის სისხლის კვალი. სასამართლომ არ დაიჯერა ადვოკატების მტკიცება და პროკურორის პოზიცია გაიზიარა.
პროკურორმა ოთარ დოხნაძემ პროცესზე მტკიცებულების სახით აუდიჩანაწერიც წარადგინა. აუდიოჩანაწერში დაჭრილი მამაკაცისა და ექთნის საუბარია ასახული.
დაზარალებული პროცესზე აცხადებდა, რომ არ იცის, ვინ დაჭრა. მისი თქმით, ის სასაფლაოს ტერიტორიაზე ორმა პიროვნებამ გაიყვანა. აქედან, ერთ-ერთ მათგას არ იცნობდა.
,,კონფლიქტს საკმაოდ სერიოზული ხასიათი ჰქონდა, რადგანაც გაგრძელდა სამი დღის განმავლობაში. დაზარალებულმა მიუთითა, რომ შესახვედრად წავიდა მოფარებულ ადგილზე, სადაც მეორე მხარეს ახლდა მისთვის უცხო პიროვნებაც, რა დროსაც მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.'' - აღნიშნა პროცესზე პროკურორმა.
ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ მამაკაცი დაჭრა სხვა პირმა, რომლის ვინაობა არ იციან არც დაკავებულმა და არც დაჭრილმა.
,,საფუძველს მოკლებულია ადვოკატის პოზიცია, რომ დაზარალებული დაჭრა უცხო პიროვნებამ, ვინაიდან დანაზე, გარდა დაზარალებულისა და მსჯავრდებულისა, სხვა პირის გენეტიკური პროფილი არ იკვეთება, ამასთან, დასახელებული უცხო პირის ამოცნობა არ შეუძლია თავად დაზარალებულს და ხსენებულ პირს არ იცნობს ასევე მსჯავრდებული, მაშინ როდესაც დაზარალებულის განმარტებით, ,,დამნაშავე" პირი, ბოლო კონფლიქტის დროს იმყოფებოდა მსჯავრდებულთან ერთად.'' - აღნიშნავს მოსამართე.
,,სასამართლო ასევე მხედევლობაში იღებს ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც დგინდება, რომ დაჭრილს პრეტენზია არ გააჩნია. მას საქმეზე არ სურს ჰქონდეს დაზარალებულის სტატუსი, კერძოდ: ფარული საგამოძიებო მოქმედების - "ფარული აუდიო ჩაწერის" შედეგად მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დაჭრილი საუბრობს სანიტართან, რომელიც ახსენებს ბრალდებულს; რომ ჩივილს არ აპირებს და დაზარალებულის სტატუსით სარგებლობა არ სურს. სანიტარი ეკითხება თუ "როგორ გაიმეტა", რომ "ბეწვზეა გადარჩენილი", "ეგ როგორ ქნა, როგორ მიეპარა", დაზიანების გამო მუცელი სულ სისხლით ჰქონდა სავსე...".
,,ამდენად, აღნიშნული ფარული ჩანაწერები, მოწმეებისა და დაზარალებულის დამოკიდებულება ცალსახად მიუთითებს, რომ დაზარალებული ცდილობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აარიდოს მსჯავრდებულს. გარდა ამისა, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოწმეები იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ და აღნიშნავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა ჩვენებებში ნამდვილად შესამჩნევია, რომ ისინი იმყოფებიან გარკვეული გავლენების ქვეშ, ცდილობენ მაქსიმალურად მწირი ინფორმაცია მიაწოდონ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს და ჩიხში შეიყვანონ მართლმსაჯულების განხორცილება.'' - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Æндæр æмæ æндæр
Ног хабæрттæ
Популярон ногдзинæдтæ
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |