Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,თავისუფალმა საქართველომ" გორის მაჟორიტარ კანდიდატად ნანა აღორძინება დაასახელა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში " თავისუფალმა საქართველომ" დღეს, გორის მაჟორიტარ კანდიდატად ნანა აღორძინება დაასახელა.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველო" ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

"დღეს ჩვენ შიდა ქართლში ვიმყოფებით, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული ხერხემალია და ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული მემატიანე. სამწუხაროდ ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებული და იგნორირებულია. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების ცხინვალში გატაცება, უკვე ჩვეულებრივ ნორმად იქცა. ოკუპანტებმა ქართველების გატაცება მომგებიან ბიზნესად აქციეს და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში სძალავენ ფულს ეთნიკურად ქართველებს. არის უკანანო დაპატიმრების ფაქტებიც, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ისიც საუკეთესო შემთხვევაში საპროტესტო განცხადებებით იფარგლება",- განაცხადა კახა კუკავამ.

მისი აზრით, აუცილებელია რომ ე.წ. "სასაზღვრო ზონაში" ქართული მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობდეს და მას სახელმწიფოსგან, მის გვერდში დრომის განცდა გააჩნდეს.

"კარგად გვახსოვს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, თუ რა დღის წესრიგი არსებობდა საქართველოში. მაშინდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ნომერ პირველი საზრუნავი კონფლიქტის ზონები იყო. დღე არ გავიდოდა, რომ ამ საკითხების განხილვა არ მომხდარიყო. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მესამე ხარისხოვან პრობლემად იქცა, ვინაიდან ხელისუფლებას, მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა, ვირტუალურ საკითხად იქცა, რომელიც ფარატინა ქაღალდების დოკუმენტირების დონეზეა დასული",- აღნიშნა კახა კუკავამ.

გორში შეკრებილ ამომრჩევლებთან საკუთარი პოზიცია დღეს ნანა აღორძინებამაც დააფიქსირა.

"ორი თვის შემდეგ ჩვენ ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ გამარჯვებული პოზიციიდან და ახალი ხელისუფლების პირობებში. ის რაც წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა ჩაიდინეს, წარსულს უნდა ჩაბარდეს, თუმცა მეხსიერებამ აუცილებლად უნდა შემოინახოს, ვინაიდან მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს. მზად ვარ ამისთვის თქვენთან ერთად, უკომპრომისოდ ვიბრძოლო და თქვენივე მხარდაჭერითა და თანადგომით დავამარცხო ის უმსგავსობა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების სრულ იგნორირებას გულისხმობს",- განაცხადა ნანა აღორძინებამ.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020