Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
სოფელი ღვთისმშობელი, რომელსაც ბოლშევიკი აიდაროვის სახელი უწოდეს
გუჯარეთის ხეობაში არსებობდა სოფელი ღვთისმშობელი,
რომელსაც სახელი ბოლშევიკებმა შეუცვალეს. საქართველოს გასაბჭოების
შემდეგ, მას აიდაროვი უწოდეს. ,,აიდაროვი'' მომდინარეობს ბოლშევიკი
რევოლუციონერის, ზნაურ აიდაროვის სახელიდან, რომელიც რუსეთის
სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიამ (ბოლშევიკურმა ნაწილმა)
საქართველოში იმავე პარტიის მენშევიკური ფრთის დასამარცხებლად
გამოგზავნა.
საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიხედვით, ის უშუალოდ სერგო ორჯონიკიძის მითითებებს ასრულებდა. აიდაროვი ძირითადად ხაშურის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედებდა, მას გვერდით ედგნენ ადგილობრივი ბოლშევიკები არსენ ლომიძე და ბუხრიკიძე. 1919 წელს ხაშურის ხელში ჩაგდებას და რკინიგზის გადაკეტვას ცდილობდნენ. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთისგან უნდა გაეთიშათ.
ზნაურ აიდაროვის შესახებ უამრავი მასალაა შეგროვებული ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჯერ კიდევ, 60-იან წლებში, მეცნიერმა გიორგი გოგოლაძემ სპეციალური ნაშრომი, 1917-1921 წწ-ში ხაშურის ტერიტორიაზე მოქმედ რევოლუციურ ბოლშევიკების ცხოვრებას მიუძღვნა.
ზნაურ აიდაროვი თერგის ოლქიდან იყო - ამჟამინდელი, ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაცია. იქ გამაგრებული იყო რსდმპ (რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია)-ს კავკასიის ბიურო და წითელი, მე-11 არმია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე გახლდათ.
რსდმპ-ს წევრებმა, საქართველოში, მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ხალხის მობილიზების მიზნით, ზნაურ აიდაროვი გამოგზავნეს. მას დავალდებული ჰქონდა, რომ ხაშურის რკინიგზის მუშებისა და რევოლუციონერების მხარდასაჭერად აეყოლიებინა ოსური სოფლების მოსახლეობა, რომელიც ხაშურის, ქარელისა და ბორჯომის ტერიტორიებზე ცხოვრობდა.
ზნაურ აიდაროვი ხცისის თემში (მტკვრის სამხრეთი) გამაგრდა. ხოლო მისი თანამებრძოლი არსენ ლომიძე ალის თემში (მტკვრის ჩრდილოეთი) მოქმედებდა. სურამში - რევოლუციონერი ბუხრიკიძე აგროვებდა ხალხს. ხცისში და ალში ორივე ლიდერმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა, ეს მოხდა 1919 წლის 24-25 ოქტომბერს. ხაშურის ასაღებად სამი მხრიდან შეტევისთვის მოემზადნენ.
ხცისის საბჭოთა ხელისუფლების ცენტრი განთავსებული იყო თავად თომა ციციშვილის დაცარიელებულ სასახლეში. კომუნისტური პარტიის ლიდერებისგან ელოდებოდნენ ნიშანს, რომლის შემდეგ გომთან რკინიგზის ლიანდაგებს აყრიდნენ, ხოლო სურამში მუშების დახმარებით ასევე რკინიგზას ჩახერგავდნენ.
1918-1921 წლებში საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელსაც ასევე სოციალ-დემოკრატების წევრები, კერძოდ, მენშევიკური ფრთა ხელმძღვანელობდა. დღეს ამ პერიოდს, ხაშურში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თამაზ ლაცაბიძე იკვლევს. ამბობს, რომ მენშევიკებმა ბოლშევიკები, სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით დაამარცხეს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ზნაურ აიდაროვს მხარში ედგნენ, არანაირი ავტორიტეტით სარგებლობდნენ.
,,,მართალია, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც სოციალ-დემოკრატების სხვადასხვა ფრთა იბრძოდა, მაგრამ ხაშურის 1919 წლის მოვლენები სუფთა ანტიეროვნული გამოსვლა იყო, რომელსაც მოსახლეობამ მხარი არ აუბა. ზნაურ აიდაროვის გვერდით ყოვლად უავტორიტეტო და უზნეო ადამიანები იდგნენ. მაგალითად, არსენ ლომიძე, რომელსაც ალის მხარე ებარა და სოფელ ალში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ის იყო ყაჩაღი" - ამბობს თამაზ ლაცაბიძე.
ბოლშევიკებს მიზნად ჰქონდათ ხაშურზე სამი მხრიდან შეტევა და ქალაქის აღება. ალის მხრიდან (ჩრდილოეთი) არსენ ლომიძეს, ხცისის მხრიდან (სამხრეთი) ზნაურ აიდაროვს, ხოლო დასავლეთის, სურამის მხრიდან - ბუხრიკიძეს.
იმ დროს ნოე ჟორდანიას ხელისუფლების გვარდია გორის მაზრაში სოფელ მეჯვრისხევის ,,საბჭოთა ხელისუფლებას" ებრძოდა. მისი დამარცხების შემდეგ, გვარდია ხცისისკენ გაემართა. არტილერიამ შეტევა მდინარე მტკვრის ნაპირიდანვე დაიწყო.
საბჭოთა ისტორიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მენშევიკური მთავრობის წევრებმა სასტიკად ჩაახშვეს აჯანყება. გარდაცვლილი ბოლშევიკების გვამები ხაშურის მთავარ მოედანზე მიიტანეს და სამი დღის განმავლობაში გააჩერეს. ზნაურ აიდაროვის ცხედარი კრისხეველმა აბესალომ ბიჭიკაშვილმა მოიპარა და თავის სოფელში მალულად დაკრძალა.
ხაშურელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხცისში და ალში, 1919 წლის გამოსვლა იყო ანტისახელმწიფოებრივი აჯანყება. უამრავი დოკუმენტი ადასტურებს, რომ რევოლუციონერებს მხარდაჭერა მოსახლეობაში არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, მტკიცდება, რომ შეიარაღებული ბოლშევიკების დიდი ნაწილი საკუთრივ მოსახლეობის დახმარებით ჩაიგდეს ხელთ.
მაგალითად, შეტაკებამდე დააპატიმრეს რევოლუციონერი, ვ. თიბილაშვილი, რომელმაც გვარდიის წევრებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ყველა ლიდერი: ზნაურ აიდაროვი, არსენ ლომიძე და სხვები (ბეკოშვილი და ფილიშვილი) დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1921 წლის 21 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო. მენშევიკურმა მთავრობამ დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა და მარტში უკვე ბათუმის პორტიდან ევროპაში ემიგრაციაში წავიდა. გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით, ოსიაურის ტერიტორიაზე წითელარმიელებს გვარდიელებმა ბრძოლა გაუმართეს. წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ საბჭოთა მთავრობა მოლაპარაკებაზეც თანახმა ყოფილა. ამ პერიოდის მასალებს ხაშურის მუზეუმი წელს 26 მაისს გაგვაცნობს. 2018 წლის 26 მაისს 100 წელი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან.

ფოტოზე: ზნაურ აიდაროვის ბიუსტი ოკუპირებულ დაბა
ზნაურში (ყორნისი)

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани