Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის სიახლოვეს ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს
ერთი კვირაა ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი ქარელის მუნიციპალიტეტის 7 სოფელთან მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, იგულისხმება გამყოფ ხაზთან მდებარე შემდეგი სოფლები: ცერონისისი, კნოლევი, ტახტისძირი, დვანი, კოდა, ჭვრინისი და ატოცი.

,,საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს 21 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ მერეთში, გორის მუნიციპალიტეტი, ე.წ. "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესის დაწყებასა და ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (ჩოვიდ-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელო ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.

მინისტრის ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართულ კამპანიას, რა დროსაც გააქტიურდა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ.

,,პროპაგანდისტული მითების შეთხზვით გამუდმებით ესხმის თავს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ლაბორატორიას - რიჩარდ ლუგარის ცენტრს, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის ერთი შეხედვით აბსურდული და კომიკური ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხელოვნურად გაავრცელა კორონავირუსი და რეგიონის მაცხოვრებლებისგან აიღო ბიოლოგიური მასალები, რეალურად ემსახურება საქართველოს მთავრობის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის შერყევისა და ადგილზე მართული ქაოსის შექმნის ამოცანას. ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაციის მსგავსი კამპანია რუსეთის მხრიდან წარმოადგენს ღია თავდასხმას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე." - აღნიშნავს მინისტრი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020