Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
პანდემიის გამო, შვილები და შვილიშვილები ვლადიკავკაზიდან წელს ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ, ორთუბნის უბნებსა და ეზოებში სიმშვიდეა. პატარა ბავშვები არ ხმაურობენ. სოფელი, სწორედ, წელიწადის ამ დროს ცოცხლდება. თანაც ისე ცოცხლდება, ახალგაზრდების მხიარულება, ძამის პირზე ცეკვა-თამაში ,,ზაზას ციხეში" მცხოვრებ მონაზვნებს აწუხებთ. ხშირად მიუციათ შენიშვნა, ლოცვაში ხელს გვიშლითო.
სოფლები, რომლებიც ორთუბნიდან იწყება (ელბაქიანთკარი, გვერძინეთი, წიფლოვანა, ტყემლოვანა და ა.შ.) ეთნიკური ოსებითაა დასახლებული. მოსახლეობა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნა.
სიკვდილის შიშმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. ამიტომ, ვინც აქ ცხოვრობს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყველაფერს გაუძლეს და დარჩნენ. ან კონფლიქტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ - მიუხედავად თავს გადატანილი უბედურებებისა.
მომხდარ ამბებს ცრემლიანი თვალების გარეშე ვერც ერთი ჩვენი მასპინძელი იხსენებს. 90-იანი წლების ომის თემა ყველაფერს ფარავს - უწყლობას, უგაზობას, უმუშევრობას. ეს ომი ყველა ადამიანს შეეხო. მათ შორის, ზინა სანაკოევს, რომლის ნახვა თვით ორთუბნელებმა გვირჩიეს.
- მობრძანდით! ძაღლი არ გიკბენთ, უბრალოდ მოგეფერებათ, როგორც სტუმრებს. - ზინა სანაკოევამ ჭიშკარი გაგვიღო და ეზოში დიდი და ფუმფულა ცუგა შემოგვეგება. ოსური ანდაზისა არ იყოს: ,, ზღურბლზე შედგები თუ არა, მაშინვე გაიგებ მასპინძლის სტუმართმოყვარეობასო" - ჩვენც მაშინვე მივხვდით, რომ ნამდვილად სტუმართმოყვარე ოჯახში მოვხვდით.
ზინა სანაკოევა სოფელ გუჯარეთიდანაა. 71-წლის წინ, ის იმ სოფელში დაიბადა, დღეს რომ აღარ არსებობს.
,,სულ ოსები ვცხოვრობდით. სკოლაში რომ დავდიოდით, ცხინვალელი პედაგოგები გვასწავლიდნენ. ქართულად დამლაპარაკებელი არავინ გვყავდა. ერთი ექთანი გამოგვიგზავნეს, ქართველი. იქვე გათხოვდა. სპეციალურად მივდიოდით ხოლმე მასთან, რომ გაგვეგო, როგორი იყო ქართული ენა" - იხსენებს ქალბატონი ზინა და ამბობს, რომ ქართული ენა მხოლოდ მას შემდეგ ისწავლა, როდესაც ორთუბანში გათხოვდა.
მომავალი მეუღლე, ნახევარი საუკუნის წინ, გუჯარეთში გაიცნო. ორთუბნელი ანზორ ხარებოვი გუჯარეთში მამიდასთან ხშირად ადიოდა. როგორც ჩვენი მასპინძელი გვიყვება - ოთხი წელი შეყვარებულები ყოფილან, მაგრამ მამა წინააღმდეგი იყო მათი ქორწინებისა:
,,ამას ვინ დააქორწინებდა, საწყალი, ობოლი ბიჭი იყო და არავინ ჰყავდა, ქორწილი რომ გადაეხადათ; მამა ადრე მოუკვდა, დედა კი გაუთხოვდა. ამოვიდა და მითხრა: ,,რამდენი ხანიც გინდა იჯექი, მე ქორწილი მაინც არ მექნებაო და ერთი წელიც აქ იჯდებიო?" ავდექი და წამოვედი. ერთი პალტო მქონდა, ის ჩავიცვი. ცუდად რომ არ წამოვსულიყავი, მეზობლის გოგო გამოვიყოლე. ძარიანი მანქანით წამომიყვანეს, გამოვიპარე. მახსოვს, 18 იანვარი იყო, აქ რომ ჩამომიყვანეს. ჯერ სუქანაანთუბანში მიმიყვანეს, სადაც დედამისი იყო გათხოვილი. იქ გადამიხადეს ქორწილი. მერე მოვედით აქ. დიდი მანქანით მოვდიოდით. მაშინ ვნახე პირველად ხიდი. ისეთი ძველი ხიდი იყო, მეშინოდა, არ ჩატეხილიყო. მომიყვანა აქ, ტკბილად ვცხოვრობდით, სამი შვილი შეგვეძინა - ორი ვაჟი და ერთი გოგო..." - გვიყვება ზინა სანაკოევა.
მას შემდეგ ბევრა წელმა განვლო. ოჯახი მშვიდად და წყნარად ცხოვრობდა სოფელში, იმ სოფელში, რომელიც ჩამოსვლისთანავე შეუყვარდა ზინას - არაჩვეულებრივი გარემო, სტუმართმოყვარე და ერთგული ხალხი, ასევე სოფლის დღესასწაულები და განსაკუთრებით ზაზაობის დღესასწაული, რომელიც ზაზა ფანასკერტელის საპატივსაცემოდ დამკვიდრდა 1987 წლიდან ორთუბანში.
,,ზაზაობა იყო ლამაზი დღესასწაული. მოდიოდნენ ხოლმე ყველა მხრიდან სტუმრები. იცოდნენ რომ ზაზაობა იყო და ძალიან უხაროდათ. ქარელის რაიონიდან მოდიოდნენ ხოლმე, ბრეთიდანაც, ხაშურიდანაც... თავიანთთვის აკეთებდნენ ხოლმე ყელაფერს, თონეებს ყრიდნენ, პურს აცხობდნენ, ხინკალს ხარშავდნენ; ძალიან ლამაზი იყო... კონცერტებიც იყო, მღეროდნენ ხოლმე, ჭიდაობები იყო... მოილხენდნენ ხოლმე ეს ახლობლები და ნათესავები, ერთად გროვდებოდნენ და კარგ დროს ატარებდნენ."- გვიამბო ზინა სანაკოევამ.
ორთუბანი ძამის ხეობის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. აქაა ორთუბნის დედათა მონასტერი და მზოვრეთი. ოდესაც ქალაქი იყო, ზაზა ფანასკერტელის მიერ აღორძინებული. ამიტომაც, ორთუბნის ციხეს ,,ზაზას ციხეს" უწოდებენ. ხეობის დიდი მხერდამთავრის, ფანასკერტელის სახელობის ,,ზაზაობა" აქ 1991 წლამდე ერთგვარი დღესასწაული იყო.
სწორედ ქართლის დაცვის მისია ჰქონდა ხეობას და მის მფლობელს ზაზა ფანსკერტელს, რომელიც გაერთიანებული საქართველოს დაშლის შემდეგ, სამცხიდან ათაბაგებს გამოექცა და ქართლის მეფეს დაუდგა გვერდით. მხოლოდ ზაზა ფანასკერტელის და მისი ძმის, ციცის მიერ ხეობაში 58 ციხე და ეკლესია აშენდა.
,,ზაზაობა" უკანასკნელად 1991 წელს ჩატარდა. იმ დროს, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს - ძამის ხეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ოსები შეადგენდნენ.
ტკბილი ცხოვრება 1990-იან წლებში შეწყდა. დაიწყო ,,ქართულ-ოსური კონფლიქტი". ეთნიკური კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის გარეთ მცხოვრები ოსებისთვის საშიში გახდა. ძამის ხეობის ოსებმა სახლების დატოვება დაიწყეს.
ზინა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ავტობუსით თბილისში წავიდა, იქიდან კი, ვლადიკავკაზში უნდა წასულიყო. გორთან, საგუშაგოზე, ავტობუსი ,,არაფორმალებმა" გააჩერეს. ნახეს, რომ ავტობუსში ოსები იყვნენ. ზინას ოჯახის წევრების გარდა, ავტობუსში 2 ახალგაზრდა ბიჭიც იყო, ისინიც ორთუბნელები იყვნენ. ყველანი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და გორის შტაბში წაიყვანეს.
,,ოსები ხართო და აქ რა გინდათო? - ავტობუსში ამოცვივდნენ, სულ წვერიანები. ვინც კი ოსები ვიყავით ყველა ჩამოგვყარეს და შტაბში წაგვიყვანეს. ჩემმა ქმარმა უთხრა, რომ ,,ქართველი ნათესავები მყავსო - დეიდაშვილები სკრელებიო". წავიდნენ სკრაში და ჩამოიყვანეს ჩემი ქმრის დეიდაშვილი, ნამდვილად ნათესავი იყო თუ არა, იმის დასამტკიცებლად. ჩამოვიდა ის ბიჭი და დაგვიხსნა. ჩვენ ხელი არ დაგვაკარეს, მაგრამ იმ ორ საწყალ ბიჭს ცემაში ამოხადეს სული..." - ზინა და მისი მეუღლე ქართველმა ნათესავებმა კი დაიხსნეს, მაგრამ იმ ორი ბიჭის ცხედარი, როგორც თავად ზინა გვიყვება - მტკვარში იპოვეს, თბილისთან ახლოს.
იმ დღის შემდეგ აქ დარჩენაზე აღარც უფიქრიათ. ახლადაშენებული სახლი, საქონელი - დატოვეს და შვილებთან, ვლადიკავკაზში წავიდნენ საცხოვრებლად.
ახალმა ცხოვრებამ ახალი სირთულეები მოიტანა. უსახლკაროდ, უცხო მხარეში გადახვეწილებმა ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეს. თავშესაფრის შოვნამდე - ნათესავებთან ათენებდნენ ღამეს; მერე ერთ-ერთ ქარხანაში დაიწყეს მუშაობა და საერთო საცხოვრებელში ბინაც მიიღეს:
,, ბავშვებიც წამოიზარდნენ, მაგათმაც მუშაობა დაიწყეს, ფეხზე დავდექით, ცოტა წავიდა ეს ტკბილი ცხოვრება, მაგრამ მერე ქმარი გარდამეცვალა და ისევ ცუდი ცხოვრება დაიწყო ჩემთვის; წამოვედი იქიდან და ვცხოვრობ აქ უკვე 12 წელია." - გვიყვება ზინა სანაკოევა.
,,და გუჯარეთში რა მოხდა?" - ვკითხეთ. თან ,,ზაზას ციხეს" გავხედეთ, რომელიც აივნიდან ხელის გულივით მოჩანს, სადაც წვიმიან ამინდის მიუხედავად, მაინც ჩერდებოდნენ ვიზიტორები სურათების გადასაღებად.
,,ჰო, იქ ჩემი ძმისშვილი, 33-წლის გოგო დაიკარგა" - გვიპასუხა ქალბატონმა ზინამ.
,,როგორ თუ დაიკარგა?"" - ჩავეძიეთ.
ჩვენ გაგებული გვქონდა, რომ იქ რაღაც საშინელება მოხდა, რომლის პირველ წყაროს ქართველი ჟურნალისტები დიდი ხანია ვეძებთ.
,,ხმა გავარდა, სოფელს დაეცნენო და ეს ხალხი ღამე ტყეში გაიქცა. ვინ სად გარბოდა, არ იცოდა. მეორე დღეს ვეღარ იპოვეს ეს გოგო. ეძებეს ტყეში, არც სისხლის კვალი იყო, არც ნადირის. სასომხეთშიც კი ეძებდნენ, იქით ხომ არ გადააღწიაო, მაგრამ ამდენი წელი გავიდა, ისე დაიკარგა, ვერაფერი გავიგეთ." - გვითხრა ქალბატონმა ზინამ.
დაკარგული გოგოს ფოტო თვითონ არ აქვს, სამაგიეროდ, დაკარგული გოგოს ძმის ფოტო გვაჩვენა, რომელიც გადარჩა და წლები ვლადიკავკაზში ცხოვრობდა. ეს ძმაც ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე წლის წინ. ზვავი ჩამოწვა და იქ მოყოლილა.
,,აქ კარგია, აქ მომწონს - ჩამოვედი იქიდან და აქ ვცხოვრობ - სადაც დავბერდი, სადაც დავიბადე და სადაც ვცხოვრობდი - იმ ადგილას მინდა რომ ვიცხოვრო, იქ საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ გაწვალებულები ვიყავით და სიკვდილს ისევ გადარჩენა გვერჩივნა, მერე დავბრუნდი და ვცხოვრობ აქ, სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი, მე მიყვარს აქ და ვიცხოვრებ სანამ ცოცხალი ვიქნები, ან მკვდარს წამასვენებენ, ან აქ დამმარხავენ; ჩემი მამამთილი და დედამთილი აქ არიან დასაფლავებულნი." - გვითხრა ზინა სანაკოევამ.
ზინა სანაკოევა - ორთუბანი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани