Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კვლევა ჩატარდა
,,გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელოვნის
საკითხებზე, "NDI - ის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრა ონლაინ,
საკომუნიკაცია პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით, გაიმართა.
განიხილეს ,,CRRC საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა მეგობრობის ხიდი ქართლოსის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის სახელწოდებაა - ,,გორის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართვის გააქტიურების ხელშეწყობა".
პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტის მეგი ბიბილურის თქმით, ძირითადად, ახალგაზრდები გამოიკითხნენ, რომლებიც იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც ადგილობრივ თემს აწუხებს.
გამოკითხვა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში: ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ხურვალეთი, მერეთი, კოშკა, მეჯვრისხევი; ასევე, დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები. ეს დასახლებებია: სკრა და ხურვალეთი.
გამოკითხვაში მონაწილეობას ,,ქართლოსის" წარმომადგენელი, ანა ჯებისაშვილი იღებდა. მისი განმარტებით, შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც საფუძვლად სწორედ გამოკითხვის შედეგად მიღიებულ ინფორმაცია დაედო.
სწორედ, ეს დოკუმენტი გააცნეს საჯარო განხილვაზე, რომელიც პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა. ანა ჯებისაშვილმა ისაუბრა როგორც დასკვნაში გამოკვეთილ პრობლემებზე, ასევე, მონაწილეებს კონკრეტული მაგალითები გააცნო, თუ რას ფიქრობენ ადგილობრივი ახალგაზრდები. ასე, მაგალითად, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 18-წლის გოგო ამბობს:
"ალბათ დაიცვას (სახელმწიფომ - რედ.) ეს საზღვარი, იმიტომ რომ ისე ხდება იმ ადამიანების გატაცება, რომ ვერც კი ხვდებიან, საიდან და როგორ, ამიტომ ის ადგილები უნდა კონტროლდებოდეს, სადაც ეს ხალხი მოძრაობს და თუნდაც ის პირუტყვი თუ რაც გაყავს იქ საქონელი, ისინი დაიცვას." (გოგო, 18 წლის, დასაოჯახებელი, დასაქმებული, დევნილთა დასახლება).
მეგი ბიბილურის თქმით, კვლევის დოკუმენტი, ძირითადად, შეიქმნას იმისათვის, რომ მაჟორიტარმა კანდიდატებმა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში ასახონ დოკუმენტში მოცემული გამოწვევები, ხოლო კანდიდატების მიერ გაცემული დაპირებები ამ პრობლემების მოგვარებას ეხმიანებოდეს.
დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდებს თვითრეალიზაციისა და დასაქმების საკითხი აწუხებთ. კერძოდ, ნალებია ახალგაზრდული პროგრამების შესახებ ინფორმაცია; სამიზნე დასახლებებში (ადგილზე) ნაკლებია არაფორმალური განათლების შესაძლებლობები;
განვითარების მცირე შესაძლებლობის ფონზე გაზრდილია მიგრაცია; გასაუმჯობესებელია განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი; საჭიროა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საჭიროა პედაგოგების გადამზადება; ნაკლებია ახალგაზრდა პედაგოგების რაოდენობა; ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია და ა.შ.
საინტერესო აღმოჩნდა ასევე ის საკითხი, რომ სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას ხელი არ ეწყობა.
ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს ბორდერიზაცია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე, თავისუფლებაზე და ეკონომიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.
კერძოდ: სახნავ-სათეს მიწებზე, საძოვრებზე, წლის რესურსებზე და სოფლის სასაფლაოებზე შეზღუდული წვდომა; პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობის ნაკლებობა/შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მხარდაჭერის ნაკლებობას გრძნობს.
არის რეალიზაციის პრობლემა (მაგ. ტრანსპორტირება); ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ნაკლებობა და არსებული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა.
ადგილობრივ გლეხებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ინვესტირებისთვის სათანადო მატერიალური და არამატერიალური რესურსები არ გააჩნიათ (მაგ. შხამ-ქიმიკატები).
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, პრობლემაა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა.
კვლევის მიხედვით, არჩეულ მაჟორიტარსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოსახლეობის საჭიროებებს.
კვლევის მიხედვით, დევნილები განიცდიან სოციალური დახმარების სიმცირეს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე წვდომის ნაკლებობას, საცხოვრებელი ფართის შეუსაბამობას მზარდი ოჯახებების საჭიროებებთან.
დევნილები უთითებენ, რომ დასაქმების შესაძლებლობების არ არსებობა; არსებული პროგრამები არაეფექტურია. ნაკლებია დასაქმების ხელშესაწყობად პროფესიული გადამზადების შესაძლებლობები, ტრენინგები.
კვლევის მიხედვით, მოსაწესრიგებელია გზები, სარწყავი არხები; სკოლები; სამედიცინო პუნქტები; ახალგაზრდული სივრცეები.
მკვლევარები უთითებენ, რომ მოსახლეობაში ნიჰილიზმი და უიმედო განწყობაა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ამიტომ, პოლიტიკოსებს აძლევენ რეკომენდაციას, რომ პოლიტიკურმა სუბიქეტებმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ დევნილთა პოტენციალის გამოყენებას სამშვიდობო პროცესებში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ალტერნატიული ხედვების განხილვას.
ასეთია, მოკლედ ის შედეგები, რაც კვლევის დოკუმენტის მიხედვით, საჯარო განხილვაზე ისაუბრეს. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი პარტიის წარმომადგენლების და დევნილი ახალგაზრდების ჩართულობით გაიმართა დისკუსია.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით ხორციელდება. რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართვის ხელშეწყობას.

ახალგაზრდები

ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს
ცხოვრება

დევნილთა
დასახლებები

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани