Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,ჩემი მშობლიური სოფელი არის..." - დევნილები 12 წლის შემდეგ


ყველას თავისებურად გაყავს დრო. გაყავთ იქამდე, სანამ მშობლიურ სოფელში წასასვლელად ბარგს არ ჩაალაგებენ, თუმცა როდის დადგება ეს დღე?

ისევ ცოცხლები არიან ძროხები, ქათმები, კურდღლები, რომლებიც იქ დატოვეს; ზოგი გამოკეტილი, ზოგიც კი, ბოსლიდან გამოშვებული.

სულ 3 დღით დატოვეს ხეობა. დაბრუნდნენ ისევ შემოვლითი გზით. სახლის ჭიშკართან, კარის გაღებისთანავე საქონელმა დაიბღავლა, სად ხართ აქამდე; მშივრები და დაბმული როგორ დაგვტოვეთო;

ეზოს ძაღლი ღობიდან გადახტა. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილისგან მისუსტებულია, სახლის პატრონს წინა თითებით მკლავებზე შეახტა. ერთი სული აქვს, როდის ახდის ქვაბს პატრონი და მისთვის ნახევარ პურს გაიმეტებს.

მაგრამ, სახლის პატრონი სახლში ვერ შედის. თითქოს რაღაც აკავებს; ელოდებიან, მაგრამ ვერ შედის. თვალს დახუჭავს... უცბად გაახელს და მის გარშემო კოტეჯების კედლებია, რომელიც ამ 12 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მყარად დგას.

აღარც საქონელი ბღავის, აღარც ძაღლი ყეფს...აღარც სოფელია. ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა. თავს ისევ ბალიშზე დადებს, სურს განმეორდეს, მაგრამ საშინელი 8 აგვისტოს ფიქრები აღარც აძინებს...

ამასობაში მზემ უკვე მაღლა აიწია და დევნილთა კოტეჯებში მცხოვრებნი ჩვეულებრივი დღის წესრიგით აგრძელებენ ცხოვრებას.



გიული ბერუაშვილი ყვავილებს უვლის, ამირან მაღალდაძე კალათებს წნავს, ნანი მინდიაშვილი შვილის ფოტოებს ყოველდღე ათვალიერებს, ანა საბაშვილი კი, ბოსტანს უვლის.

გიული ბერუაშვილი წარმოშობით ერედვიდანაა, თუმცა აჩაბეთში დაოჯახდა. დედით ოსია. მისი დედულეთი დმენისია, სადაც ბავშვოს ძირითადი წლები გაატარა. ამბობს, რომ ვინც კი ნათესავი ყავს დედის მხრიდან, ყველა გამყოფი ხაზის მიღმა დარჩა. ომის შემდეგ, არც ერთი მათგანი უნახია. დეიდაშვილები, ბიძაშვილები - ერთმანეთს დააშორა ომმა.

მთელი სახლი ორანჟერიად აქვს ქცეული და ძალიან უნდოდა თავისი ლამაზი ყვავილები გადაგვეღო.



ბერბუკის დევნილთა დასახლებაში 81 წლის ამირან მაღალდაძეს ვესტუმრეთ. 12 წლის წინ ის დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქემერტიდან იძულებით წამოვიდა, მიატოვა ახლადაშენებული სახლი, მშობლიური მხარე და თავშესაფრის საძიებლად თბილისში წავიდა.

მძიმე მოსაგონარია მისთვის ის დღე - 13 აგვისტო, როცა დაცლილი სოფლიდან თავის მეზობელთან ერთად გვიან ღამით წამოვიდა.

,,ღამის ოთხ საათზე წამოვედი იქიდან. ჩემი მეზობელი ამოვიდა ჩემთან და - ამირან, შენი ჭირი მეო! საქონელიც მყავს, ყველაფერიცო, მაგრამ სროლებია საშინელი, მიდი-მოდიან რუსული მანქანები და ზემოდანაც ისვრიანო და აქ თავისმოკვლას, შეგვიძლია თავი გადავირჩინოთო." - ჩააბარა კერა ადგილის დედას და წამოვიდა.

თორმეტმა წელმა თითქოს თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა. ერთ დროს სიცოცხლით სავსე სოფელი - ნაცარტუტად იქცა, ხეობაში ქართული კვალი გაქრა.

ჩვენი გმირი ახლა ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. ახალი ცხოვრების დაწყება არ გასჭირვებია, როგორც გვიყვება: გაახსენდა ძველი ხელობა - მანეულით ქსოვა და ახლა სამშობლოში დაბრუნების ლოდინს ხელსაქმით იქარვებს.

ქემერტელ და ბერბუკელ მეობლებს ამირანის ხელით დმზადებული კალათები დღესაც აქვს. ამბობს, რომ არ უჭირს. ასაკის მიუხედავად მაინც მყარად დგას და კვლავ აქვს იმედი ქემერტში დაბრუნების.



ნანი ბერუაშვილს ყველაზე მეტად შვილის საფლავი ენატრება. კარადის თაროზე სპეციალური კუთხე აქვს მოწყობილი. იქ ოჯახის იმ წევრების ფოტოები უდევს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. მისი შვილი ქემერტშია დაკრძალული. ავღანეთის ომში დაეღუპა. 

მისი შვილი იმ რუსი ჯარისკაცების გვერდით იბრძოდა, რომლებიც წლების შემდეგ, მის სოფელს დაბომბავენ.

,,შვილის საფლავი მენატრება," - ეს არის ერთადერთი რამ, რისი ფიქრიც ნანი მინდიაშვილს ყოველდღიურად აწუხებს. ომის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 




ანა საბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი ქურთა დატოვა. დღესაც დარწმუნებულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავის სოფელს დაუბრუნდება.

,,როცა რაღაც ნივთი დამჭირდება, ვიტყვი ხოლმე, რომ გვაქვს. მაგრამ, სინამდვილეში ეს ნივთი იქ მქონდა. სიზმრებში სულ იქ ვარ. დავდივარ, დავდივარ ამ სოფელში, მაგრამ სახლში ვერ შევდივარ. ასეთ სიზმრებს ვნახულობ. ყველაფერი ეგრე დავტოვეთ, რაც გვქონდა. კურდღლები გვყავდა ძალიან ბევრი. როცა წამოვედით ხეობიდან, სულ იმას ვჯავრობდი: ნეტავ რამდენი ხანი გაძლეს კურდღლებმა მშივრები" - იხსენებს ანა საბაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020