Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშური-ქარელის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
21 ნოემბერს, ხაშური-ქარელის ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტინში მხოლოდ ორი კანდიდატის - ზაალ დუგლაძისა და ნატო ჩხეიძუს სახელი და გვარი დახვდება.

იმის გამო, რომ ხაშური-ქარელის ოლქში, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტური დაინიშნა.

როგორც ჩხეიძის შტაბის წევრმა qartli.ge-ს განუცხადა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

"ჩვენი კანდიდატი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. არც ხვალინდელი დღის გაპროტესტებას ვაპირებთ რაიმე ფორმით. მეტსაც გეტყვით ჩვენი შტაბი დაკეტილი იქნება" აღნიშნა მაია ახვლედიანმა.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნატო ჩხეიძემ სპეციალური მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა:

,,31 ოქტომბრამდე 44 დღის განმავლობაში ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა პოზიტიური იყო და ნდობით და პატივისცემით სავსე. რომ არა არჩევნების ტოტალური გაყალბება, რასაც თანდათან ჩვენი ქვეყნის უცხოელი მეგობრებიც აღიარებენ და ოცნების მთავრობაც იძულებული გახდება, დაემორჩილოს ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეთა ნებას და რაიმე სახით აღიაროს იგი, - ახლა, ჯერ კიდევ არაღიარების პირობებში ოპოზიცია არ ვიღებთ მონაწილეობას ამ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. მოგმართავთ თქვენ, ჩემო ამომრჩევლებო, ნუ შეიწუხებთ თავს არჩევნების დღეს უბანში მისვლით და ჩემი გვარის შემოხაზვას ნუ შეეცდებით. დავუტოვოთ ბურთი და მოედანი ოცნების ფავორიტს და მიიღოს ოცნების ამომრჩევლისგან იმდენი ხმა, რამდენიც გაეხარდება ..." - წერს ნატო ჩხეიძე.
იგი დარწმუნებულია, რომ ხელახალი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველია, კენჭისყრაში მონაწილეობა 60 942 მოქალაქემ მიიღო.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან" ნატო ჩხეიძემ ხმების 29.62% (17 362) დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ზაალ დუგლაძემ 49.34% (28 918 ).

გაერთიანებული ოპოზიცია თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩეევნები გაყალბდა, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილებით ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს.

ასევე, მათი გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს არ ჩაატარებენ ერთობლივ აქციას და ყველა პარტია ინდივიდუალურად შეიმუშავებს სტრატეგიას.

ოპოზიცია იმასაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტში არ შევლენ და ბრძოლას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ისევ გააგრძელებენ.

შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ხვალ 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020