Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორელი სპორტსმენი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
ორელი სპორტსმენის, შოთა ბეთლემიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ოპერაცია, რომელიც 3 ეკიპაჟის წევრებმა განახორციელეს, წარუმატებლად დასრულდა. ბეთლემიძის სახლში არარეგისტრირებული იარაღი ვერ ნახეს.
ეროვნული გვარდიის ოფიცერი შოთა ბეთლემიძე სოფლ სკრაში ცხოვრობს.

სახელოსნოში მანქანის ძარცვის ფაქტი

რატომ ფიქრობდა პოლიცია, რომ მის სახლში უკანონო იარაღი ინახებოდა, უკვირს. მასსა და პოლიციის ადგილობრივ განყოფილების თანამშრომლებს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა.
კერძოდ, რამდენიმე ხნის წინ, შოთა ბეთლემიძის მანქანის დისკები მოიპარეს. ავტომანქანა ხელოსანთან იყო დატოვებული. ხელოსანმა ზიანის ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღო და შოთა ბეთლემიძეს 1200 ლარი მისცა, მოგვიანებით კიდევ 1500 ლარი უნდა გადაეხადა.

მოგვიანებით, შოთა ბეთლემიძე საკუთარი მანქანის დისკების ქურდობის ფაქტზე, დაწყებული გამოძიების მსხვერპლი გახდა.

პოლიციელებმა შოთა ბეთლემიძეს უთხრეს, რომ დისკები თავად აქვს მოპარული.

,,მაბრალებენ ვითომ ჩემი მანქანის დისკები მე მოვიპარე, არადა ხუთი დღის მენინსკის ოპერაცია მქონდა გაკეთებული. კარგად ჩანს კამერებში, ვინც მოიპარა. ეს არ იკმარეს და სახლი გამიჩხრიკეს, ვითომ უკანონო არარეგისტრირებულ იარაღს ვინახავ. აქაც ვერაფერი ნახეს" - ამბობს შოთა ბეთლემიძე.

ხელოსანი ამბობს, რომ პოლიცია  სპორტსმენის წინააღმდეგ აქეზებს

ვიდეოკადრები, რომელიც მან გადაიღო, ასახავს მასსა და სახელოსნოს თანამშრომლის საუბრის ჩანაწერს, რომელიც ფულის დაბრუნებაზეა საუბარი.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, ხელოსანმა შოთა ბეთლემიძეს ზარალი აუნაზღაურა და თანხა დაუბრუნა, თავდაპირველად 1200, შემდეგ კი, 1500 ლარზეა საუბარი.

ვინმე ,,ტურიკო" შოთა ბეთლემიძეს უხსნის, რომ პოლიცია მისითაა დაინტერესებული, თუმცა, კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.

,,ტურიკო" აცხადებს, რომ პოლიციელები ხელოსანს სპორტსმენის წინააღმდეგ აქეზებენ: ,,მეუბნებიან, რომ შოთა გადებს ხელსო" - აცხადებს ხელოსანი. - ,,მე არ ვიცი ვინ მოიპარა"

ბეთლემიძე მისგან ითხოვს იმ პოლიციელის ვინაობის დასახელებას: ,,მითხარი, ვინ ამბობს მაგას. თუ იპოვა პოლიციამ დისკები, მაგ თანხას დაგიბრუნებ, ხომ იცი?" - უთხრა შოთა ბეთლემიძემ ხელოსანს.

შს სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს ჯერ არ გაკეთებულა.



-------------------------------------------------------------------------------
შოთა ბეთლემიძე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ოფიცერია. მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე და შემდეგ 33-ე ბატალიონებში. 11 თვე ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. ის ერაყიდან 2008 წელს დაბრუნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედლით დაჯილდოვდა. 2009 წელს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან მინისტთან, ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირების გამო, გაუშვეს
.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020