Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ზაზა გახელაძეს ცხინვალში წითელი ჯვარი სავარაუდოდ დღეს მოინახულებს
"წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს"-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს ინტენსიური კავშირი აქვთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ყველა მექანიზმი მიმართულია, რომ უპირობოდ გათავისუფლდნენ გატაცებულები.

"ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს ყველა ჩვენს პარტნიორთან, ვისაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მოგეხსენებათ 30-ში ჩანიშნულია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მე მქონდა შეხვედრა პერსონალური წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან საქართველოში, რომელმაც მითხრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც შეექმნა წითელ ჯვარს მონახულებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული იყო საკარანტინო პერიოდთან. სწორედ ეს მიზეზი დაუსახელეს მათ, რომ ეს პერიოდი უკვე დასრულებულია და მათ აქვთ მოლოდინი, რომ სწორედ დღეს ექნებათ საშუალება მოინახულონ ზაზა გახელაძე. რაც შეეხება მის მდგომარეობას ამაზე ინტენსიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ასევე პირობები, რომელშიც იმყოფება არის ასევე დამაკმაყოფილებელი. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ სულ იყო 6 ადამიანი ბოლო პერიოდში, 3 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან უკვე გათავისუფლებულია, დარჩენილია 3 სწორედ ცხინვალის რეგიონში. მათ შორის გახლავთ ზაზა გახელაძე. ყველა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მიმართულია იქეთ, რომ უპირობოდ გათავისუფლდეს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არანაირი პროცესები არ წარიმართოს, არამედ უპირობოდ მოხდეს ზაზა გახელაძის და სხვების გათავისუფლება. ეს არის ერთადერთი პირობა. სხვა არანაირი არ არის."

33-წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს და ფეხში დაჭრეს, შემდეგ - დააკავეს. ოჯახის წევრების ცნობით, გახელაძე სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, სროლა გახელაძემაც განახორციელა, რასაც ქვემო ჭალელები კატეგორიულად უარყოფენ:

,,დაგვირეკა ტელეფონით, რომ რუსებს ჰყავდათ დაკავებული. სნიკერსი კი მაჭამესო. სროლის შესახებ არაფერი უთქვამს," ამბობენ ოჯახის წევრები.

ფაქტის შესახებ განცხადება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა: ,,აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

სახალხო დამცველის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გადაადგილების, საკუთრების, განათლების მიღების თუ სხვა ადამიანის უფლების სისტემატიური შეზღუდვა.

,,სამწუხაროდ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ბოიკოტის გამო 2019 წლის შემდგომ შეჩერებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა, ხოლო ინდივიდუალური თუ სისტემური ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით არაეფექტიანია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. ამ ფონზე აუცილებელია სახელმწიფომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და ჩართულობით გაააქტიუროს მოქმედი ფორმატების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით განიხილოს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტიანი და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა და არსებული ფორმატების გამოყენება, რათა შესაძლებელი იყოს სწრაფი და დროული მოქმედებების განხორციელება." - განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020