Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ტანას ხეობაში სპეცრაზმისთვის 300 კბ.მ წიფელა დაამზადეს
კომპანია 1000 ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ შს სამინისტროს 300 კბ.მ წიფელის მიწოდება დაუგვიანა. 

კომპანია ,,გ.ვ"-ს დაჯარიმება საქართველოს შს სამინისტრომ მოითხოვა. დაჯარიმებული დირექტორი პროცესზე  აცხადებდა, რომ შსს-ს სურდა არა საქმის კეთება, არამედ კომპანიის დაჯარიმება.

საქმე ტანას ხეობაში წიფელას ჯიშის ხის მასალების მოჭრას და გამოტანას ეხება. 

ხელშეკრულება სამინისტროსა და კომპანია ,,ვ.გ"-ს შორის 2018 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისათვის წიფელა უნდა დაემზადებინათ გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში.

ხელშეკრულების თანახმად, ტყეკაფი უნდა გამოყოფილიყო გორიდან 20-25 კმ მანძილზე, სინამდვილეში - 40-45 კმ-ში გამოყეს.

,,სამინისტროს ეცნობა, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გზების გაყვანა და შესაბამისად, კომპანია ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულფასოვნად შესრულებას.

კომპანიამ ასევე შეატყობინა შს სამინისტროს, რომ ახალ ტყეკაფში არ იყო მისასვლელი გზა, ხოლო სოფელ ორმოცის მისასვლელი გზა დაახლოებით 10-15 კილომეტრის მოცულობით იყო დაჭაობებული და უვარგისი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისათვის.

,,გზაზე 4-ჯერ ჩავარდა მანქანა და საჭირო გახდა ბულდოზერით მისი გამოყვანა. კომპანიამ სცადა აღნიშნული გარემოების მოგვარება და ოთხჯერ შეაკეთა ეს მონაკვეთი, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე დღეში გზა ისევ ჭაობდებოდა. ასევე, შეუძლებელი იყო დამზადების ადგილზე მანქანის მოძრაობა და აუცილებელი იყო მოჭრილი ხის რამდენიმე კილომეტრზე გამოთრევა" - წერს კომპანიის დირექტორი.

ტყის ჭრით დაკავებულმა კომპანიამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სატყეო სააგენტოს  ახალი ტყეკაფის გამოყოფა მოსთხოვა. კომპანიის მოთხოვნა განიხილეს, სააგენტომ შეისწავლა ადგილმდებარეობა და დააკმაყოფილა მოთხოვნა.

სამუშაო პერიოდის დაწყებამდე მოხდა ბულდოზერებით გზების შეკეთება და თოვლის დახვეტა, დამზადდა დაახლოებით 50 კუბური მეტრი მორი, მათ შორის მოხდა 13 კბ/მ-ის ტრანსპორტირება. 

კომპანიის დირექტორი იმასაც აცხადებენ, რომ წიფელას ტრანსპორტირების დროს, შს სამინისტროს ლოჯისტიკის სამსახური წარმომადგენელი მასალას აი იღებდა იმის გამო, რომ არასამუშაო დღე იყო:

,,ამ მიზეზით დატვირთული ავტომანქანების მოცდენამ და დახმარების თხოვნით გაგზავნილი წერილების უპასუხოდ დატოვებამ განაპირობა ჩვენი მხრიდან მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება." - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა სასამართლოზე. ის გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შს სამინისტროს თვითმიზანი მათი კომპანიის დაჯარიმება იყო და არა საქმის შესრულება
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020