Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,ან ბიბილოვი, ან ხალხი" - ცხინვალში ოპოზიციონერების დაჭერა დაიწყო
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სამმაგი
მკვლელობის ბრალდებით პარტია ,,ნიხასის" ლიდერის
ალან გაგლოევის ძმა, ალექსანდრე გაგლოევი დააკავა. ამის შესახებ
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ,,ნიხასის" წევრები ავრცელებენ.
ზიტა ბესაევის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლები ,,ნიხასის" ოფისშიც მივიდნენ. ,,ურუზამ ჯაგაევი ტერორზე გადავიდა, ეს არის უსამართლობა" - აცხადებს ზიტა ბესაევი. ალექსანდრე გაგლოევის შემდეგ, იმავე ბრალდებით, მისი ძმა, ალან გაგლოევი დააკავეს.
ცხინვალში დაგეგმილი მშვიდობიანი მიტინგი ჩატარდა. ცხინვალის მერიას ნებართვა რამდენიმე დღის წინ ჰქონდა გაცემული. მომიტინგეებს უფლება ჰქონდათ თეატრის ეზო საღამოს 22 საათამდე დაიკავებინათ.
,,დღევანდელი მიტინგის ლოზუნგი იქნება - ან ბიბილოვი, ან ხალხი" - ასეთი იყო ერთ-ერთი ოპოზიონერის განცხადება, რომელმაც ფოტო მიტინგის დაწყებამდე გადაიღო შემდეგი წარწერით: ,,ჩვენ ვიკრიბებით.''
ცხინვალში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც იზოლატორში 28-წლის ინალ ჯაბიევი აწამეს, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ჯაბიევის სიკვდილს დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა მოყვა. ანატოლი ბიბილოვმა ადგილობრივ მცხოვრებლებს განუცხადა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.
მიუხედავად ამისა, ბიბილოვის ოპოზიცია ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ბიბილოვმაც უნდა აიღოს და გადადგეს. ყოფილი ,,პრეზიდენტი'' ედუარდ კოკოითი კი ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. მან პირობა დადო, რომ რომ თუ ბიბილოვი 31 აგვისტოს 12 საათამდე არ გადადგემოდა, მშობლიურ მიწაზე დაბრუნდებოდა და ბრძოლას დაიწყებდა.
მანამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურორმა ურუზმაგ ჯაგიევმა კომპრომატები გამოაქვეყნა, რომლითაც ის ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი და დეპუტატის იმუნიტეტი უნდა მოეხსნას.
რაც შეეხება გარდაცვლილ ინალ ჯაბიევს, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იგი დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული, იზოლატორში ჩვენების მიღების მიზნით აწამეს. მასთან ერთად აწამეს კიდევ ორი პირი, რომლებიც გადარჩნენ.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани