Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ გაქრა ქარელის ბანკიდან 122 000 ლარი
ლიბერთი ბანკის ქარელის ფილიალში დიდი ოდენობით თანხა, არასანქცირებული ოპერაციების გზით, მიითვისეს. ფაქტი სასამართლო პროცესზე დადასტურებულად მიიჩნიეს.

ლიბერთი ბაკის კუთვნილი, 122 000 ლარის მითვისება საკრედიტორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაუდასტურდა. რაც შეეხება ფილიალის მენეჯერს, სათაო ოფისმა ის სამსახურიდან 2018 წელს გაათავისუფლა.

ფილიალის მენეჯერმა, ერთი წლის შემდეგ, სამსახურში თავი აღიდგინა და კომპენსაცია 18 000 ლარიც მიიღო. პროცესზე ფილიალის მენეჯერის ბრალეულობა, აღნიშნულ საქმეზე, ვერ დაადგინეს.

qartli.ge-მ გაარკვია იმ საქმის დეტალები, რომელიც ქარელში 122 000 ლარის მითვისების ფაქტს ეხება. 

კერძოდ: ქარელის ფილიალს, სესხის აღების მოთხოვნით, 11-მა მოქალაქემ მიმართა. კლიენტებს განუცხადეს, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს და უკან გაისტუმრეს, ბარათები კი თვითონ დაიტოვეს.

როგორც შიდა აუდიტმა გაარკვია, საკრედიტორი ბარათების ლიმიტები დამტკიცებული იყო, ხოლო თანხას კლიენტებისგან გამორთმეული ბარათებით ბანკის თანამშრომელი იღებდა.

შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, საკრედიტო დეპარტამენტის წარმომადგენელი, პროგრამულად გატარებული არასანქცირებული ოპერაციებით, სესხზე დარიცხულ პროცენტებსაც მალავდა.

,,არასანქცირებული ოპერაციების გზით ბანკისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 121 857 ლარი." - აღნიშნულია შიდა აუდიტის დასკვნაში.

შიდა აუდიტმა ასეთი არასანქცირებული გადარიცხვა 11 კლიენტთან დაკავშირებულ ბარათებზე მოიძია, მათ შორის, ბანკის ფილიალის მენეჯერის კუთვნილი ბარათი აღმოჩნდა.

ფილიალის მენეჯერმა განმარტა, რომ საკრედიტო დეპარტამენტის წარმომადგენლის თხოვნით, აიღო საკრედიტო ბარათი თავდაპირველად 1000 ლარის ოდენობით. ბარათი თანამშრომელს გადასცა, რომლის თხოვნის საფუძველზე ლიმიტი მოგვიანებით გაიზარდა 2 000 ლარამდე. მოკლე პერიოდის შემდგომ მისმა თანამშრომელმა, მენეჯერის დაუკითხავად, ლიმიტი გაზარდა 2500 ლარამდე.

ფილიალის მენეჯერს შეედავდნენ იმაში, რომ მან აღნიშნული არასანქცირებული ოპერაციების შესახებ სათაო ოფისს დროულად არ აცნობა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა სასამართლოში იჩივლა და განმარტა, რომ მან სათაო ოფისს მაშინ შეატყობინა, როდესაც მობილურ ტელეფონზე თანხის ლიმიტის გაზრდის შესახებ, შეტყობინება მიიღო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020