Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ჟანა ბითიევი და ნინო ქარქუსოვი წეროვანიდან
წეროვნის დასახლებაში შესვლითანავე თვალში მოგხვდებათ უბნების სახელწოდებები: ,,კეხვი", ,,ქურთა", ,,აჩაბეთი" ,,ერედვი" და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ უბანში კეხველები, აჩაბეთელები, ქურთელები და ა.შ. ცხოვრობენ.

მოსახლეობა, რომლის სოფლებიც აგვისტოს ომის შემდეგ აღარ არსებობს, ერთგვარ იდენტობას ინარჩუნებენ... რომ ისინი ისევ ერთად არიან და მათი გამქრალი დასახლებები აგრძელებს ,,არსებობას".

ამ უბნებს შორის განსხვავებას მაინც შეამჩნევთ. ზოგიერთ უბანში ასფალტი უფრო კარგი ხარისხისაა დაგებული, ზოგ უბანში უსწორმასწორო და დაზიანებულია. ახალგორის, ერედვისა და ქურთის გამგეობები აქაური მოსახლეობის ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს.

,,ყველაზე კარგი გზა და სახლები მაინც ახალგორელების უბანშია" - გვიყვებიან დასახლებაში. მიგვანიშნებენ, რომ ახალგორელების უბანს ახალგორიდან დევნილი ბიზნესმენი პატრონობს.

ჟანა ბითიევი

არასამუშაო დღე იყო. ღია ჭიშკრიდანვე შევამჩნიეთ, რომ ეზოში უამრავ საქმეს აკეთებდა. ეზოში - ახლადგარჩეული ლობიოს კუწეწი, ატმით სავსე ყუთები, კომპოტისთვის გამზადებული შუშის ქილები.

წინასწარ ვიცოდით, რომ მშრომელ ადამიანთან მივდიოდი, ჩვენმა მეგზურმა, ნანა კახნიაშვილმა მიგვასწავლა. ნანას ყველა იცნობს, ჟურნალ ,,ლიახვის ხეობაში" მუშაობს. თითქმის ყველა ოჯახის ტკივილი იცის. რჩევა სწორედ მას ვკითხეთ, შერეულ ოჯახებს ვეძებდით.

,,დღეს არ ვმუშაობ, სამსახურში არ ვარ და მინდოდა, რომ სახლის საქმეები მომესწრო" - გვითხრა ქალბატონმა ჟანამ. ის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობს.

ჩვენი მასპინძელი ჟანა ბითიევი პანკისის ხეობაში დაბადებული და გაზრდილია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ცხინვალის ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. შემდეგ თამარაშენში დაიწყო მუშაობა, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო. დაოჯახდა და იქვე გააგრძელა ცხოვრება.

როგორც ყველას, მასაც ეგონა, რომ თამარაშენს დროებით დატოვებდა. აგვისტოს ომის დროს სოფელში გაჩერება შეუძლებელი იყო. იქ მცირე მეურნეობა ჰქონდათ. ომმა კი ყველაფერი შეცვალა. როგორც გვიყვება - შვიდი აგვისტოს ღამით საერთოდ არ სძინებია, მიმოფანტულ ოჯახის წევრებს ეძებდა გზა-გზა. ორი სახლი, ჯაფით ნაშენი ფუძე - ტანკებს შეატოვა და წამოვიდა.

,,მეზობელმა დამიძახა: ,,ხალხი გარბის და შენ რას აკეთებო? - მეთქი სახლში არავინ არის და ჩემი სახლი უპატრონოდ როგორ დავტოვო-თქო?! მერე დავიწყე გზაზე სიარული, ასე გზადაგზა ვეძებდი ჩემს ოჯახის წევრებს. რომ ვიპოვე ყველა, ჩავსხედით ჩვენს მანქანაში და წამოვედით ერედვში, ერედვიდან კი - გორში, ისე რომ თან არაფერი წამოგვიღია. მე ქოშები და საშინაო ტანსაცმელი მეცვა..." - გვიყვება ჟანა ბიტიევა.

სანამ წეროვანში დაიდებდნენ ბინას, თბილისში ცხოვრობდნენ. ახალი ცხოვრების დაწყება სამშობლოსგან შორს მოუწიათ. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს - არ მოელოდა, თუ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ: ,, მე მეგონა ერთი-ორი დღე დავრჩებით და მერე უკან დავბრუნდებით-თქო, ადრეც გამოვსულვართ, გამომიყვანია ბავშვები, პატარები რომ იყვნენ, ერთი-ორი კვირის მერე დავბრუნებულვართ და ახლაც მეგონა, რომ ყველაფერი ჩაივლის და დავბრუნდებით ჩვენს სახლებში-თქო, მაგრამ ვეღარ..."

ნინო ქარქუსოვი

ნინომ სკოლა ახალგორის რაიონში დაამთავრა. წარმოშობით სოფელ მორბედაანიდანაა. დედა ამჟამად მორბედაანში ცხოვრობს, მამა - ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში. სკოლა რომ დაამთავრა, სასწავლებლად ვლადიკავკაზში წავიდა. იქ მომავალი მეუღლე - ლევან რაჭველიშვილი გაიცნო.

ომის შემდეგ სოფელში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ამიტომ, ოჯახმა წეროვანში, ახალგორელების უბანში გააგრძელა ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ახალგორის საგუშაგო მთლიანად ჩაიკეტა (2019 წლის შემდგომიდან), ვეღარც დედასთან მიდის.

,,დედა მზარეულად მუშაობს ახალგორში, ძალიან კარგ რაღაცეებს აკეთებს. თუ მოახერხა აქეთ გამოსვლა როდისმე, ამაში დაგარწმუნებთ" - შეგვპირდა ნინო.

ნინოს ბევრი მეგობარი, მეზობელი, ახლობლელი - ყველა ახალგორის რაიონშია. ვიდრე გზა გახსნილი იყო და ახერხებდა წასვლას, ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო:

,,ჩემი სოფლიდან აქაც ცხოვრობენ, წეროვანში, მაგრამ იქ ბევრი დარჩა; იქ ყველა ერთმანეთში კარგად ცხოვრობს. ოსიც, ქართველიც - ერთმანეთს გვერდში უდგანან. დედაჩემი ისეთ რაღაცეებს მიყვება ხოლმე, რომ ძალიან მიხარია. მეც, რამდენჯერაც მომიხერხდა ჩასვლა, მეგობრები, კლასელები, ისე თბილად მხვდებიან. მოვიკითხავ აქედან ჩემ მასწავლებლებს, ჩემ ყველა მეგობარს. ძალიან კარგი წლები მაქვს გატარებული მორბედაანში. მინდა, რომ დავბრუნდე, ჩემი შვილებიც იქ წავიყვანო. ძალიან მინდა ისევ ერთად ვიყოთ ყველანი," - ამბობს ნინო.


 


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020