Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Мшaҧымзa 2025 »»
п в с ч п с в
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
რატომ სცემეს ირაკლი მილაძე კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებმა
,,როდესაც კასპის საკრებულოს სხდომაზე მივედი, შესასვლელში შემხვდა აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი, პირველად მაშინ მომაყენა შეურაცხყოფა''

,,სხდომას პირდაპირ ეთერში ვიღებდი. იქ იყვნენ მისულები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ამ დროს, მიიტანეს საპირფარეშოს ქაღალდი და დაულაგეს კასპის მერს, იმის ნიშნად, რომ იგი ამ ქაღალდის ფუნქციას ასრულებდა.''

,,დაიძაბა სიტუაცია, მე შემაღლებულ ადგილზე, სკამზე დავდექი და ვიღებდი ვიდეოს და გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. მინდოდა, კასპის მოსახლეობას ენახა ის ცირკი, რაც იქ ხდებოდა. ამ დროს, ზურაბ ჩიტიშვილი შეურაცხყოფას აყენებდა ია ქვლივიძეს. მე დავუძახე - ,,ზურა, მონა!'' ბატონი ზურა წამოვიდა ჩემსკენ, ჩამომაგდო სკამიდან და დამარტყა. ცხვირი გამიტყდა და წამომივიდა სისხლი.''

,,მეორე დარტყმა არ ვიცი, ვისგან მივიღე. პოლიციაში რომ დამკითხეს, იქ მანახეს კადრები, სადაც ჩანს, რომ უკნიდან მარტყამდნენ, როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ყოფილა.''

მოსამართლის კითხვაზე, თანახმა ხართ თუ არა გავრცელდეს ამ შემთხვევაში ბრალდებულ პირებზე ამნისტია, თუკი მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ირაკლი მილაძემ უპასუხა:

,,ჩემი ცემიდან 3 წელი გავიდა. აღარც მახსოვდა ეს ამბავი. მე თანახმა ვარ, მით უმეტეს ერთ-ერთი ბრალდებული ასაკოვანი კაცი ყოფილა, გავრცელდეს მათზე ამნისტია, თუკი საჯაროდ ბოდიშს მოიხდიან და ასევე თუკი პროკურატურა მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს.'' - განაცხადა ირაკლი მილაძემ.

,,რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც ხელი მოგხვდათ'' - ჰკითხა პროკურორმა დაზარალებულ ირაკლი მილაძეს, რომელსაც კასპის საკრებულოს სხდომაზე ცხვირი გაუტეხეს.

,,მე მაინტერესებს, თქვენ რა გააკეთეთ? მით უმეტეს ეს ადამიანები ისევ მუშაობენ იმ თანამდებობაზე. არც კი დაგიკავებიათ. მზია ამაღლობელს თუ გამოუშვებენ, მე შემიძლია, რომ დათმობაზე წავიდე და ჩავთვლო, რომ ცხვირი გამიტყდა სკოლაში, თანატოლებთან ჩხუბის დროს''

,,სანამ თქვენ თავზე არ გამოსცდით, მანამდე ვერ მიხვდებით, რა არის დევნა, რა არის შევიწროება.. ორსულ მეუღლეს რომ ურეკავენ და ემუქრებიან, რომ გაჩერდეს შენი მეუღლე'' - უპასუხა ირაკლი მილაძემ პროკურორს.

დღეს გორის სასამართლოში გაგრძელდა არსებითი განხილვა, სადაც ბრალდებულები არიან კასპის საკრებულოს აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი. სხდომაზე დაზარალებული ირაკლი მილაძე დაიკითხა.

კასპის საკრებულოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჩიტიშვილმა ,,ცირკი'' უწოდა მზია ამაღლობელის შემთხვევას:

,,რას იტყვით იმ შემთხვევაზე, როდესაც მზია ამაღლობელი სილის გაწვნისთვის არის დაკავებული, ხოლო თქვენ გარეთ ხართ ადამიანის დასისხლიანებისთვის?' - ჰკითხეს ჟურნალისტებმა ჩიტიშვილს.

,,მორჩით ცირკებს'' - უპასუხა ჩიტიშვილმა.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და აპარატის უფროსი ზურაბ ჩიტიშვილი, რომლებიც ბრალდებულები არიან ირაკლი მილაძის ცემაში, მაღალ თანამდებობებზე კვლავ მუშაობენ. ისინი გირაოთი არიან გათავისუფლებულნი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.