Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
,,ყველა შვილი ამდენი ჯაფით დამიავადდა'' - მრავალშვილიანი დედა კომბინატის დასახლებაში
მარგარიტა რევაზიშვილი კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი ბინა საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე მდებარეობს.

ჰყავს ხუთი შვილი, ოთხი ვაჟი და ერთი ქალი. ყველა მათგანი ერთ ოთახში ცხოვრობს.

ეს ერთი ოთახი ,,გატიხრულია'' კარადებით. ახლა შვილი წამოიზარდნენ, თუმცა თითქმის ყველა მათგანს სხვადასხვა სახის დაავადებები აქვს.

,,ხუთი შვილი მყავს, უკვე დიდები არიან, მაგრამ მთელი ბავშვობა შრომაში გაატარეს. ამდენი ჯაფით დაავადდნენ. ერთს ხერხემალი აქვს დაზიანებული, მეორეს ფილტვები. ყველაზე პატარა ახლა ჯართის შესაგროვებლად არის წასული. იმასაც მძიმეების აწევა უწევს და მეოთხე ეხმარება. ამ ჯართიდანაც არაფერი შემოსავალი გვაქვს. მეც დიაბეტი მაქვს, გულით დაავადებული ვარ. ზოგჯერ პურიც კი არ გვაქვს სახლში' - ამბობს მარგატიდა რევაზიშვილი.



ჩვენს მისვლამდე ცდილობდა ოთახი და დერეფანი დაესუფთავებინა. ცდილობდა ბეტონის იატაკი სუფთად დაეხვედრებინა, მაგრამ ამ პატარა შრომამაც ძალიან იმოქმედა მასზე. გულით ავადმყოფისთვის მცირედი შრომაც ზედმეტად მოქმედებს.

მარგარიტა რევაზიშვილის თქმით, კომბინატის დასახლებაში, ბამბეულის კომბინატში მუშაობდა. თავდაპირველად ქირით ცხოვრობდა და როგორც მრავალშვილიან ოჯახს, საერთო საცხოვრებელში ერთი ოთახი მისცეს.

ამ ერთ ოთახში გაზარდა პატარა შვილები. შემდეგ მეორე ოთახიც შეიძინა, მაგრამ გაჭირვების გამო, წლების წინ გაყიდა. ახლა ყველა შვილი თითქმის 40 წელს მიღწეულია და ყველა ერთად ცხოვრობს:

,,მე მინდა, რომ ხელი შემიწყონ ბინის ამბავში. როგორც სოციალურად დაუცველს მინდა, რომ ერთი პატარა ოთახი მომცენ, ან ავაშენოთ და ჩვენი გაჭირვებული ყოფა შევიმსუბუქოთ. ძალიან ბევრს შრომობდნენ ჩემი შვილები, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. გაიუბედურეს ჯანმრთელობა. ვინც მუშაობს კი იმის შემოსავალი კვებაში და წამლებში არ გვყოფნის'' - ამბობს მარგალიტა რევაზიშვილი.



მისი ერთ-ერთი შვილი 42 წლისაა. ამბობს, რომ მთელი ბავშვობა მძიმე სამუშაოს ეწეოდა:

,,მაშინ თითქმის ყველანაირ სამუშაოს ვასრულდებდი. მძიმის აწევის დროს ხერხემალი დამიზიანდა და იმის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. ჩემს მეორე ძმასაც ფილტვები დაუზიანდა. ახლა როცა დახმარება გვჭირდება, არ გვეხმარებიან. გვინდა, რომ სახელმწიფო მცირედით მაინც დაგვეხმაროს, რომ ღამე ქუჩაში არ მეძინოს. ამ ერთ პატარა სახლში ვართ ამდენი ადამიანი. მე უკვე გარეთ მძინავს. ორი წლის წინ, ხრეში მოვიტანე, რომ ერთი პატარა ოთახი დამატებით ამეშენებინა, მაგრამ მარტო ხრეშით ვეღარ ვახერხებთ.'' - ამბობს მარგარიტას შვილი.

რევაზიშვილები ამბობენ, რომ მათ პრობლემის შესახებ ცნობილია კომბინატის დასახლებაშ მერის წარმომადგენლისთვის, რომელთანაც ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.