Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარმა კანდიდატმა და მისმა ოჯახმა ,,ოცნებას" 1 მლნ ლარი შესწირა
2016 წლიდან დღემდე ბიზნესმენ ზაალ დუგლაძეს და მასთან ასოცირებულ
კომპანიებს ,,ქართული ოცნებისთვის" 1 მლნ ლარი (990 000 ლარი)
აქვს შეწიხული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ბიზნესმენი ზაალ დუგლაძე 9 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას. სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულია მისი ორი ძმაც – დავით და გიორგი დუგლაძეები. მთლიანობაში, ძმები დუგლაძეები 16 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი:
გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა, შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანია" თავის მხრივ ფლობს 100%-იან წილებს შპს "ვარციხის კონიაკის ქარხანასა" და შპს "ივერია ალკოში". შპს "ვარციხის კონიაკის ქარხანას" 2013 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო; 2013 წლის დეკემბერში იგი ელექტრონული აუქციონის შედეგად 2,010,000 ლარად (საწყისი ფასი 1,340,000) შეიძინა შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ".
შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიამ" 2018 წელს გაიმარჯვა 2 სახელმწიფო ტენდერში: ერთი მცირე ღირებულების (3,692₾) იყო, ხოლო მეორე – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცქრიალა ღვინის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 160,768 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, 2016-2019 წლებში კომპანიამ მიიღო 17 მცირე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი საერთო ღირებულებით 16,945 ₾.
ზაალ დუგლაძე, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. მხოლოდ ზაალ დუგლაძემ და მისმა ძმებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 340,000₾ შესწირეს, ხოლო ბიზნესპარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაც არის ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი – 990,000₾:
გარდა ამისა, ზაალ დუგლაძემ 2012 წელს 60,000₾ შესწირა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
აღსანიშნავია, რომ გიორგი დუგლაძე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეა. 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში მას მისი სამივე კომპანია დეკლარირებული აქვს, თუმცა ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მის საკუთრებაში არსებული წილები არ აქვს მართვის უფლებით გადაცემული სხვა პირისთვის. ასევე, შპს "ვენი ვიდი ჯორჯიას" შემთხვევაში, გიორგი დუგლაძეს არასრულად აქვს მითითებული კომპანიის სხვა მეწილეების შესახებ ინფორმაცია (სწორედ ამ კომპანიაში ფლობენ წილებს მისი ძმები).

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани