Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
ახალი ამბები
შიდა ქართლში ,,ქურდული სამყაროს'' წევრობისთვის დაკავებული 11 პირიდან 10 გამართლდა
შიდა ქართლში გახმაურებული
საქმე, რომელიც ყველა ტელევიზიით გაშუქდა,
საბოლოოდ 10 გამამართლებელი განაჩენით დასრულდა.
საქმე მანქანის წართმევისა და ბიზნესდავებში ე.წ. ქურდული გარჩევების ფაქტებს ეხება. შსს-ს მტკიცებით, ქურდულ გარჩევებში გორისა და ხაშურის მოქალაქეები ფიგურირებდნენ.
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს, ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლებებიც კი გააცნო.
მანქანის წართმევის ფაქტი
2021 წლის ზაფხულში შსს-სთვის ცნობილი გახდა, რომ ორ კრიმინალურ ავტორიტეტს შორის, უთანხმოება არსებობდა. ეს უთანხმოება გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთი მათგანი არ აღიარებდა მეორის ავტორიტეტს.
კრიმინალური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ირინა ჩაჩუას განცხადებით, ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მეორე ქურდისთვის მანქანის წართმევა.
,,ევროპაში მყოფმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ი.ტ-მ დაავალა გორში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მის მოწინააღმდე ქურდთან დაახლოებული პირისთვის მანქანა წაერთმიათ'' - განაცხადა სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა.
მანქანა, როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, იმ დროს წაიყვანეს, როდესაც მას სხვები მართავდნენ.
მანქანის წართმევის შემდეგ, მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები დაბრუნების თაობაზე. შსს-მ მათი ფარული მოსმენები დაიწყო.
მანქანა უკან დააბრუნეს. დაბრუნების საქმეში ჩართული იყო 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ის პირებიც, ვისაც მანქანაში იმყოფებოდნენ.
როგორც პროკურორმა განაცხადა, მანქანის დაბრუნების საქმეში ჩართული იყო ევროპაში მყოფი კანონიერი ქურდი. პატივისცემის ნიშნად, თანხაც გაუგზავნეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაკავებები შსს-მ.
სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა უარყვეს ის ფაქტი, რომ მანქანის დაბრუნება ქურდული გარჩევებით მოხდა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ისიც უარყო, რომ მანქანის წართმევის დროს, მანქანაში იმყოფებოდა.
სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა პროკურატურის მტკიცებულებები. მანქანის საქმეში 10 პირი გამართლდა. მანქანის მეპატრონეს მიუსაჯეს 5 წელი, თანაც იარაღის უკანონო შენახვისთვის.
დაპირისპირება ბიზნესკომპანიაში
ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ორ მეწილეს შორის წარმოიშვა ფინანსური დავა. საქმე ეხებოდა 37 000 ლარის დავალიანებას.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეწილემ თანხის დაბრუნების მიზნით, დასახმარებლად ქურდული სამყაროს 4 წევრს მიმართა.
ამ ოთხიდან 3 წევრი დაუკავშირდა ბიზნესპარტნიორს და თანხა, 37 ათასი ლარის ოდენობით, გადაარიცხინეს მეორე ბიზნესპარტნიორთან. პოლიცია მათ ფარულად უსმენდა.
სასამართლო სხდომაზე, ბიზნესპარტნიორებმა, ასევე, იმ პირებმა, ვინც, პროკურატურის ცნობით, ფარულ მოსმენებში ფიგურირებს, უარყვეს ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ფაქტი. აღნიშნულ საქმეში, ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული თითქმის ყველა პირი გამართლდა.
მხოლოდ ერთ ადამიანს მიუსაჯეს 4 წელი იარაღის უკანონო შეძენისთვის.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |