Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სოფელი ვაკე - მთიდან ბარში
აქაური მოსახლეობა ზემოთ ცხოვრობდა, სხვილოს ციხესთან. იქ, სადაც პანტიანი მთავრდება. სვამდნენ წყაროს წყალს, შეფოთლილი ტყიდან გრილი ნიავი უბერავდა. მინდვრად გარეკილი ცხვრების ბღავილის ექო სოფლამდე აღწევდა. საღამო ხანს მორეკილი საქონლისთვის ქალებს რძის ჭურჭელი უნდა დაეხვედრებინათ. ცხელ ზაფხულში ხომ ცხვრის ფარა უფრო შორეულ მთებში, ჯავის რაიონში უნდა გაერეკათ. ასე მიდიოდა წლები სოფელ ზემო ვაკეში.

კომუნისტების პერიოდში ხელისუფლებამ მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება გადაწყვიტა. უგზოობის გამო, ათეულობით ოჯახს ბარში გადასახლება ურჩიეს. უფრო სწორად, ვალდებული გახადეს. ეს მოხდა 1960-იან წლებში.



ფოტოზე:
სოფელი ვაკე

ქვემო ჭალის მეურნეობაში ადგილიც მოიძებნა. ახალი საცხოვრებელი სახლები სწორედ ამ სოფლის გარეუბანში აშენდა. ზემო ვაკელები აქ დაასახლეს. სოფელსაც იგივე სახელი - ვაკე დაარქვეს. ასე გაჩნდა დასახლება, რომლის გადასაღებადაც წავედით.

ჩვენი ჩასვლის შესახებ სოფელში მალევე გავრცელდა ამბავი. მოსახლეობამ თბილად მიგვიღო. ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს რომ ოსურ ენაზე ვიღებდით რეპორტაჟებს, მათ შორის ქართველებსაც, რომლებიც ამ პატარა სოფელში ოსებთან ერთად, ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ,

გარემო იგივეა, რაც ჩვეულებრივ ბარის სოფელში. სოფლის ცენტრალურ გზებზე ასფალტი და ბეტონია დასხმული. სანიაღვრე არხებში წყალი არ ჩანს. სარწყავი წყლის პრობლემააო - გვითხრეს. სოფლის გარშემო უკვე გადაყვითლებულია მინდვრები. ქერის და ხორბლის ყანები აღებულია.


ფოტოზე: ჟენია ბაგიევი

ვაკეში, ჩვენი მასპინძელი ბედოშვილების ოჯახია. ოჯახის დიასახლისი - ჟენია ბაგიევა, ჯავის რაიონიდან, სოფელ ბაგიათიდანაა. მეუღლეს - ბაგრატ ბედოშვილს სწორედ იქ შეხვდა პირველად. ,,ცხვრების ფერმაში მუშაობდა. ერთი - შვიდი ათასი ცხვარი მაინც ჰყავდა. იქ ჩვენს მთაზე იდგა ამათი ფერმა; იქ მოდიოდა ხოლმე და ეგრე შევხვდით ერთმანეთს. დავქორწინდით. მანქანით ამოვიდნენ, დამსვეს და წამომიყვანეს.“ - იხსენებს ჟენია ბაგიევა.

ბაგრატ ბედოშვილი, ზემო ვაკედან 1963 წელს ჩამოსახლდა. როგორც გვიყვება - ობლობაში გაიზარდა. მამა და ბიძა მეორე მსოფლიო ომში დაეღუპნენ, ისე რომ მათი სახეები მეხსიერებაში არ დარჩენია. ,,ომის წლები იყო და მშივრები დავდიოდით; ეგრე გავიზარდეთ.“ - ამბობს ბაგრატი.

სოფელში ძირითადად მესაქონლეობას და მემინდვრეობას მისდევენ; თესავენ ხორბალს და ქერს. ძველად მისდევდნენ მეღორეობასაც, ტრადიციული მეურნეობის ეს დარგი, სოფლის მკვიდრთა შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა, თუმცა დღეს ეს დარგი ნაკლებადაა გავრცელებული.

სიტუაცია 1990-იან წლებში რადიკალურად შეიცვალა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ბევრს საცხოვრებელი სახლის შეცვლა კვლავ მოუწია. ახალგაზრდები ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ, ასაკოვანი ხალხი კი, სოფელში დარჩა.დღეს მათი შვილები და შვილიშვილები ვლადიკავკაზში ცხოვრობენ, პანდემიის გამო კი ვერ ახერხებენ მათ ნახვას. ამბობენ რომ უჭირთ ასე ცხოვრება, შვილები ყოველდღე ურეკავენ და კითხულობენ, მაგრამ მონატრებას ამით ვერ იკმაყოფილებენ.

ჟენიას თქმით, ვაკეში მოსახლეობა უშუალოდ არავის შეუწუხებია: ,,მაგ დროს ფოსტაში ვმუშაობდი; სულ ფეხით დავდიოდი ამ სოფლებში, მაგრამ ჩემთვის ზედმეტი სიტყვა არავის უთქვამს.“


ფოტოზე: მედიკო ხუბაშვილი

ამ სოფელში ცხოვრობს მარტოხელა მედიკო ხუბაშვილი. ისიც ზემო ვაკეშია დაბადებული. მისი ოჯახიც ბარში ჩამოიყვანეს, მშობლები აქ ცხოვრობდნენ. თვითონ კი, წლების განმავლობაში თბილისში ფაბრიკაში მუშაობდა. ,,ბამბის კომბინატში ვმუშაობდი 9 წელი; მერე სტუდენტებთან ვმუშაობდი 7 წელი. აირია მერე ქვეყანაც, ამ სახლში არავინ იყო და მოვედი, იქ ვეღარ ვძლებდი.“

სოფელი ვაკე, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურის ხეობაში, ზღვის დონიდან 960 მეტრზე მდებარეობს. ეს პატარა სოფელი ქვემო ჭალის თემში შედის და დაარსების დღიდან ოსებით არის დასახლებული. აქ ცხოვრობენ: კუდუხაშვილები (Къудухтӕ), ხუბაშვილები (Хуыбиатӕ), მელაძეები (Дриатӕ), ბედოშვილები (Бедойтӕ), ბიგანიშვილები (Биганатӕ). 2014 წლის აღწერით სოფელში 86 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს; 2019 წლიდან მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

სოფლამდე მისასვლელი გზა მთლიანად მოასფალტებულია. სოფლის მკვიდრნი კმაყოფილებას გამოხატავენ და ამბობენ, რომ: ,,ნახევარი საუკუნე აქ ასეთი პირობები არ ყოფილა" - თუმცაღა ძალიან აწუხებთ ე.წ. საზღვარი, რომელიც სოფლის სიახლოვეს გადის. სოფლის მკვიდრი ქალბატონი, თვალზე ცრემლმომდგარი გვიამბობს თავის გულისტკივილს: ,,ჩემი სურვილი და ჩემი ოცნება, ამ ასაკში ის არის, რომ ყველამ ისევ ერთად ვიცხოვროთ. ეს საზღვრები გაიხსნას, რომ ჩვეულებრივად ვინახულოთ ჩვენიანები..."



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020