Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ჭანჭახა - აუხდენელი სიზმარი არდონში
,,ის დრო რომ დაბრუნდეს და მითხრან, ,,წადიო!" აღარსად წავალ იქიდან." - ამბობს ვალენა შავლოხოვა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ არდონში 30 წელზე მეტია ცხოვრობს. მის შესახებ რეპორტაჟი ვლადიკავკაზიის ტელევიზიამ, ,,Iryston TV”-მ მოამზადა.

,,სიზმრებსაც აქ არ ვხედავ... სიზმრებში იქ ვარ, სადაც დავიბადე და სადაც ფეხი ავიდგი - საქართველოში. სხვაგან სიზმრებს არ ვნახულობ...“ - ვალენას ამ ემოციურმა სიტყვებმა ბიძგი მოგვცა, რომ მოგვენახულებინა ეს სოფელი და მისი სიზმრები გაგვეცოცხლებინა ჩვენი მაყურებლებისათვის. 

სიუჟეტში ვალენა შავლოხოვა სოფლის სახელს არ ახსენებს, მაგრამ qartli.ge-მ მისი გარკვევა შეძლო. საუბარია სოფელ ჭანჭახაზე. ეს სოფელ ზღვის დონიდან 1680 მ სიმაღლეზე მდებარეობს, იქ სადაც, მდინარე თეძამს თხინალა უერთდება.

ვიზიტი ჭანჭახაში



ფოტოზე: გზა ჭანჭახასკენ

მანამდე კი უნდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი მცხოვრები, რომელმაც დატოვა ჭანჭახა იყო - ვალენას ძმა. მანაც, მსგავსად თავისი დედ-მამიშვილებისა და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსების დიდი ნაწილისა, დატოვა საქართველო და ჩრდილოეთ ოსეთში გადაიხვეწა. დრო და დრო კი ეს სოფელი გაუკაცრიელდა...

ჩვენი თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა ჭანჭახამდე, ორმოციდან იწყება. მივუყვებით გზას და ვატყობთ, რომ ქვებისა და ,,იამების“ მოცულობა და რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ის ქვა-ღორღიანი გზა, რომელიც გზის დასაწყისშივე საინტერესოდ მივიჩნიეთ სიუჟეტისთვის და რამდენიმე კადრიც გადავიღეთ, ნელ-ნელა გაუვალი ხდება.

მივყვებით GPS-ის ნაჩვენებ: ქვიან, ტალახიან, ხრამებიან გზას... არ ვიცით რა იქნება წინ...

გზა სავსეა დიდი ზომის ქვებით, ტოტებით, მდინარის ჩახრამული კალაპოტებით, სადაც დაბალი გამავლობის მანქანის გავლა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. გზაზე მანქანის კვალი საერთოდ არ ჩანს. დიდი ხანია ალბათ, რაც ამ გზაზე მანქანას არ გაუვლია. ამას ამტკიცებს ჩვენი პირველი შემხვედრის გაკვირვებული მზერაც - სოფელ თხინალაში, რომელიც გაოცებული გადმოჰყურებდა ჩვენს მანქანას და მხრებს გაუგებრობისგან იჩეჩავდა.

ტელეფონმაც დაკარგა მიღება და ფაქტიურად, ჩვენი გარე სამყაროსთან კავშირი შეწყდა.

რაც უფრო ღრმად ვიჭრებით ხეობაში, პეიზაჟი მით უფრო ლამაზდება. მაღალი მთები, ამწვანებული გარემო და სუფთა ჰაერი - ეს ის ადგილია, რომელიც ვალენას ყოველ ღამით ესიზმრება. ვეძებთ კრამიტით გადახურულ სახლს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა ვალენა შავლოხოვა, აქ ცხოვრობდა ის თავის და-ძმებთან ერთად... ორკაპა მთა ჩანს, რომელიც სოფელს გადმოჰყურებს, მაგრამ სახლი არა...

ჭანჭახაში ფერმა დგას. ,,ორი კვირა იქნება, რაც აქა ვარ. პაჯეროთი ვიყავით ამოსულები და გზაში გადაგვიბრუნდა.“ - ამბობს მწყემსი ჩვენთან საუბრისას. - ,,კრამიტიანი სახლი ერთი იდგა და დაინგრა, მეტი სახლი აქ არა დგას, ყველა დანგრეულია.“

ახლა ეს ადგილები საძოვრებად არის ქცეული. 2002 და 2014 წლების მონაცემებით, სოფელში არავინ ცხოვრობს.

ვალენას ნათესავები - წედისი



ფოტოზე: რუსიკო შავლოხაშვილი და ლენტო ბედოშვილი

როგორც შემდეგ შევიტყეთ, - გორის რაიონის სოფელ წედისში ცხოვრობს ვალენას და - რუსიკო, თავის მეუღლესთან - ლენტო ბედოშვილთან ერთად.

ჩვენთან საუბრისას, რუსიკო იხსენებს ჭანჭახაში ცხოვრების წლებს: ,, იქ არაფერი გვიჭირდა. ერთი ეგ არის, რომ შორს იყო და გზა არ ვარგოდა... ვშრომობდით, საქონელი გვყავდა, ყველაფერი...“

თვალცრემლიანი იხსენებს 90-იან წლებს - ,,წვალების მეტი ჩემმა ხალხმა არაფერი ნახა. ამ არეულობის დროს დიდი უბედურება გამოიარეს. სულ მთაში ცხოვრობდნენ. ბარშიც ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ გაწვალებულები იყვნენ. იძულებით გარეკეს თავიანთი სახლებიდან.“ - ამბობს რუსიკო ჩვენთან მოცემულ ინტერვიუში.

თავისი და-ძმები ძალიან ენატრება. ,,მეხვეწებოდნენ ,,წამოდი, წამოდიო!“ მარა ჩემი ქმარი არსად არ წავიდა და მე სად წავსულიყავი? ჩემი მაზლებიარ წავიდნენ და ჩემი ქმარიც არ წავიდა, თან ჩვენთან არც არავინ მოსულა და არც არავის შევუწუხებივართ, თორე მინდოდა წასვლა, - სადაც შენიანია შენც იქ უნდა იყო! ჩემიანი არავინ დამრჩა აქ, სულ გარეკეს... რომ მოვკვდე ცრემლს არავინ გადმოაგდებს.“

WhatsApp-ის საშუალებით დავუკავშირდით ვალენას არდონში. გახარებულები იყვნენ დები ერთმანეთის ხილვით, მოიკითხეს ერთმანეთი…



ფოტოზე: ვალენა შავლოხოვა არდონში

ჩვენთან საუბრისას ვალენამ გამოთქვა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი: ,, ვცხოვრობთ ჩვენი სამშობლოს მოგონებაში და ეგ ძალიან ძნელია - მოიგონო და წასვლაც არ შეგეძლოს... ახლა, ხან მოახერხებ - წახვიდე, ნახო... იყო დრო ვიყავით, მაგრამ ახლა, ხან რა პრობლემაა, ხან რა. 1998 წელს ვიყავი ბოლოს, მერე აღარ და ძალიან მინდა, თუ მოვახერხე ერთხელაც ჩამოვიდე. უკვე ასაკში ვარ, 70 წელს მივუკაკუნე და მოვესწრები თუ არა მაგას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა!

რუსიკო შავლოხაშვილი, აგერ უკვე რამდენი წელია, რაც ნაკვეთებს მარტო ამუშავებს: ,,დილით ოთხ საათზე ვდგები, თუ რამ გასათოხნი მაქვს ვთოხნი, მერე საქონელს უნდა მოვუარო, მერე ისევ ბაღში მივდივარ, სულ მარტომ დავთესე ყველაფერი, ლენტოს არ შეუძლია მუშაობა და... სარწყავი წყალი არა გვაქვს. იქით ოცი მეასედია ჩვენი, სულ მარტომ დავთესე კარტოფილი, ლობიო, მაგრამ წყალი არ არის და სულ ჩაიწვა უწყლოდ.“

1990-იანი წლების კონფლიქტმა და-ძმები და ნათესავები ერთმანეთს დააშორა. აქედან წასული ოსების უმეტესობა ჩრდილოეთ ოსეთში დამკვიდრდა: ,, ის ცხოვრება ძალიან რთული იყო. არც სახლი, არც კარი. 10 წელი ჩემს ძმასთან ვიცხოვრეთ. ასე წვალებ-წვალებით... ჩემი შვილებიც, რომ წამოიზარდნენ, ჩემ დასთან ერთად ნელ-ნელა წელში გავიმართეთ. სახლიც გვქონდა, ყველაფერიც, მაგრამ ასე უცბად ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით - ამაზე რთული სხვა რაღა უნდა იყოს?“ - ამბობს ვალენა შავლოხოვა ,,Iryston TV“- სთან ინტერვიუში.

ვალენას და რუსიკოს საუბარი



- როგორ ხართ, ვალენ?
- არაგვიშავს. თქვენ როგორ ხართ, რა ამბებია თქვენკენ?
- რა ამბებია და უპატრონოდ დავრჩით, ლერის ვენახიც თხებმა შეჭამეს.
- ლენტო, როგორ არის?
- ესეც, მიდის-მოდის, ფეხები სტკივა ძალიან.
- ფეხები ყველას სტკივა, მარტო მაგას არ სტკივა. ბავშვები მანდ არიან?
- მაია იყო, დაურეკეს და წავიდა.
- ლენტო წევს?
- ხან წევს, ხან დგება, ზის ახლა.
- დამანახე აბა!
- სად არის ლერი?
- აქ არ არის, ნემსის გასაკეთებლად წავიდა.
- ქეთინო როგორღა არის?
- არაუშავს. მუშაობს და ცხოვრობს... ჩვენ როგორც ვართ, თქვენც, რომ მასე იყოთ კარგი იქნებოდა!
- ეჰ, ჩვენც არაგვიშავს, თქვენ არ მყავხართ აქ, თორემ ჩვენც არაფერი გვიჭირს.
- ასეა, ასე ცხოვრება! როგორ გეხვეწებოდით - შენც წამოდი, შენც წამოდიო? -,,არაა, თითს არავინ დამაკარებსო“ - ახლა იყავი მანდ!
- ჩვენ არავინ შეგვაწუხა და მაგიტომ, თან არავინ არ წავიდა და მე რა შემეძლო აბა?
- ბაღებს ამუშავებთ, მომიყევი აბა, სეტყვამ გააფუჭა რამე?
- არა, არა, წელს არა.
- რა გაქვთ აბა, ბალი გაქვთ?
- ბალი კი ბევრია, მაგრამ ვერ მოვრწყეთ და წვრილია ჩვენი. 3 ლარად ყიდის ყველა. ჩვენებს წყალიც არ ჰქონდა და ვინ იყიდის? სამ ლარად ჰყიდის ყველა. ისე ბევრია.
- რავიცი აბა, თუ გზები გაიხსნა შეიძლება ჩამოვიდე.
- თუ ჩამოხვალთ შეგინახავთ, თუ არა და გავაკეთებ რამეს.
- თუ ვერ ჩამოვედი, თეთრი ბლის მურაბა გააკეთე.
- ჰო, კარგი ეგ ადვილია. შარშანდელებიც ბევრი მაქვს.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020