Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
69 წლის ქალი მოხუცთა თავშესაფრიდან, რომელიც მოძალადე ქმარს გაექცა
პროფესიით ეკონომისტი, 69 წლის ნანული ბიძინაშვილი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ მოხუცთა თავშესაფარში მოუწევდა ცხოვრება. მისთვის ძნელი გასახსენებელია ის პერიოდი, რომელიც თავშესაფარში მოხვედრამდე გაიარა.

თითქმის 30 წლის განმავლობაში მეუღლე მუდმივად ფიზიკურად ძალადობდა ნანულიზე, შემდეგ კი მეუღლის ნათესავები. როდესაც ქმარი ხელით და წიხლით სცემდა, მეზობლები მის დასახმარებლად ახლოსაც კი ვერ ახერხებდნენ მისვლას. გაუსაძლისი პირობების, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, დამცირების გამო, ხშირად უწევდა სახლიდან გაქცევა. წასასვლელი რომ არსად ჰქონდა, ხან ახლობლებთან, ხან კიდევ ნაცნობებთან ათევდა ღამეს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც ქმარმა კვლავ იძალადა ფიზიკურად ნანულიზე, ნაცემი ქალი სახლიდან გაიქცა და ახლობელთან შეაფარა თავი, რამდენიმე დღეში მეზობელმა დაურეკა მას და უთხრა, რომ მისმა ქმარმა საქონლის სადგომში თავი ჩამოიხრჩო. ნანული სახლში დაბრუნდა, მეუღლის დაკრძალვის შემდეგ კი პრობლემები მაზლთან და მაზლისშვილთან შეექმნა:

„დავიბადე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში. 28 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და საცხოვრებლად მეუღლესთან, სოფელ კირბალში გადავედი. ჩემს ქმარზე საუბარი არ მიყვარს, ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე მასთან ერთად, თითქმის 30 წელი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე. დაოჯახების დღიდან მუდმივად მცემდა, მამცირებდა, ხშირად გავრბოდი სახლიდან და ღამეს მეზობლებთან, ან ნათესავებთან ვათენებდი.

ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც ისევ ნასვამი მოვიდა სახლში და უმიზეზოდ მცემა, მე ისევ სახლიდან გქავიქეცი. რამოდენიმე დღეში მეზობლის ქალმა დამირეკა და მითხრა, შენმა ქმარმა ბოსელში თავი ჩამოიხრჩოო. დავბრუნდი სახლში, დავკძალეთ ჩემი მეუღლე. დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, ჩემი შევიწროება მაზლმა და მაზლისშვილმა დაიწყეს. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან წავსულიყავი, რადგან ჩემი ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი მე ვიყავი.

ჩემი და ჩემი მაზლის საცხოვრებელ სახლებს მხოლოდ ერთი კედელი ყოფს, ცალ-ცალკე ეზო და შესასვლელი გვაქვს. ხშირად იყო კონფლიქტი ჩვენს შორის, პოლიციაც გამოვიძახე რამდენჯერმე, ერთხელ დააკავეს კიდეც ჩემი მაზლი, მაგრამ ხელწერილით ისევ გამოუშვეს. სახლის ის ნაწილი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით ჩემს სახელზეა გაფორმებული, თუმცა მათ გამო არავინ ყიდულობს და მეც ვერ ვახერხებ იქ ცხოვრებას. ჩემს მაზლსაც შევთავაზე, იყიდოს დანარჩენი სახლის ნაწილი, ჩემი დასამარხი ფული მაინც მქონდეს, თუმცა არ ყიდულობს. მეუბნება, ეს სახლი, როცა მოკვდები მაინც ჩვენი იქნებაო. ჩემი მაზლისშვილი მეუბნება, ეს სახლი მე მეკუთვნის, შენ უშვილო ხარ, ბიძაჩემს თავი შენ მოაკვლევინე და აქ აღარაფერი გესაქმებაო.

სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავიწყე ჩივილი და პარალელურად თავშესაფრის ძიება. გორის მერიის სოციალურმა სამსახურმა  განაცხადის საფუძველზე ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში ჩამრიცხა. უკვე მეოთხე წელია აქ ვცხოვრობ, კარგი პირობებია ძალიან, თუმცა მინდა სიბერე ჩემს საკუთარ სახლში გავატარო“, – გვიყვება ნანული ბიძინაშვილი.

დრო ხანდაზმულთა სახლში ტელევიზორის ყურებაში, სეირნობაში და წიგნების კითხვაში გაჰყავს. გული ხშირად აწუხებს. ოცნებობს საკუთარი ჭერი და პატარა ყვავილებით სავსე ეზო ქონდეს, სადაც სიბერეს გაატარებდა.

იხ. ამავე თემაზე:
▶️,,მინდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლები ბოშურში გავატარო" - მთვარისა შატაკიშვილი თავშესაფრიდან
▶️ხანდაზმულთა სახლი სტუმრების გარეშე
▶️ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარი ახალი წლის წინ
▶️
ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლში ჯული გრიგოლაია 88 წლის გახდა
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020