Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ოკუპანტებმა ტყეში ხეები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით მონიშნეს" - დავით ქაცარავა
ოკუპაციის ახალი ნიშნულები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დათო ქაცარავას განცხადებით, ოკუპანტები, დამატებით ათობით ჰექტრის მიწის მისატაცებლად ემზადებიან.

მისივე ინფორმაციით, ტყეში ოკუპანტებს სპეციალური ხაფანგებიც აქვთ დაგებული.

,,ვიმყოფებოდით ჩორჩანა-პერევის ტყის მასივში, ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელიც უკვე, სავარაუდოდ, ჩვენი კონტროლირებადი აღარ გახლავთ. დღეს უკვე ახალი ნიშნულებიც ვიპოვეთ, რომელიც პერევის მიმართულებით გადადის. შეიძლება ითქვას, რომ სველ კვალზე მივყევით ოკუპანტებს. გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ვიპოვეთ სპეციალური ხაფანგი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ დაეფიქსირებინათ ვინმე უცხო პირი თუ გაივლიდა ამ მონაკვეთზე"-- განაცხადა ქაცარავამ.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც:

"ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას 2019 წლიდან აწარმოებენ. ტყის მასივში აღმართულია უკანონო ინსტალაციები და გარკვეულ მონაკვეთებზე გაკეთებულია უკანონო მონიშვნები. სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს. პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით. ამავდროულად, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ჟენევის თანათავმჯდომარეები და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020