Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,წყლის სინჯების პასუხები იდეალურია" - აცხადებენ გორის წყალმომარაგების კომპანიაში
გორში სასმელი წყლის ახალი სინჯების პასუხები წყალმომარაგების კომპანიაში უკვე მიიღეს. წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მასობრივი მოწამვლის ფაქტი არ უკავშირდება სასმელ წყალს:

,,ჩვენ როცა ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით, ყველა სასმელ წყალს აბრალებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ავიღეთ ნიმუშები და პასუხი იდეალურია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც აიღო ნიმუშები და შეადარებენ. დარწმუნებულები ვართ, რომ პასუხი იგივე იქნება. ჩემი აზრით, აქ ენტეროვირუსთან ან მსგავს შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე. ამას ალბათ ეპიდემიოლოგები გაარკვევენ" - აცხადებს შალვა ტაბატაძე.

განცხადება გაავრცელა წყალმომარაგების კომპანიის პრეს-სამსახურმაც: ,,ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

კომბინატის დასახლებაში ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწყო.. ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა შველიძემ Qartli.ge ს განუცხადა.

მისი თქმით წყლის ნიმუშები აღებულია და პასუხები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აიღო წყლის რამოდენიმე ნიმუში ლაბორატორიული კვლევის დაწყების მიზნით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, წყალმომარაგების კომპანიას აქვს უკვე ლაბორატორიული კვლევის პასუხები, თუმცა ჩვენ კვლევა შეტყობინების საფუძველზე მაინც დავიწყეთ.” - აცხადებს თეა შველიძე.


იხ. ამავე თემაზე

დიარეის მიზეზით გორის მე-7 სკოლაში 229 მოსწავლე არ გამოცხადდა

წყალმომარაგების კომპანია გორში წყლის მოწამვლის ფაქტს უარყოფს

დაზიანებული ღობე ვარიანის წყლის სათავე ნაგებობასთან

უბანი გორში, სადაც ბავშვები მოიწამლნენ



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020