Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Хәaжәкырa 2025 »»
п в с ч п с в
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ნიქოზის სიახლოვეს დაკავებულ პირებს საოკუპაციო რეჟიმმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის სიახლოვეს დაკავებულ 3 პირს - ალექსი მამულიას, ვანო ჯაფიაშვილს და ვლადიმერ მამარდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ განცხადება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსპიკერმა 30 დეკემბერს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ვლადიმერ მამარდაშვილს დეზერტირობის მუხლით წაუყენეს ბრალი, ხოლო მამულიას და ჯაფიაშვილის მიმართ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს საქმე.

მამულია და ჯაფიაშვილი, 23 დეკემბერს, მამარდაშვილთან ერთად, ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს და გაიტაცეს.

სოფელ ნიქოზში კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ნიქოზელების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს, ვლადიმერ მამარდაშვილს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, სურდა ნიქოზში პაპის წლისთავზე დასწრება. ამ მიზნით. ის ჩამოვიდა ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი იქიდან - ნიქოზში შესვლა..

ადგილობრივების ცნობითვე, გამყოფ ხაზთან მას მისი ნათესავები - ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი დახვდნენ. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია, ვანო ჯაფიაშვილი კი ადგილობრივი მკვიდრი.

არსებობს მეორე ვერსია, რომ ექიმი ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი აპირებდნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლას, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.

რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ვერსიას, პრესსპიკერის, ეკატერინე ბიაზროვას განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცმა ვლადიმერ მამარდაშვილმა თავი აარიდა სამხედრო სამსახურს და ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლას, რაშიც დახმარებას უწევდნენ, როგორც ცხინვალელი მოქალაქეები, ასევე ნიქოზელები. ნიქოზელები აცხადებდნენ, რომ მამარდაშვილი პაპის წლისთავზე დასასწრებად მიდიოდა და არანაირი შეხება ჰქონდა უკრაინა-რუსეთის ომისგან თავის არიდებას - ანუ დეზერტირობის მუხლი შეთითხნილი ბრალდებაა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.