Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
კონკურსი ომით დაზარალებული ახალგაზრდებისათვის
ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისათვის" აცხადებს კონკურსს ომით დაზარალებული აქტიური ახალგაზრდების შესარჩევად შემდეგ ლოკაციებზე სამუშაოდ:

1.წეროვანი
2.ფრეზეთი
3.ხურვალეთი
4.შავშვები
5. ოძისი

პროექტის მიზანია:
ომით დაზარალებული ახალგაზრდების (როგორც დევნილთა დასახლებებში, ასევე სასაზღვრო სოფლებში) ცნობიერების ამაღლება დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებით კი იმ სისტემური პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობით არსებულ მმართველობის ფორმებს თანამედროვე დემოკრატიულ მოდელად გარდაქმნის.

პროექტის ამოცანებია:
• ახალგაზრდებისათვის იმ საჭირო უნარების განვითარება, რაც მათ შემდგომში დაეხმარებათ აქტიური როლი შეასრულონ ადგილობრივი თემის განვითარების პროცესში;
• წეროვანის, ფრეზეთის, შავშვებისა და ხურვალეთის დევნილთა დასახლებებში, ასევე სასაზღვრო სოფელ ოძისში ახალგაზრდებისათვის დემოკრატიული პრინციპების სწავლება;
• ახალგაზრდებისათვის საჯარო გამოსვლის, პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის, პოლიტიკური და დემოკრატიული იდეოლოგიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მშენებლობის პრინციპების სწავლება;
• პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე - მოხდება მენტორების შერჩევა და გადამზადება;
• პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე - ჩატარდება გაერთიანებული ტრენინგი მენტორებისა და
თემის აქტიური ახალგაზრდებისათვის;
• პროექტის განხორციელების მესამე ეტაპზე - გამოცხადდება საგრანტო კონკურსი თითოეულ ლოკაციაზე;
• პროექტის განხორციელების მეოთხე ეტაპზე - პროექტის გავლენის შეფასების ტრენინგი;

პროექტის შედეგად:
მონაწილეებს პროექტის მიმდინარეობისას აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპერტებთან და შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ თავი ლიდერებად, მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ პროფესიული განვითარებისათვის. პროექტის შედეგად ისინი შეძლებენ განივითარონ პროექტის წერის, მართვის, კომუნიკაციის, ლიდერობის, დემოკრატიული პროცესების შეფასების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და იყვნენ პოზიტიური ცვლილებების მომტანნი ადგილობრივ დონეზე.

პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე ორგანიზაცია შეარჩევს აქტიურ ახალგზარდებს ტრენინგებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

ახალგაზრდები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• იყვნენ 15-35 წლის ასაკის;
• ჰქონდეთ მოტივაცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებში;
• მზად იყვნენ გუნდურად სამუშაოდ ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად;
• იზიარებდნენ პროექტის მიზნებს, ამოცანებსა და საჭიროების მნიშვნელობას;

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი უნარ-ჩვევები:
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• პუნქტუალურობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• დეტალებზე ორიენტირების უნარი
• მზად იყოს პროექტში მიღებული გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდებს პროექტის დასრულების შემდეგაც.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა:

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო თარიღია 2020 წლის 31 მაისი.

პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და კორეის რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია "უკეთესი მომავლისათვის"

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020