Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სოფელ ტყემლოვანას ტერიტორია საპატრიარქოს გადასცეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ტყემლოვანა (ფართობით 57 791 კვ.მ) საპატრიარქოს გადასცეს. საჯარო რეესტრის მიხედვით, რეგისტრაცია 2019 წლის დეკემბერში განხორციელდა.

რუკის მიხედვით, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოექცა ის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, სადაც ჩრდილოეთ ოსეთში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს იძულებით წასულ მოსახლეობა ცხოვრობდა.

გადაფორმებული მიწის ფართობის მიღმა დარჩა რამდენიმე სახლი. რეგისტრაციის განხორციელებაში სპატრიარქოს ქარელის მერია დაეხმარა.

2019 წლის აპრილში საპატრიარქომ საჯარო რეესტრს წერილობით მიმართა. მართლმადიდებლური ეკლესია ქონების რეგისტრაციას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ითხოვდა.

 



ფოტოზე: საპატრიარქოს სახელზე რეგისტრირებული ფართობი სოფელ ტყემლოვანაში.

,,დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მიწის ნაკვეთის საზღვრები" - ეს იყო საჯარო რეესტრის თავდაპირველი პასუხი, რომლის გამოც, საპატრიარქოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, ხოლო მოთხოვნის დასასაბუთებლად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა დაევალა.

საჯარო რეესტრმა ქარელის მერიას მიმართა კითხვით:

,,გთხოვთ, დაგვიდგინოთ მიწის ნაკვეთის საზღვრები და შეესაბამება თუ არა "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს." - წერია მიმართვის ტექსტში.

იქვე საჯარო რეესტრი ქარელის მერიას განუმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.



საჯარო რეესტრი ქარელის მერიას ასევე სთხოვს, რომ ყურადღება გაამახვილოს შემდეგ საკითხზე:

,,საჯარო რეესტრში წარმოდგენილი ფოტომასალებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე განთავსებული არაა რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობა (ეკლესია, ტაძარი, მონასტერი), "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი სახელმწიფომ ეკლესიის საკუთრებად ცნო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული მართმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე, მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული." - წერია ქარელის მერისადმი გაგზავნილ წერილში.

2019 წლის ნოემბერში, ქარელის მერის ორი წარმომადგენელი, გოჩა გოგიჩაშვილი და ზურაბ ზურაბაშვილი მიდიან ტყემლოვანაში და ადგილზე დათვალიერების ოქმით ადასტურებენ მიწის ნაკვეთის იდენტურობას.

ამის შემდეგ, ქარელის მერი საჯარო რეესტრის ატყობინებს:



,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერია თქვენი 2019 წლის 8 ივლისის # 237227 მომართვის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის N1697 დადგენილების "საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის" კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ" მე-7 მუხლით განსაზღვრული, სოფელ ტყემლოვანაში მდებარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი იდენტურია შპს "ტერაგრაფიკის" მიერ მომზადებულ საკადასტრო ნახაზით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთთან." - სწერს ქარელის მერი საჯარო რეესტრს.

ქარელის მერის პასუხი საპატრიარქოს სახელზე მიწის გადაცემის საფუძველი გახდა.

ქვემოთ ფოტოზე მოცემულია საპროექტო ორგანიზაცია ,,ტერაგრაფიკის" მიერ მომზადებული დოკუმენტი. ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ მიწის ფართობში, რომელსაც საპატრიარქო ითხოვს, მოქცეულია საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათი მფლობელები დაუდგენელიაო.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020