Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ზადიანთკარი - გამყოფ ხაზთან
ზადიანთკარი ერთ-ერთი
ის სოფელია, რომელიც ორჭოსნის რუსულ სამხედრო ბაზასთან ყველაზე ახლოს
მდებარეობს. უშველებელი წითელკოშკიანი სამხედრო შენობა განიშნებს, რომ
რაც უფრო ახლოს მიდიხარ, უფრო მეტად სახიფათოა შენი გადაადგილება.
ორჭოსანი სოფლის სასაფლაოს ფერდობიდან ხელის გულივით ჩანს. სასაფლაოს ტერიტორია საუკეთესო ადგილია არე-მარეს დასათვალიერებლად. თუმცა, ძალიან ახლოსაა სამხედრო ბაზასთან. ამ დროს, სულ ის მოყოლილი ისტორიები გახსენდება, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულები ყვებიან: სამხედროები ,,ავჩარკით"" საიდანღაც გამოხტნენ და წაგვიყვანესო.
ორჭოსანს ამჟამად რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ. ამ სოფელში ჯერ კიდევ 2004 წელს ვიყავით, გაზაფხულზე. მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ სასუქები აიტანა და მოსახლეობას, ყოფილი ფერმის შენობის წინ, დაურიგა. ორჭოსნელები მაშინ ცხელ-ცხელი ხაბიზგინებით გაგვიმასპინძლდნენ. ოსური ხაჭაპურის ნამდვილი გემო მაშინ გავიგეთ.
დღეს კი, სამხედრო ბაზა ზადიანთკარიდან სულ რაღაც 1 კმ-შია. ეს ის ბაზაა, რომელიც ავტობანიდან ღამით გაჩახჩახებული ჩანს. მისგან ქვემოთ, სამხრეთით ქართლის ვაკეზე რაც ხდება, ყველაფერს ამჩნევ.
ზადიანთკარსა და ორჭოსანს შორის მწვანე ბანერი გალეწილი ყანის ფერებშია ჩაკარგული. გამყოფი შავი ხნულიც ზოლივით გასდევს მინდორს. ვერც კი მიხვდებით, რომ სადმე ,,საზღვარია''.
ამიტომაა, რომ ქართული პოლიცია ყარაფილას საპოლიციო საგუშაგოდანვე გამოგვყვა. 15-20 კომლიან სოფლის განაპირებას დადგა და გველოდება, როდის დავასრულებთ მუშაობას. თან ეს ლოდინი გაჩქარებს, რაც შეიძლება მალე დაასრულო გადაღება.
სასაფლაოს გვერდით სასმელი წყლის დიდ ავზს აკეთებენ. მუშები არსად ჩანდნენ. შემდეგ უკვე სოფელში შევედით. ხედავ, ბაღები გამხმარი ხეებითაა სავსე, სასახლკარე ნაკვეთები დაუმუშავებელია. 4 თუ 5 სახლს რომ გავცდით, ეზოს გარეთ მსხდომი მამაკაცები დავინახეთ. აქ უკვე აღარაფერია საშიში.
პირველი, რაც გაინტერესებდა, იმის გაგება იყო, თუ როგორ ცხოვრობს ასეთ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა. გზას, როგორც ვნახეთ, აკეთებენ, ასფალტი წყლის რეზერვუარამდე იგება; ბუნებრივი აირის მრიცხველები დამონტაჟებულია; საუბნო ონკანიც დაყენებულია, მაგრამ წყალი არ მოდის:
,,მგონი წყალი უნდა, მიდი მოუტანე" - ოსურ ენაზე გადაულაპარაკეს ერთმანეთს მამაკაცებმა. ერთი 81-წლის აღმოჩნდა, მეორე - უფრო ახალგაზრდა.
- წყალი არ მოდის? - ვკითხეთ.
- წყალი გინდა? მიდი, გამოუტანე სირცხვილია, სტუმარია"" - კვლავ გადაულაპარაკეს ერთმანეთს მასპინძლებმა. ერთ-ერთმა მათგანმა წამოდგომა სცადა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. ფეხები აღარ მემორჩილებაო. ვუთხარით, რომ წყალი არ გვინდოდა, უბრალოდ გვაინტერესებდა, იყო თუ არა სოფელში წყალი. თურმე, მეზობელი სოფლიდან, კოდისწყაროდან ეზიდებიან.
,,ეჰ, რა დრო იყო, ჯარში როცა ვიყავი? ბელორუსში ვმსახურობდი. სულ იმას გვეუბნებოდნენ, 25 მლნ კაცი დაიღუპა სამამულო ომშიო" - გაიხსენა ახალგაზრდობა მასპინძელმა.
80-წლის ასაკის მამაკაცებთან დიალოგი შედგა, მაგრამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შესახებ; ობლები დარჩენილან პატარები. ამ პატარა სოფლიდან, სადაც 20-მდე კომლი ცხოვრობს, ომში 19 კაცი წასულა.
,,ამ სოფლიდან 19 ბიჭი წავიდა ომში, მხოლოდ, ორი დაბრუნდა. ისეთ გაჭირვებაში გავიზარდეთ, ნუ იტყვი," - გვითხრა ერთ-ერთმა.
- ახალა, როგორ ცხოვრობთ?
- ეჰ, დახმარება მომიხსნეს, 3 წლის წინ. - გვიპასუხა ერთ-ერთმა.
ამ საუბარში გადასაღებ კამერას ვამზადებთ, მაგრამ გვანიშნა, რომ ვერ ვისაუბრებო.
გავარკვიეთ, რომ ვისხედით იმ სახლის წინ, რომლის მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება.
,,ეს სახლი მიტოვებულია, ამის პატრონი წასულია ვლადიკავკაზში. მეზობელი პატრონობს," - გვიპასუხა მაპინძელმა. ,,სააკაშვილმა და გამსახურდიამ გაამგზავრეს,"" - დაამატა მეორემ, იუმორით, მაგრამ მივხვდით, რომ 1990-იან წლებსის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს გულისხმობდა.
ჩვენს საუბრის დროს, რამდენიმე მეზობელიც გამოვიდა სახლიდან. მათ შორის, ქალბატონი ზაირა. ვუთხარით, რომ სოფლის მდგომარეობის გასაცნობად ვიყავით სტუმრად.
,,სოფელს ის პრობლემა აქვს, რომ სადმე ვერ წახვალ, თუ შენი ტრანსპორტი არ გაქვს. მარშუტკა მარტო შაბათ დღეს ბაზარზე მიგიყვანს. კვირაობით - გორში, საყიდლებზე... სხვა არ არის ტრანსპორტი. ახლა მე ექიმებთან დავდივარ - ონკოლოგიური პრობლემები მაქვს და გუშინაც ფეხით ჩავედი ტრასამდე, სამი კილომეტრია ტრასამდე, მერე იქიდან თბილისისკენ და გორისკენ დადის ტრანსპორტი. სხვა, ჩვენი ტრანსპორტი არ გვაქვს და მაგიტომ გვაქვს ეგ პრობლემა."" - გვითხრა ზაირა ზადიშვილმა.
ის სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. შვილები წასულები არიან, მათ შორის, ვლადიკავკაზში:
..აღარ არ არის ახალგაზრდობა, წავიდნენ. აი ამ სახლში, რამდენიმე სახლში არიან ახალგზარდები. მოხუცები ვართ სულ და ისინიც სადამდეღა იქნებიან?! წავიდა ბევრი. ცარიელი სახლებიც ბევრია. ზოგი თბილისში წავიდა საცხოვრებლად, ზოგი..."" - გვიყვება ქალბატონი ზაიარა.
სად გავა თქვენი რეპორტაჟიო - გვკითხა. ვუთხარით, რომ ვებ-გვერდზე დაიდება, მაგალითისთვის ყარაფილაში გადაღებული ვიდეო ვუჩვენეთ, სადაც გიორგი ტეხაშვილი საუბრობდა:
,,უი, გოგია ლაპარაკობს? როგორ გულგატეხილია"" - გვეუბნება ქალბატონი ზაიარა, თან ინტერვიუს გვითარგმნის ქართულად.
ქალბატონი ზაირა იმედიანად არის. სოფელში ასფალტს აგებენ, გაზი შემოიყვანეს, წყლის ონკანებსაც ამონტაჟებენ. ფიქრობს, იქნებ დაბრუნდნენ სოფელშიო. თუმცა, სამუშაოს პოვნა გაჭირდებაო.
კიდევ ერთი თემა, რაც ზადიანთკარში აწუხებთ, სარწყავი წყლის უქონლობაა. სწორედ, ამ უწყლოობის გამო, ძირითადად ქერსა და ხორბალს თესავენ:
,,წყალი ცხინვალიდან მოდიოდა. ცხინვალთან რომ აირია ურთიერთობა - აღარ მოგვცეს, თუ როგორ არის რავიცი - აღარ მოდის. მას შემდეგ გვპირდებიან, რომ გამოვუშვებთო, იმედს გვაძლევენ, მაგრამ არ ვიცით როგორ იქნება საქმე."" - ამბობს ზაირა ზადიშვილი.

ფოტოზე: ხედი
ზადიანთკარიდან

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани