Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,აქ იცი, რამდენი ხალხი ცხოვრობდა?" - კოშკები (რეპორტაჟი)
ეთნიკური
ოსებით დასახლებული მაღალმთიანი სოფელი კოშკები, გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის ტერიტორიულ თემში შედის. აქ:
ჩოჩიშვილები, გაზაშვილები, გობოზაშვილები, კაბულაშვილები და
ხარებოვები ცხოვრობენ.
პირველი შთაბეჭდილება, რაც სოფელში სტუმრობისას მივიღეთ არის - ულამაზესი მთები, რომლებითაც გარშემორტყმულია სოფელი, ასევე უძველესი კოშკები და სიმაგრეები, რომლებისგანაც სავარაუდოდ ისახელა ეს სოფელი. კოშკებს პატარა მდინარე - გალიხევი ჩამოუდის, რომელიც სოფელ სკრასთან ერთვის მტკვარს.
კოშკებში ძირითადად მესაქონლეობას და მეხილეობას მისდევენ. შეძლებისდაგვარად ამუშავებენ ბაღებსაც. სოფელში არის აგრეთვე წყლის წისქვილიც, რომელიც სამწუხაროდ აღარ ფუნქციონირებს.
სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია. მათი მფლობელები ახლა ვლადიკავკაზში ცხოვრობენ, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტს გაექცნენ და თავშესაფარი სამშობლოსგან შორს - ჩრდილოეთ ოსეთში იპოვეს. ,,ჩემი შვილი და და-ძმები სულ იქ ცხოვრობენ. აქ გასვენებებში და დღეობებში თუ ჩამოდიან, ისიც ხანდახან." - გვიყვება ვახტანგ ხარებათი.
ვახტანგ ხარებოვი ჩვენი პირველი რეპოდენტია კოშკებში. მისი თქმით, წინაპრები თავის დროზე - ჯავის რაიონიდან ჩამოსახლდნენ ხაშურში, ხაშურიდან კი კოშკებში დაუდიათ ბინა.
,,მე აქ დავიბადე და გავიზარდე, არსად არ წავსულვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა არ მაქვს, რომ ან არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ან პენსია ავიღო. იუსტიციის სამინისტროსაც ბევრჯერ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ"
სოფლამდე მისასვლელი გზა სავალალო მდგომარეობაშია, მოასფალტებული გზა რიეთის შემდეგ წყდება.
,,დაგვპირდნენ გზასაც გავაკეთებთო და ალბათ მალე გააკეთებენ. წელს გაზი შემოიყვანეს და ყველაფერს ერთდროულად ხომ ვერ გააკეთებენ?" - ამბობს ვახტანგ ხარებოვი.
ამ ყველაფერთან ერთად, კოშკების მთავარი პრობლემა მაინც სასმელი წყალია. ადგილობრივების თქმით, ის წყალი, რომელიც სოფელშია გაყვანილი - სასმელად უვარგისია.
კოშკებში 2014 წლის აღწერით 176 ადამიანი ცხოვრობს.
თავისი ყოფის შესახებ გვიყვება კატო მწარიაშვილიც, რომელიც კოშკებში ერთადერთ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის: ,,ქათამიც არ მყავს. ეს ბაღი მაქვს და ერთი მეასედიც არ იქნება. პენსია მერიცხება და ისიც ჩემი გოგოს წამლებში მეხარჯება სულ, სხვა დახმარება მე არ მაქვს."
90-იან წლებს თავშეკავებით იხსენებენ ,,სხვა სოფლებიდან მოდიოდნენ ჩვენკენ, მაგრამ რიეთის ხალხმა ,,პიკეტი" გააკეთა და არავის უშვებდნენ აქ, რომ შევევიწროებინეთ."
ამ დროს წვიმამაც გადაიღო და ჩვენი მოგზაურობა კოშკებში დასრულდა.
ავტორი: გიორგი ელიაური.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани