Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
მერი ქორთიაშვილი - ბოშურელი ქალი ზემო ახალსოფლიდან
ამჟამად, ულამაზეს სოფელში
ცხოვრობს. მდინარე ტანას ხეობაში, სოფელ ბოშურის ცენტრალურ ნაწილში.
ოჯახმა აქ ბავშვობაში, დამამთავრებელ კლასებში სასწავლებლად
გამოგზავნა. ისე მოხდა, რომ აქვე დაოჯახდა.
მერი ქორთიაშვილი მას შემდეგ ზემო ახალსოფელში ბაბოსთან და პაპასთან მიდიოდა ხოლმე. მოხუცები იქ თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ. სოფლის დანარჩენი მცხოვრებნი როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ. ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა საბოლოოდ შეუწყო ხელი თეძმის ხეობის სათავეში მდებარე სოფლების დაცლას.
,,გორში შაბათობით მოვდიოდით ხოლმე, ბატკნები ჩამოგვყავდა გასაყიდად. მერე რომ ვიყიდიდით რაღაცეებს, საჭმელებს ან რაღაც, წავიდოდით ისევ ფეხით, 35 კმ უნდა გაგველო. გზა ატენიდან მიდიოდა. იქ სადაც სკოლა ინტერნატი იყო, იქიდან ავუყვებოდით ხოლმე - იურული, ველები, გულხანდისი, ჭანჭახა და მერე ჩემ სამშობლოში, ზემო ახალსოფელში გადავდიოდით" - ამბობს მერი ქორთიაშვილი.
გორის არქივში ინახება 1923 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვით, მდინარე ტანას ზევით და თეძმის ხეობის სათავეში უამრავი სოფელი არსებობდა. მაგალითად, მაზრის აღმასკომის წარმომადგენელმა სეტყვისგან დაზარალებული სოფლები მოინახულა და ეს წერილობით შეადგინა. ჩამონათვალში, სწორედ, ის სოფელია, რომელშიც მერი ქორთიაშვილი დაიბადა.
,,წავედი სოფლებში აღსაწერად, სადაც აღმოჩნდა 24 სოფელი: ახალსოფელი, გულხანდისი, პიტნარა, ნადარბაზევი, ლული, ნათლისმცემელი, საყავრია (მოკლულია 4-წლის ვაჟი გიორგი თომას ძე საავაშვილისა), დიდ-თავი, ფილათი; მთა-დეკეულა; ყანობისი; ფიცესი; ფელი; ხვწე; პატარა ჭვარები; მღებრიანი; ოქიანი, ჭანჭახა; თვლემნარი; იური; ტამი; ბორჩვანი; საჭია, დიდი ჭვარები. განადგურებულია - 377 დესეტინა ჭირნახული; 302 სული საქონელი." - წერს მაზრის აღმასკომს მისი წარმომადგენელი.
დღეს ამ 24 სოფლიდან აღარც ერთი არსებობს. ნასახლარებზე შემდგომ საქონლის სადგომის მოსაწყობად ასული ფერმერები მივიდნენ.
,,მოგახსენეთ-რა ზემო აღნიშნულს, გაცნობებთ, რომ ამ სოფლებს შორის სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია ორი სოფელი - ფილათი და მთა-დეკეულა, რომლის მცხოვრებთა სულთა რაოდენობა შესდგება ,,96" სულისაგან. მცხოვრებნი-კი, გამოთქვამენ დიდს უიმედობას და მოელიან საშინელ შიმშილს." - წერია დოკუმენტში, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი სოფელი 96 სულისაგან შედგება.
მერი ქორთიაშვილი გვიყვება, რომ დღედღეობით, ამ სოფლებში მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მიდიან. ხალხი ჩამოდის როგორც თბილისი ან რუსთავიდან, ასევე, ჩრდილოეთ ოსეთიდან.
,,წელს არამგონია მოახერხონ, კორონავირუსის გამო ჩაკეტილია საზღვრები. წელს ვერავინ მოახერხებს ჩამოსვლას" - ამბობს მერი ქორთიაშვილი.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани