Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
TI: ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი
ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია.
ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
განცხადებაში ვკითხულობთ:
,,2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღეს კი ერთპარტიულად საქართველოს “პრეზიდენტად” მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.
როგორც ადრეც განვაცხადეთ, გაყალბებული არჩევნების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, კერძოდ:
1. სხდომა პრეზიდენტს არ მოუწვევია, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ მას გააჩნდა;
2. პარლამენტმა ცნო თავისი წევრების უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, რომ ამ წევრების არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული, რაც პარლამენტს ართმევდა იურიდიულ შესაძლებლობას ეცნო ახლადარჩეული წევრების უფლებამოსილება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია.
საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს საზოგადოება არ ცნობს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტს საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად. ცხადია, კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და იმოქმედოს საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია. ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი ზომების მიღებით:
✔️გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე;
✔️დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი, სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით და სამართალდამცავი უწყებების (სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შსს) პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით'' - ციტატის დასასრული.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |