Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში დიოდური ლაზერის აპარატი დააზიანეს - გამოძიება დამნაშავეს ვერ ადგენს
5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გორის სილამაზის სალონში დიოდური ლაზერის აპარატი დაამტვრიეს. სამსახურში მისულ თეონა ხარაზიშვილს აპარატი, დაზიანებულ მდგომარეობაში, 2019 წლის 4 დეკემბერს დახვდა. ამბობს, რომ ტექნიკა 60 ათასი ევროს ღირებულების იყო.

" საკმაოდ დიდი სესხი ავიღე, რომ დიოდისა და სოლარიუმის აპარატი შემეძინა, ამისათვის მთელი რესურსი გამოვიყენე. სესხი დაფარულიც არ მქონდა, როდესაც სამსახურში მისულს დიოდის აპარატი დამტვრეული დამხვდა. რა თქმა უნდა მაშინვე მივმართე შესაბამის ორგანოებს, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია." - ამბობს თეონა.

აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებამ იცის, ვინ არის დამნაშავე, თუმცა რეაგირებას დღემდე არ ახდენს.

"საქმე დღემდე გამოუძიებელია, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში იციან, ვინც არის დამნაშავე. თავად დამისახელეს სახელი და გვარი და რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია ამ ფაქტს. როდესაც უწყებას კითხვებს ვუსვამ, მპასუხობენ: რას ნერვიულობ? დაზღვევა აგინაზღაურებს ზარალსო.

გამოუძიებელი საქმის გარდა, დაზარალებულს გაცილებით დიდი პრობლემა სადაზღვეო კომპანიასთან შეექმნა.

" შემთხვევისთანავე მოვახდინე სადაზღვეო კომპანიის ინფორმირება. ასევე კეთილსინდისიერად ვასრულებდი ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ თანხის ანაზღაურება მოხდეს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ. ამასთან დაზღვევისაგან მხოლოდ იმ ნაწილის ყიდვისათვის საჭირო ფულს ვთხოვ, რაც შემთხვევის შედეგად დაუზიანდა და რომლის ღირებულებაც 19 400 ევროს შეადგენს" - ამბობს დაზარალებული.

თი ბი სი დაზღვევის იურიდიული სამსახური მომხდართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს რომ გამოძიების დასრულება სავალდებულოა რათა მოხდეს სადაზღვეო ხდომილების დადგენა.

"მომხდარი ფაქტის დაფიქსირებისთანავე ადგილზე ჩავიდნენ ზარალის მენეჯერები. აღმოჩნდა, რომ ფართში, სადაც იყო განთავსებული დიოდის ლაზერული აპარატი, არ აღინიშნებოდა კარის გატეხვის ან უკანონო შეღწევის კვალი. თუმცა, აპარატი ნამდვილად დაზიანებული იყო. ვერ მოხდა ინფორმაციის მოწოდება, თუ რა ვითარებაში მოხდა დაზიანება. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დაკითხა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. დავუშვათ, მოპარულიყო ეს აპარატი და გამოძიებას დაედასტურებინა, რომ ნივთი ნამდვილად მოპარულია, რა თქმა უნდა ზარალი ანაზღაურდებოდა. ამ შემთხვევაში გამოძიებამ უნდა დაგვიდასტუროს, როგორ დაზიანდა ნივთი, რომ ჩვენი მხრიდან ზარალი ხელშეკრულების შესაბამისად შეფასდეს. მინდა იცოდეთ, რომ არ ვამბობთ უარს ანაზღაურებაზე, უბრალოდ, ველოდებით გამოძიების დასრულებას, რათა დავადგინოთ ზარალის ხდომილება." - განაცხადა თი ბი სი დაზღვევის იურიდიულმა სამსახურმა.

"გუშინ, მეც დამიკავშირდა სადაზღვეოს თანამშრომელი და მითხრა, რომ ძალიან წუხს მომხდარის გამო. ისინი არ ელოდებიან გამოძების დასრულებას და დამნაშავის გამოვლენას უბრალოდ საგამოძიებო ორგანო ვერ ადგენს შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი." - განმარტავს დაზარალებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას.

,,აღნიშნული კი გათვალისწინებულია სადაზღვეო პოლისის რისკ ჯგუფში. პროკურატურამ დაზარალებულად მცნო, რაც გადაეგზავნა სადაზღვეო კომპანიას. ასევე ოფიციალურ პასუხში დაზღვევა მწერს, რომ ვერ მოხდება ზარალის განხილვა გამოძიების დასრულებამდე, თუმცა ეს არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

,,დაზღვევა გამოძიებისაკენ იშვერს ხელს, გამოძიება დაზღვევისაკენ. ამ დროს მე არ ვიცი, რა გავაკეთო." - აღნიშნა ხარაზიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020