Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,გორი - სახელი რომ მესმის, ჟრუანტელი მივლის"
,,გორი, სახელი რომ მესმის ტანში ჟრუარტელი მივლის - ხოლმე. მართალია, ქალაქისგან შორს სოფელში გავიზარდე, მაგრამ ზაფხულობით ორ კვირას ამ ქალაქში მამიდასთან ვატარებდი.

ბედნიერი ბავშვობა მქონდა მეთქი, ვერ გეტყვი თუმცა, არც ცუდი იყო. მშობლებმა რომ გამომაგდეს, 19 წლის ვიყავი.

ჩემი სოფლიდან - გორამდე მანქანით 30 წუთის სავალი გზა იყო. მაშინ მანქანები იშვიათად მოძრაობდნენ. ავტობუსს დაველოდე და მძღოლმა უარი მითხრა ,, გზის ფული თუ არა გაქვს, არ წაგიყვანო".

მე, ბავშვობაში ფეხი დავიზიანე და სიარული მიჭირდა ამიტომ დიდხანს მოვუნდი გორამდე ჩაღწევას, თითქმის დღე ნახევარი. მამიდამ სახლში არ შემიშვა " ჩემი ძმის ოჯახს თავი საქვეყნოდ მოსჭერიო" ასე მითხრა და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა.

ფეხები მეყინებოდა სიცივისგან, მშიოდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.

თითქმის ბინდდებოდა, ის ღამე ქუჩაში გავატარე, ვერ აგიხსნი რა მწარედ მახსოვს ის პერიოდი. სიცივე, შიმშილი, ზიზღი, ყველაფერი ერთად.

ცენტრალურ გზამდე გავედი და ვიღაცას შევეცოდე, მანქანა გაჩერა და თბილისამდე წამიყვანა. პირველად მოვხვდი ამხელა ქალაქში, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

რამდენიმე კვირა ასე მეძინა ქუჩაში და გადაყრილი ნარჩენებით გამქონდა თავი. ისიც არ ვიცოდი საბოლოოდ, ვინ ვიყავი, მაშინ ტელევიზია ამ ამბავზე არაფერს ყვებოდა. არც სადმე იწერებოდა რამე.

ხანდახან ვფიბრობდი რომ მართლები იყვნენ ჩემი მშობლები და მე ნაგავი, ავადმყოფი ვიყავი. რამდენი ხნის მანძილზე მტანჯავდა ეს ფიქრები არ მახსავს. ერთ დღეს, ქუჩაში მძიმე ჩანთებით მიმავალ ბებიას მივეხმარე. ის ქალი, მარტოხელა ყოფილა.

შინ შემიპატიჟა და ცოტა ვისაუბრეთ. საბოლოოდ, იმ ბებიამ გამაგებინა რომ ავადმყოფი კი არა, ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ვისაც გოგონები მოსწონდა. მითხრა, როგორც საკუთარ ბებიას, ისე თუ მიმიღებ, გამიხარდებაო.

ასე ვიცხოვრეთ ერთად 4 წელი, სანამ გარდაიცვლებოდა.

მერე, ისევ ქუჩაში დავრჩი, ისევ ახლიდან დაიწყო ყველაფერი მაგრამ აქაც სხვა უცხო ადამიანი გამოჩნდა. ისიც შემთხვევით გავიცანი და თავიდან მეგონა რომ მომატყუებდა, იმიტომ რომ თავადაც გორელი იყო და თან ჩემზე პატარა რამდენიმე წლით თავის ნაქირავებ ბინაში წამიყვანა და მთხოვა ამერჩია, რა მინდოდა მეკეთებინა მომავალში.

დიდხანს არ მიფიქრია, ვუთხარი და არ ვიცი როგორ შეძლო მაგრამ რასაც ჰქვია, ფეხზე დაყენება ეგ ქნა.

ხელობის ათვისებაში დამეხმარა, მერე სამსახურიც მიშოვა და მთხოვა, თუ გინდა სამაგიერო გადამიხადო, არასოდეს უარყო საკუთარი თავი და ეს იქნება გადახდაო.

ჩემებს, არასდროს გავხსენებივარ, მითხრა, თუ ასე გაწუხებს დარეკეო, ისიც არ ვიცოდი ტელეფონი თუ ჰქონდათ, ხუთი წელი იყო გასული რაც არავინ მენახა.

მანვე მიპოვა ნომერი და დავრეკე. როცა დედას ველაპარაკებოდი ვერ ვგრძნოდი რომ დედა იყო. ისეთი ცივი, ისეთი უხეში ხმა ჰქონდა.

ბოლოს, სანამ საუბარს დავამთავრებდით, მითხრა "მრცხვენია შენი და მითუმეტეს ახლა, როცა ამდენი წელი რას აკეთებდი, კაცმა არ იცისო".
ტელეფონი მე გავუთიშე. ვიგრძენი რომ ქალმა, რომელმაც გამაჩინა და გამზარდა, უბრალოდ ადგა და ჩემი სიყვარულის გამო, შემიძულა.

34 წლის ვხდები და ძლიერი ვარ, სადაც ახლა ვცხოვრობ, იმ ქვეყანაში ვცდილობ იმ ქართველებს ისე გულიანად მივეხმარო, როგორც მაშინ მე მომეხმარა ის ბებო და პატარა გორელი გოგო. მაგრამ ბოლომდე ბედნიერი როგორ იქნები ადამიანი, რომელიც ოჯახმა ხორცმეტივით მოგიკვეთა სხეულიდან? გამორიცხულია!"

ნათია, 34 წლის.

-----------------------------------------------------------------------------------------------
17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2013 წელს ამ დღის აღნიშვნა ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისშიც სცადეს, თუმცა მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულმა ადამიანებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და თავად გამართეს ჰომოფობიური აქცია.

აქციის დროს მათ რუსთაველზე ძალით გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ აქტივისტების ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადეს. მაშინ ლგბტ აქტივისტებმა აგრესიულ ადამიანებს თავი პოლიციის დახმარებით დააღწიეს. სწორედ ამის შემდეგ, 2014 წლის 17 მაისს, საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ამ მიზეზით თავად იკავებს თბილისის ცენტრალურ გამზირს. ლგბტ აქტივისტებს უკვე წლებია, არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე საჯარო სივრცეებში თაავისუფლად აღნიშნონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020