Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
წელს უფლისციხესთან ახალ ხიდს საგანგაშო დასკვნის საფუძველზე ააშენებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვარზე ახალ ხიდს წელს, 2018 წელს ააშენებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა იმ საგანგაშო დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც 2018 წლის 2 თებერვალს ჩააბარეს.

2018 წლის 12 თებერვალს საგზაო დეპარტამენტმა ახალი ხიდის მშენებლობის მიზნით 2 953 490 ლარი გამოყო. მშენებლობა სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

სპეციალისტებმა მინისტრს გიორგი სეთურიძეს მისწრეს, რომ მუდმივი გადატვირთვის გამო, ხიდის კოჭი დაწეულია. ,,არსებულმა დაზიანებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა," - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს გზების დეპარტამენტმა ხიდის მდგომარეობის შესწავლა კომპანიას, რომლის სახელწოდებაა ,,„სს უცხოური საწარმოს ფილიალის სს ინსტიტუტი იგჰ. სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში”, 2017 წელს დაავალა. დასკვნა მინისტრმა 2018 წლის 2 თებერვალს ჩაიბარა.


,,მდ. მტკვარზე არსებული სახიდე გადასასვლელის ადგილზე დათვალიერების შედეგად, ვიზუალურად დაფიქსირდა ვანტური ხიდის სიხისტის კოჭის ჩაღუნვა, რაც მიგვანიშნებს ამ კოჭების სიხისტის გარკვეული სიდიდით შემცირებაზე. არსებულმა დაზიანებებმა, შესაძლებელია გამოიწვიოს ნაგებობის რღვევა. ამასთან ერთად საზედამხედველო ორგანიზაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობების დარღვევის გამო მაქსიმალურად დაჩქარდეს ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების დაწყება." - აღნიშნულია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, დეფექტი გამოვლინდა გასული საუკუნის 80-იან წლებში ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან და გამოწვეულია ვანტების არაერთგვაროვანი დაჭიმვის შედეგად მუდმივი დატვირთვებისგან გადაძაბვის გამო. ასევე აღსანიშნავია ვანტების დიამეტრის შემცირება, რომლის პროცესი დღესაც გრძელდება.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, უფლისციხის ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი 2018 წლის გეგმაში სასწრაფო წესით შეიტანა. ეს უკვე მესამე ხიდი
იქნება უფლისციხესთან.






 

ამჟამინდელი ხიდი

დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან.

ხიდის თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა.

ამის შემდეგ აშენდა ახალი ხიდი, რომელიც, ბეტონის საყრდენების გარდა, ვინტებით (რკინის მსხვილი მავთულები) გაამაგრეს.


უფლისციხის ძველი ხიდი




ასე გამოიყურება ხიდი, რომლის ადგილას, 1614 წელს, გრიგორიანელმა მღვდელმა, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად, ძველ ხიდს ფიცრები აჰყარა და შაჰ-აბასის მოლაშქრეებს გზა გადაუკეტა.

ამის შესახებ დეტალურად აღწერილია დავით მინდორაშვილის წიგნში ,,უფლისციხე შუა საუკუნეებში", გამოცემული 2008 წელს.

მინდორაშვილის თქმით, ეს შაჰ-აბასის ლაშქრობას უკავშირდება. საქართველოს ისტორიის ოფიციალურ სასწავლო წიგნებში კი, ,,გორის ხიდის" აყრის ამბავი 1609 წლით თარიღდება, თანაც ოსმალთა ლაშქრობის პერიოდში.

დავით მინდორაშვილს მიაჩნია, რომ ეს იყო არა ,,გორის ხიდი", არამედ ,,უფლისციხის ხიდი", საიდანაც მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გზა გორისკენ მიდიოდა. მტკვრის კალაპოტის სიგანე გორის სიახლოვეს ყველაზე მოკლე, სწორედ, უფლისციხესთან იყო.

მსგავსი ისტორიული ცნობა ბესარიონ კათალიკოსის წიგნის ,,მარტვილობა ლუარსაბისას" მიხედვით, შემდეგნაირად მოჰყავს:

«მუნცა იხილეს ხუცესი ერთი შორით უფლისციხელი სომეხი ველსა მას ზედა დოესისასა სრბით დევნა უყვეს რათა შეიპყრან და ასწავოს მათ გზაჲ თუ სადა იქცევის მეფე და ქართველნი. იხილა რაჲ ხუცესმან სიმრავლე იგი ლაშქართაჲ ივლტოდა სრბით მათგან და შეესწრა ჴიდსა ზედა უფლისციხისასა და იწყო შლად ჴიდისა მის და წყალთა შინაყრაჲ. მივიდ ეს თათარნიცა და მიჰკრფეს ჴიდსა მას ზედა და ვერღარა უძლეს განვლად. კუალად უკუმოიქცეს და უკუმო ეფინნეს მუნვე ველსა მას დოესისასა»

საუბარი ეხება 1609 წლის ფაქტს, რომ ამ დროს ლუარსაბ მეფე ცხირეთში იდგა. შაჰ-აბასის ლაშქარი კი ქართლში შევიდა. კასპის რაიონის სოფელ დოესთან, ზედაველაზე უფლისციხელმა სომეხმა მღვდელმა ურიცხვი ლაშქარი დაინახა.

სასწრაფოდ, უფლისციხის ხიდისკენ გაიქცა და ადგილობრივებთან ერთად ხიდი აჰყარა.

მინდორაშვილის წიგნის მიხედვით, სპარსელები ხიდზე ვეღარ გადავიდნენ და გორიც გადაწვას გადარჩა.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.