Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Жәaбрaн 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
,,არც მკაცრი და არც ლმობიერი სასჯელი'' პირებს, რომლებმაც კასპში მოზარდს ჯერ სილა გააწნეს, შემდეგ თოხი გადაარტყეს
კასპში ორ ადამიანს მიუსაჯეს ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, რომლებმაც მოზარდს ჯერ სილა გააწნეს სახეში, შემდეგ კი მხარზე თოხის პირი გადაარტყეს.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, დღის საათებში მოხდა.

 

კონფლიქტის დროს დაშავდა როგორც მოზარდი, ასევე მისი მშობლები.

შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ ფაქტზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. ესენია ცემისა და სხეულზე ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლები.

გორის სასამართლომ ბრალდებულებს ცემის ნაწილში 3 - 3 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა, ხოლო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ნაწილში, შინაპატიმრობა 1 წლის ვადით მიუსაჯა. შინაპატიმრობა ითვალისწინებდა საღამოს 21 საათიდან დილის 8 საათამდე სახლში ყოფნას.

საქმის მასალებით ისიც ირკვევა, რომ ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ ყოფილან.

რა მოხდა?

დაზარალებულების ინტერესებს პროკურორი ოთარ დოხნაძე იცავდა. იგი სასამართლოს უმტკიცებდა, რომ სასჯელი მსუბუქია და უნდა გამოყენებულიყო უფრო მკაცრი ზომები.

მისი განმარტებით, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ქალაქიდან სოფელში მოზარდი, მშობლებთან ერთად, ჩავიდა.

სახლში მისულებმა ნახეს, რომ ეზოში, ხეივნის ქვეშ, ნაკელი იყო უნებართვოდ დაყრილი. მოზარდის მშობლებმა ნაკელი მოაგროვეს და ეზოს გარეთ გაიტანეს. მათ ნაცვლად დეკორატიული ხეების განთავსება დაიწყეს.

ცოტა ხანში, ეზოში გამოჩნდა მეზობლად მცხოვრები ნათესავი ქალი, შვილთან ერთად. ქალმა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო. მოზარდმა მას ურჩია, რომ კორექტულად ესაუბრა მისი მშობლების წინაზე. მეზობელმა მოზარდს სილა გააწნა.

ამის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პროკურორის ცნობით, მეზობლებმა ჯერ მოზარდს სცემეს, შემდეგ მამამისს, თანაც თოხით. დაზარალებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება კასპის პოლიციამ დაიწყო. დაელოდნენ ექსპერტიზის პასუხებს. ექსპერტიზის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტს, ასევე, მოზარდის მამას აღენიშნებოდა დაზიანებები თავის არეში.

მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მერაბ გაბინაშვილმა დაადგინეს, რომ გორის სასამართლოს 2023 წლის განაჩენი სამართლიანი იყო.

,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები" - ასკვნის მოსამართლეთა კოლეგია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.