Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ძამის ხეობაში გზის მშენებლობა 2 კვირაში განახლდება
კომპანია ,,ბლექ სი გრუპი" უახლოეს 2 კვირის განმავლობაში, მდინარე ძმის ხეობაში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის სათაო ოფისში განუცხადეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაო პროცესი, კორონავირუსის პანდემიის გამო, 30 მარტიდან იყო შეჩერებული. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი და გეგმის მიხედვით 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასრულების ვადა, სავარაუდოდ იმ პერიოდით გადაიწევს, რამდენი ხანიც სამუშაოები იყო შეჩერებული.



,,როგორც კი, დამკვეთი სამუშაოების გაგრძელების უფლებას მოგვცემს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას" - განაცხადეს კომპანიაში.



2019 წლის გაზაფხულიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარიდან ტყემლოვანამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით, საუბარია 15 კმ-იან მონაკვეთზე. ასფალტის საფარი დაიგო სოფელ გვერძინეთამდე, რომელიც ელბაქიანთკარს 1 კმ-ით აშორებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, გვერძინეთიდან გრძელდება.



,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.



გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია.

გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე ადგილობრივ სოფლებამდე (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა) მისასვლელი გზების მიერთებები განლაგებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020