Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
17 წლის მოქალაქემ შესაძლოა მართვის მოწმობა ვეღარ აიღოს
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება. 17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოამზადა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების გარდა, მოხდება მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა A1 და B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი შეიცვლება და 17 წლის ნაცვლად 18 წელი გახდება.

კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ცნობილი გახდება ის თარიღი, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020