Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობა ოჯახისთვის კვლავ უცნობია
ოჯახს ამ დრომდე არ აქვს ახალი ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მიერ დაჭრილი და გატაცებული 33-წლის ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ის 11 ივლისს დილით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" წევრებს იქ შესვლის უფლება დღესაც არ მისცეს. კორონავირუსის პანდემიის გამო გახელაძესთან მათი ვიზიტი გადაიდო.

გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. პრეს-სპიკერის განცხადებით, გახელაძე შეიარაღებული იყო და ,,სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საზღვარი 300 მეტრით გადაკვეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვერსიით, ქვემო ჭალაში მცხოვრები მამაკაცი რუს მესაზღვრეებს გადაეყარა. 10-ჯერ გაისროლა, ხოლო საპასუხო ცეცხლის გახსნისას დაიჭრა.

ოჯახი აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება. მათი თქმით, სოკოს საკრეფად წასულ გახელაძეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თან სანადირო თოფი ჰქონდა, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა.

,,არც ბანერებია, არც ხაზი. არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს... სანადირო თოფი ნამდვილად ჰქონდა ჩემს შვილს. თქვენ კარგად იცით, სანადირო თოფიდან 10 გასროლას ვერ განახორციელებდა. შეიძლება გაისროლა, მაგრამ მაგდენს ნამდვილად ვერ გაისროდა", - ამბობს დაკავებულის დედა ნანა გახელაძე.

,,ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია." - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020