Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
75 წლის კაცს, რომელიც შშმ შვილს უვლის, სოციალური შემწეობა მოუხსნეს
75-წლის სპირიდონ ოქროპირიძე ეპილეფსიითაა დავადებული, ხოლო მის
შვილს, გოჩა ოქროპირიძეს ადაპტური ქცევის დეფიციტის სინდრომი
დაუდგინეს. შვილის მოვლა 75-წლის მამას უწევს. მეორე შვილი მონასტერში
ცხოვრობს. მეუღლე კი, შარშან, ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.
ოქროპირიძეები დისევიდან დევნილები არიან. მე-12 წელია ვერხვების დასახლებაში, დევნილთა კოტეჯში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები ყველაზე მეტად სოციალური დახმარების მოხსნას განიცდიან.
„ სოფელ დისევიდან ვართ დევნილები. დაახლოებით 11 წელია აქ ვცხოვრობთ. მეუღლე შარშან გარდამეცვალა. სოციალურ დახმარებას ვიღებდით, მაგრამ ორი წლის წინ იყვნენ შემოწმებაზე და მოგვიხსნეს. ასე გვითხრეს, გაზის გადასახადს იხდით და სოციალური აღარ გეკუთვნითო“.
ახლა მარტოს უწევს გოჩას მოვლა, რომელიც ადაპტური ქცევის დეფიციტის სინდრომით ცხოვრობს.
„ რაც სოციალური მოგვიხსნეს, მას მერე ჩემი და გოჩას პენსიით ვცხოვრობთ. პენსიას ძირითადად წამლებში ვხარჯავთ. საკვებისათვის ფული აღარ გვრჩერბა. შარშან გოჩას თიაქარის ოპერაცია დასჭირდა. ოპერაცია კი გაუკეთეს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკურნალობა დაჭირდა. მეორე შვილიც მყავს მონასტერში ცხოვრობს და იმან მოუტანა წამლები.“
პანდემიამ და ორთვიანმა საგანგებო მდგომარეობამაც ოქროპირიძეების ოჯახის დახმარების გარეშე ჩაიარა. მათი ერთადერთი დახმარება პენსიონერებისათვის დარიგებული სააღდგომო კალათა იყო.
„ მეზობლად ცხოვრობს, ბიძაშვილის ბიჭი და იმას მოქონდა საჭმელი. სხვა არავინ დაგვხმარებია. პენსიის ასაღებადაც იმას მივყავდით“
სოციალური სააგენტოს უფროსმა თეა თედელურმა გვითხრა, რომ ოჯახს აქვს მაღალი სარეიტინგო ქულა რის გამოც არ იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა კოვიდის კომპენსაციას იღებს 90 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
„ ეს ოჯახი შარშან არის შესწავლილი და წელს შეუძლია ოჯახს ხელახლა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ შევისწავლოთ. რაც შეეხება სარეიტინგო ქულას, ეს არის პროგრამული და ჩვენ ამაში ვერ ვერევით. როგორც არ უნდა შეგვტკიოდეს გული ოჯახზე, გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ ვიღებთ.“
კითხვაზე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ახდენს თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის განსაზღვრაზე, გვითხრა რომ ეს მდგომარეობა ნამდვილად ახდენს გავლენას შესაბამის ქულებზე.
„ ჩვენ არც ვუხსნით და არც ვუნიშნავთ სოციალურ დახმარებას. ჩვენი ვალდებულებაა დეკლარაცია შევავსოთ ობიექტურად. ქულას, რასაც პროგრამა განსაზღვრავს, იმაში ჩვენ ვერ ვერევით. ამ კონკრეტულ ოჯახს უფლება აქვს ხელახლა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ გადავამოწმებთ შესაბამის მონაცემებს, ოჯახის კომუნალურ ხარჯებს, წევრთა რაოდენობას, მათი შემოსავლებს თუ სხვა ხარჯები. ეს არ იქნება იდენტური წინა დეკლარაციისა და განსხვავებული სარეიტინგო ქულა ჩამოუვა ოჯახს.“ განაცხადა თეა თედელაურმა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани